back-arrow
3 სახეობის ფიკუსი, რომელიც თქვენ ბინას განსაკუთრებულ იერს შესძენს 
05.11.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

3 სახეობის ფიკუსი, რომელიც თქვენ ბინას განსაკუთრებულ იერს შესძენს 

ფიკუს ელასტიკა

ფიკუს ელასტიკა ანუ კაუჩუკოვანი ხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო მცენარეა. ბუნებრივ გარემოში ფიკუს ელასტიკა 30-40მ. სიმაღლეს აღწევს. მისი ბზინვარე, მუქი მწვანე ფოთლებით თქვენ სახლს საინტერესო იერს შესძენს. 

მოვლა:

- როგორც ფიკუსების უმრავლესობას მასაც უყვარს გაფანტული შუქი, ცუდად განათებულ ოთახში ზრდას შეანელებს და შეიძლება ქვედა ფოთლებიც დაყაროს , თუმცა პირდაპირი მზის სხივების ქვეშაც არ უნდა მოაქციოთ ფოთლებს დაწვავს.

- მთელი წელი კარგად იზრდება ოთახის სტანდარტულ ტემპერატურაზე 20-25 Cº .  ზამთარში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 16 Cº -ს დაბლა. არ უყვარს ორპირი.

- ზამთრის თვეებში - თვეში ერთხელ ან ორჯერ მორწყვაც ეყოფა.ზაფხულში კი შეგიძლია სველი ტილოთი დაანოტივო ფოთლები ან კვირაში ორჯერ მორწყვაც საკმარისია.  ჭარბი წყლის შემთხვევაში მისი ფოთლები იწყებს ცვენას.

ფიკუს ლირატა

ფიკუსის სამშობლო სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ახალი გვინეის და სოლომონის კუნძულების ტროპიკული ტყეებია. ბუნებაში ისინი ბუჩქებად და ხეებად იზრდება.

მოვლა:

- მცენარე მოითხოვს კარგად განათებულ ადგილს, თუმცა მასზე მზის პირდაპირი სხივები ცუდად მოქმედებს.

- ფიკუს ლირატა ზომიერად მორწყვას საჭიროებს. იმისთვის რომ გავიგოთ მცენარე მოსარწყავია თუ არა, თითით მოსინჯეთ ნიადაგი. თუ მისი ზედაპირის 3-4სმ მშრალია, მაშინ საჭიროა მორწყვა. ხოლო ზამთარში მორწყვის სიხშირე და რაოდენობა კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.

- ოპტიმალური ტემპერატურაა 18-30°C. ხოლო ზამთარში ეცადეთ ოთახში ჰაერის ტემპერატურა არ ჩამოცდეს 13-15°C.

- ლირატა ჰაერის მაღალი ტენიანობის საშუალოდ მომთხოვნი მცენარეა, მაგრამ კარგი იქნება რეგულარულად თუ დაუწმინდავთ ფოთლებს მტვრისგან.

ეს მცენარე ინტერიერის მშვენება, ის ნებისმიერ დიზაინს უხდება. მას სახლში სიმყუდროვე და დადებითი ენერგია შემოაქვს.

ბენჯამინის ფიკუსი

ბენჯამინის ფიკუსი ცნობილი, როგორც ფიკუსის ხე, ის ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება.  

ფიკუსის ეს გამორჩეული სახეობა. ლამაზი დეკორატიულფოთლიანი მცენარე. ის იზრდება ინდოეთში აღ. აზიაში, ჩრ.ავსტრალიაში და ჩინეთში. ის მარადმწვანე ხეა, უმეტესად მწვანე ფოთლებით. ბუნებაში მისი მაქსიმალური სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. 

მოვლა:

- ფიკუს ბენჟამენს უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. განათების სიმცირის დროს ის წყვეტს ზრდას და სცვივა ფოთლები. ბენჯამენს არ უყვარს ადგილის ხშირი შეცვლა. კარგია თუ ზამთარში მას ბუნებრივი განათების გვერდით დადგამთ. 

- რაც შეეხება ტემპერატურას ზაფხულში მას 25  Cº, ხოლო ზამთარში 16  Cº სჭირდება. მას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. სჭირდება თბილი მიწა. 

- ბენჯამინის ფიკუსს გრაფიკით მორწყვა არ სჭირდება, ის თავად გეტყვით, როდის უნდა წყალი, ამისთვის მთავარია აკონტროლოთ მისი მიწა- ზაფხულში ის არ უნდა იყოს მშრალი ზამთარში კი ზედმეტად სველი. 

მწვანილი, რომლის მოყვანაც ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ

პატარა ბინაშიც კი შეიძლება გქონდეთ საკუთარი მინი ბაღჩა

საძინებელი ძალიან პატარაა? 7 საიდუმლო იმისათვის, რომ ის უფრო დიდი გავხადოთ

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერი საძინებელს ბევრად უფრო დიდს გამოაჩენს ვიდრე სინამდვილეშია

წარმოგიდგენთ 6 მცენარეს, რომელიც სახლში სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ამ ბლოგში გთავაზობთ 6 მცენარეს, რომლებიც თქვენს ბინაში სიგრილეს შემოიტანს

როგორ ავირჩიოთ ბინა ახალ კორპუსში : 5 ძირითადი წესი

დეველოპერის გამოცდილება, რეპუტაცია და საიმედოობა - ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას.

5 რჩევა თქვენი სახლის გასალამაზებლად

ჩვენ შევიკრიბეთ ყველაზე აქტუალური რჩევები პროფესიონალებისგან რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ