popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
საშხაპე კაბინა თუ აბაზანა?!
27.01.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

საშხაპე კაბინა თუ აბაზანა?!

აბაზანა სახლის ერთ-ერთი მთავარი ოთახია, ამიტომ მის დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დიზაინის შემუშავების დროს თქვენ  გიწევთ  აირჩიო აბაზანა დადგათ თუ საშხაპე კაბინა? - არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მათგანს თავისი უპირატესობა და ნაკლოვანებები გააჩნია. 

გარდა ამისა სახლის ან ბინის თითოეულ მფლობელს სხვადახვა გემოვნება და განსხვავებული საცხოვრებელი ფართი აქვს. ამიტომ ჩვენ გაგაცნობთ თითოეულ მათგანს და მათი გაცნობის შემდეგ არჩევანი თქვენზეა.

დავიწყოთ აბაზანით- განვიხილოთ მისი ტიპები და თავისებურებები. თანამედროვე აბაზანები მზადდება თუჯის, ფოლადის ან აკრილისგან. მოდით განვიხილოთ თითოეული ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები: 

  • თუჯის მთავარი უპირატესობა მისი გამძლეობაა. ასევე ამ მასალით დამზადებული აბაზანა არ დეფორმირდება და მალე თბება. თავიანთი სიმძიმის გამო ეს აბაზანებ ყველა ფართისთვის არ არის ხელმისაწვდომი. მისი მოვლაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან გარკვეული დროის შემდეგ  ნელ-ნელა ყვითლდება და  ნადებიც უჩნდება. გარდა ამისა, მისი დიზაინი, როგორც წესი, შემოიფარგლება სტანდარტული მართკუთხა ფორმით;

  • ფოლადის მოდელები გარეგნულად ჰგავს თუჯის, მაგრამ მათი წონა გაცილებით ნაკლებია და დიზაინიც მრავალფეროვანია. რაც შეეხება მინუსებს ის ადვილად დეფორმირებადია და  ასევე ფოლადის აბაზანაში წყალი გაცილებით სწრაფად ცივდება; 

  • აკრილის აბაზანებს  აქვთ მრავალფეროვანი დიზაინი, არიან მსუბუქები და მათში წყალიც საკმაოდ დიდხანს რჩება თბილი,  აქვს უსაფრთხო ზედაპირი. განსხვავებით თუჯისგან და ფოლადისგან ის ნაკლებად გამძლეა.

აბაზანის უპირატესობები: თუ აბაზანას მინის პანელებით  აღჭურავთ  საშხაპე სივრცესაც მიიღებთ. აბაზანა შეუცვლელი ატრიბუტია მათთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია დასვენება საღამოს თბილ და სურნელოვან წყალში ჩაწოლის გარეშე. აბაზანის საშუალებით შეგიძლიათ სახლში საკუთარი სპა-სალონი მოიწყოთ, ჩაიტაროთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები. ასევე აბაზანის იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი დიზაინი და ფორმა არსებობს, რომ მათ ნებისმიერ ინტერიერს მოარგებთ. კომფორტულია მათთვის ვისაც ბავშვები ყავთ.

მინუსები:

  • აბაზანა უამრავ ადგილს იკავებს, რომელიც შესაძლოა უფრო ეფექტურად გამოიყენოთ;
  • იცვლის ფერს, კარგავს სიგლუვეს;
  • ასევე არაკომფორტულია მოხუცი ან შშმ პირებისთვის;
  • მოიხმარს უფრო მეტ წყალს.

საშხაპე- განვიხილოთ მისი ტიპები და თავისებურებები

არსებობს სამი სახის საშხაპე კაბინა, ისინი ერთმანეთისგან კონსტუქციის მიხედვით განსხვავდებიან. 

  • ღია მოდელებში არ არის ჭერი, ისინი შემოღობილია ოთახის კედლებით და სპეციალური მისის პანელებით;

  • დახურულ მოდეს აქვს უკანა კედლები და სახურავი;

  • ჩამონტაჟებული საშხაპე - დგას ოთახის ნისაში ან კუთხეში, აქვს მინის კარი.სალონი შეიძლება იყოს მართკუთხა, კუთხოვანი, კვადრატული ან ასიმეტრიული.

საშხაპის უპირატესობები: ზომა. ფართო ასორტიმენტს შორის არის უამრავი პატარა საშხაპე კაბინა, რომელიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს.

დამატებითი ფუნქციები- თანამედროვე კაბინები შეიძლება აღჭურვილი იყოს: ვერტიკალურად განლაგებული ჰიდრომასაჟორით, რადიომიმღებით, ორთქლის გენერატორებით (ასევე  გაქვთ საშუალება მიიღოთ კონტრასტული შხაპიც). 

მინუსები:

  • დამონტაჟების პროცესის სირთულე;
  • მოვლა და დასუფთავების სიძნელე;
  • მცირე ზომის საშხაპეში ბანაობა არაკომფორტულია. 

 თუ  გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში საშხაპე კაბინაც და აბაზანაც ერთდროულად დაამონტაჟოთ. 

როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?

“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.

დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!

დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.

2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!

ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.

ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია

ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები

უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია