back-arrow
როგორ გახადოთ სახლი უფრო მყუდრო შემოდგომისთვის
24.09.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

როგორ გახადოთ სახლი უფრო მყუდრო შემოდგომისთვის

შემოდგომამ უკვე მტკიცედ განაცხადა თავის მოსვლის შესახებ და შემოიტანა  ცივი, სუსხიანი ამინდები. შემოდგომის დადგომასთან ერთად ყველას სახლში უფრო მეტი დროის  გატარება გვინდა. სიმყუდროვეში, კომფორტში და სითბოში  ცხელი ჩაის დალევა, საინტერესო წიგნების წაკითხვა  და ფილმების ყურება. შემოდგომა -ზამთრის სეზონისთვის არა მხოლოდ გარდერობი, არამედ სახლიც ექვემდებარება განახლებას - ის უნდა  გახდეს უფრო მყუდრო, თბილი და სტუმართმოყვარე. 

რა არის საჭირო სახლის საშემოდგომო ტრანსფორმაციისთვის:

მეტი ტექსტილი
თბილი ქსოვილების დრო შემოდგომაზე მოდის: ფუმფულა ნაქსოვი პლედები, ხალიჩები, ბალიშები და სქელი ფარდები ქმნის მყუდრო გარემოს. შემოიტანეთ ინტერიერში შემოდგომის ფერები: ყავისფერი, მდოგვის ფერი, შავი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი. 

თბილი განათება
როდესაც დღის ხანგრძლივობა იწყებს კლებას და იზრდება მოღრუბლული დღეების რაოდენობა ამ დროს  გვინდა, რომ სახლში განათება იყოს მყუდრო და თბილი.  შექმენით რბილი და თბილი შუქის მეტი წყარო - მაგიდის სანათები, ტორშერები და სურნელოვანი სანთლები.  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გარე განათება წერტილოვანი პატარა ნათურები, რომლებიც შეგიძლიათ დაკიდოთ ფანჯრებზე, დივნის უკან ან თუნდაც  საძინებელში საწოლზე.

შემოდგომის ფერები  
შემოდგომა მშვენიერი დროა  სახლში თბილი ფერების შემოსატანად, ვინაიდან შემოდგომის ფერთა პალიტრა მოიცავს თბილ, მყუდრო ფერებს. შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი ქსოვილები, აქსესუარები,  ყვავილები სახლში დამატებით სიმყუდროვეს და სითბოს შემოიტანს.  
ყავისფერი, მდოგვის ფერი, შავი, ოქროსფერი. ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ზეთისხილის ფერი, ატმისფერი, ბადრიჯნისფერი-  შემოდგომა ზუსტად ყველა ამ და კიდევ უამრავ სხვა ფერს გვთავაზობს.  
ამ ფერებში შეიძლება იყოს არა მარტო ტექსტილი არამედ სხვადასხვა დეკორატიული თუ ყოველდღიური გამოყენების ნივთები : ლარნაკი, სამზარეულოს ჭურჭელი,  სასანთლეები და სხვა უამრავი  სახლის აქსესუარი. 

შემოდგომის დეკორი
რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, ვიდრე ბუნების ულამაზესი საჩუქარი - ყვავილები.  თქვენ შეგიძლიათ  აირჩიოთ ქოთნის ულამაზესი და ფერდი ყვავილები  ან გამომშრალი ფერადი და სურნელოვანი ყვავილები.  
შემოდგომის დეკორაციად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილი, რომელსაც ეს სეზონი უხვად გჩუქნით. ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, გოგრა და სხვა უამრავი ფერადი, ლამაზი და გემრიელი ხილი- დააწყვეთ ხილის თასები სამზარეულოში და მისაღებში, თაროებზე, მაგიდაზე.

 

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება