სიახლეები
3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბინის რემონტისას ვუშვებთ
სახლის რემონტი, ყოველთვის აქტუალური თემაა, ის მნიშვნელოვან ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ამ დროს დაშვებული შეცდომები მოგვიანებით შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ, ამიტომ კარგია თუ წინასწარ გეცოდინებათ ის შეცდომები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ.
3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა რომელსაც რემონტისას უშვებთ:
- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: ძალიან ბევრი ადამიანი არ ითვალისწინებს ბინის გადატიხვრის დროს სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას, რაც შემდეგ კედლების დანგრევის აუცილებლობას იწვევს. აუცილებელია, კარის განლაგების, გაღების მიმართულების, ზომების, სანტექნიკის წერტილების სწორად განთავსებისა და მანძილის დაგეგმვა. ასეთ დროს უნდა დავუჯეროთ ხელოსანს, რომელსაც მსგავს საკითხებში გამოცდილება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელი გახდეს.
- არათანმიმდევრული რემონტი: რემონტის დაგეგმვისას სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს:თუ მთელ სახლს არემონტებთ სამუშაოები აუცილებლად აბაზანიდან და საპირფარეშოდან უნდა დაიწყოთ. შემდეგ მოდის სამზარეულო. ოთახები კი შემდეგი სქემით უნდა გაკეთდეს _ ფანჯრები, კომუნიკაციები, კედლები, იატაკი და ჭერი. ამ სქემის დარღვევა გამოიწვევს დამატებით სამუშაოებს და აქედან გამომდინარე დამატებით ხარჯებს,ასე რომ, გირჩვეთ ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინოთ.
- პროფესიონალიზმი: რემონტის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი პროფესიონალი ხელოსანი. ამ საქმის პროფესიონალების პოვნა საქართველოში არც ისე იოლია. ხელოსნების შერჩევისას გაიდახედეთ მის რეკომენდაციებს.
ხელოსნების არჩევისას, კარგი იქნება, თუ მათ გარემონტებულ სახლებს ნახავთ. ასეთ დროს ყურადღება მიაქციეთ ფილების დაგების, კედლების შეღებვის, კუთხეების გასწორების ხარისხს.
იმის გამო, რომ ბინის რემონტი საკმაოდ რთული, შრომატევადი და მაღალბიუჯეტიანი საქმეა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სხვების შეცდომები და მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომები.
ყველაზე მნიშვნელოვანი: დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი რემონტი გჭირდებათ (კოსმეტიკური თუ კაპიტალური). საჭიროა კარგად წარმოიდგინოთ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, გააკეთოთ დიზაინ პროექტი და აირჩიოთ ყველა აქსესუარი და სამშენებლო მასალა – მოკლეთ რომ ვთქვათ, საჭიროა ბინის რემონტის დეტალური დაგეგმარება (რემონტის ბიუჯეტის დათვლისას აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯებს ვერ აცდებით. როგორც წესი, ასეთი ხარჯები მთელი თანხის 10-15%-ია).
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
რატომ ირჩევენ დიდ დიღომს? - უბნის მთავარი უპირატესობები და მომავლის პოტენციალი
რატომ გახდა დიდი დიღომი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება? გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს უბანს, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე
როგორ მოაქვს შეკვეთილის უძრავ ქონებას სტაბილური შემოსავალი?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.