back-arrow
მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ
20.01.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ

დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, თბილისის ყველა უბანში ახალი კორპუსები შენდება.  არჩევანი დიდია, მაგრამ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას და რომელია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს?!
უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები ბინის შეძენისას ძირითადად  ყველაზე დიდ ყურადღებას მის ფასს და ადგილმდებარეობას უთმობენ, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა:  

  • ეზო, რეკრეაციული ზონა (ამ ფაქტორს უფრო ბავშვიანი ოჯახები აქცევენ ყურადღებას);
  • ავოფარეხი (რადგან ითვალისწინებს, რომ ავტომობილი ახლა თუ არ ჰყავს, მომავალში მაინც შეიძენს);
  • კარგი სკოლა (ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ოჯახში სკოლის მოსწავლე ჰყავს);
  • მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების სიახლოვე;
  • დაცული ეზო და  მშვიდი გარემო;ბინის სამუშაო ადგილთან სიახლოვე;
  • საავადმყოფოსთან სიახლოვე;
  • და ლამაზი ხედები.

მოკლედ, თითოეულ ადამიანს თავისი მოთხოვნები აქვს, რომელიც მის საჭიროებებს შეესაბამება, მაგრამ  არსებობს ძირეული კრიტერიუმები, რომლებიც მშენებარე კორპუსსი ბინის შეძენისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ეს კრიტერიუმები ავტომატურ გავლენას ახდენს ბინის ფასზეც: 

  • სამშენებლო მასალების ხარისხი

არჩევანის გაკეთებისას საცხოვრებელი კორპუსების სიმტკიცეს და მდგრადობას  დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მშენებლობისთვის ადგილის სწორად შერჩევას,  შენობის სწორად დაპროექტებასა და სამშენებლო მასალების ხარისხს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასე რომ, დიდი ყურადღება მიაქციეთ- თუ რა მასალით მიმდინარეობს მშენებლობა, არის თუ არა ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უზრუნველყოფს თუ არა ხმის იზოლაციას. ყველაფერ ამის დადგენა თქვენ თავიდან აგაცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებსაც უხარისხო სამშენებლო მასალა იწვევს, ძირითადად ეს რესპირატორული (სასუნთქი გზების) პრობლემებია. გარდა ჯანმრთელობისა ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლი თქვენ კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს, ხოლო ხმის კარგი იზოლაცია კი, მაქსიმალურ კომფორტსა და სიმშვიდეს შეგიქმნით.

  • სამშენებლო კომპანიის იმიჯი

უძრავი ქონების შეძენისას პირველი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევაა. დაზუსტეთ კომპანიის ასაკი, მისი შესრულებული პროექტები და რეპუტაცია. კარგი იქნება, დავაზუსტოთ კომპანიის ასაკი, რამდენი წელიწადია, რაც სამშენებლო ბაზარზეა(მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს). ასევე, კარგი იქნება, თუ დავათვალიერებთ კომპანიის მიერ უკვე აშენებულ და შესახლებულ ობიექტებს, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ  დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებების ხარისხს.  გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ კომპანიის შესახებ ყველაზე კარგი რეკომენდატორი მისი უკვე არსებული მობინადრეები არიან. 

  • მშენებლობის ეტაპი

როდესაც მშენებლობა ახალი დაწყებულია მაშინ ბინის ფასი შედარებით დაბალია და გადახდის შეღავათიანი პირობებიც მოქმედებს. მაგრამ  ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები თავს იკავებენ მსგავს კონდიციაში მყოფი  სამშენებლო კომპანიებში ბინის შეძენისგან, რადგან ეს მათთვის გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. ჩაუბარებელი ბინები, მშენებლობის შეჩერება, ჩაბარების დროის გაჭიანურება -ეს საქართველოს სამშენებლო სექტორის არცთუ შორეული წარსულია.  

  • ჩასაბარებელი ბინის კონდიცია

ფასის სხვაობას იწევს ის ფაქტიც, რომ  სმშენებლო კომპანიები მომხმარებლებს ბინებს სხვადასხვა კონდიციით აბარებენ (შავ, თეთრ და მწვანე კარკს მდგომარეობით).  ბინის შეძენამდე გაარკვიეთ, რა იგულისხმება შემოთავაზებულ "თეთრ კარკასში" ან "მწვანე კარკასში" - სხვადასხვა კომპანიისთვის ჩაბარების კონდიცია განსხვავებულია. 

  • შავი კარკასი - ბინაში შესასვლელი რკინის კარი, მეტალოპლასტმასის კარფანჯარა, კომუნიკაცია მიყვანილი კარებამდე; 
  • თეთრი კარკასი - შენობა რომლშიც იატაკი მოჭიმულია, ფანჯრები, რკინის შესასვლელი კარი, შიდა ტიხრები თქვენი პროექტისამებრ ამოყვანილი და შელესილია. წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში შეყვანილია(ზოგიერთი კომპანიისთვის “თეთრი კარკასში” შედის გაყვანილი ცენტრალური გათბობის მილები, სატელეფონო ხაზები, საკაბელო ტელევიზიით და ინტერნეტით);
  • მწვანე კარკასის-  შეძენის შემთხვევაში მფლობელს ბინაში საცხოვრებლად გადასასვლელად მხოლოდ მსუბუქი კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დასჭირდება.

საბოლოო არჩევანი თქვენზეა. გახსოვდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ნებისმიერი ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ არის - მშენებლობის ხარისხი. აუცილებლად გაარკვიეთ, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრებელი კორპუსი იმ სტანდარტებს, რომლებიც თქვენ უსაფრთხოებას და კომფორტულ ცხოვრებას ემსახურება. 

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება