სიახლეები
ფენ-შუი: როგორ ვაქციოთ სახლის დალაგება მედიტაციად?!
1. გადაარჩიეთ ძველი ნივთები და მოიშორეთ თავიდან ყველაფერი რაც არ გჭირდებათ . ამ გზით თქვენ გაათავისუფლებთ ადგილს ახალი ნივთებისთვის ან განაახლებთ თქვენს ცხოვრებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გატეხილ (ან გაბზარულ) ჭურჭელს, დამტვრეული ნივთებს (რაც არ უნდა გიყვარდეთ ისინი) და ნივთებს, რომლებთანაც ცუდი მოგონებები გაკავშირებთ - მათი ადგილი თქვენ სახლში არაა.
2. გაათავისუფლეთ ღია თაროები, თქვენი ცხოვრების დასარეგულირებლად. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როგორც კი დაალაგებ და დაამყარებთ წესრიგს კარადაში, თქვენი აზრებიც ასევე მოიპოვებენ სიცხადეს, რის შედეგადაც თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი სამუშაო, მოიშოროთ სტრესი და გაუმკლავდეთ აპათიას.
3.გაწმინდეთ ყველაფერი სველი ტილოთი, რათა ჩამორეცხოთ ნეგატიური ენერგია და მიიზიდოთ დადებითი. ეს დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამით გაგიუმჯობესდებათ ახლობლებთან ურთიერთობა, მიაღწევთ წარმატებებს კარიერაში და ასევე იპოვით პირად ბედნიერებას. აღმოსავლური სწავლების მიხედვით, წყალი არის სიცოცხლის ენერგიის წყარო ში, რომელიც წმენდს, ანახლებს და ამშვიდებს. ამიტომ კარგია თუ მსგავსი მეთოდით სახლს კვირაში ორჯერ მაინც დაალაგებთ.
4. არ დატოვოთ ჭუჭყიანი ჭურჭელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებით ენერგიას დაკარგავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მიუხედავად იმისა, რომ გიმარტივებთ საქმეს და აკეთებს დროის ეკონომიას, ის გიკარგავთ იმ დადებით თვისებას,რომელიც წყალს აქვს. მაგალითად, როცა ჭურჭელს რეცხავთ თქვენ გესმით წყლის ხმა,რომელიც თანდათანობით გამშვიდებთ და დადებითი ენერგიით გავსებთ.
5. იმისთვის, რომ არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობები, გადაადგილეთ ავეჯი. ფენ-შუის თანახმად, როდესაც გადაწყვიტავთ თქვენ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას (კარიერა, პარტნიორი და სხვა), ეს ყველაფერი ჯერ უნდა დაიწყოთ საკუთარი სახლიდან. უფრო ზუსტად,რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც თქვენ დაიწყებთ სახლში ნივთების გადაადგილებას თქვენი ცხოვრებაც კარდინალურად შეიცვლება.
6. ნეგატივისგან გასათავისუფლებლად - გადაყარეთ ნაგავი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნაგვის ურნა – ეს არის ერთგვარი ადგილი სადაც გროვდება ყველაფერი ცუდი რაც კი მთელი დღის განმავლობაში მოხდა. ამიტომ არ დატოვოთ ნაგავი სახლში რამდენიმე დღით. მიეჩვიეთ არასაჭირო ნივთების გადაყრას, რათა თავიდან აიცილოთ ყველა უარყოფითი ენერგია.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.