back-arrow
საახალწლო მცენარეები, რომლებიც თქვენ სახლს სადღესასწაულო ატმოსფეროს შესძენს
15.11.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

საახალწლო მცენარეები, რომლებიც თქვენ სახლს სადღესასწაულო ატმოსფეროს შესძენს

რთული წლის შემდეგ ახალი წლის მოსვლას ყველა მოუთმენლად ველოდებით. ეს დღესასწაული ყოველთვის რაიმე ახლის და კარგის დასაწყისთან ასოცირდება. სწორედ ეს არის მისი ჯადოსნური ეფექტი.
საშობაო-საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად  ბინაში სადღესასწაულო გარემოზე ზრუნვის ეტაპიც იწყება, ამ პროცესში ოჯახის ყველა წევრია ჩართული. 
როგორც წესი შობა-ახალ წელს სადღესასწაულო და გაორმაგებული თბილი, მყუდრო გარემოთი ვხვდებით ხოლმე. 
საახალწლო დეკორაციები ალამაზებს სახლს და ქმნის სადღესასწაულო განწყობასაც, ამიტომ კარგი იქნება თუ ყველა ოთახში დეკორის მცირე ელემენტს მაინც შეიტანთ.
წელს ძალიან აქტუალურია ბუნებრივი მასალისგან დამზადებული დეკორაციები, ამიტომ გარდა სტანდარტული აქსესუარებისა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ულამაზესი მცენარეები, რომლებიც თქვენ სახლში მეტ სიცოცხლესა და სილამაზეს შემოიტანენ. 
ცოცხალი ყვავილების ნებისმიერი კომპოზიცია თქვენ სახლში მაშინვე შექმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს.

მაშ ასე, როგორ შემოვიტანოთ სადღესასწაულო განწყობა სახლში ყვავილების მეშვეობით:

შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია 
პუანსეტია რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც ძირითადად მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაშია გავრცელებული. ოთახის პირობებში ის მინიატურული ჯუჯის ფორმის იზრდება. ის ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. მისი ყვავილები ვარსკვლავებს წააგავს,სწორედ ამიტომ მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს. 
არსებობს მცენარის წითლად, ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის წვენს მავნე ბაქტერიების განადგურების უნარი აქვს. 
მოვლა: ამ მცენარეს სინათლე და მზე უყვარს. მისთვის იდეალური ტემპერატურა 16-დან 22 გრადუსამდე მერყეობს. მორწყეთ მაშინ, როდესაც ფოთლები ჩამოიწევა.

კვიპაროსი
რთულია წარმოიდგინო შობა- ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე, მაგრამ დღეს უკვე უფრო მეტი ადამიანი უპირატესობას ხელოვნურ ნაძვს ანიჭებს. რატომ უნდა მოვჭრათ ლამაზი ხე, როცა შეგვიძლია ცოცხალი ხე შევიძინოთ? ან ჩავანაცვლოთ პატარა კვიპაროსით.
გახსოვდეთ, რომ მცენარე ცოცხალი და ნაზია, ამიტომ ნუ ჩამოკიდებთ მასზე მძიმე დეკორაციებს. 
მოვლა: კვიპაროსს უყვარს სითბო და სინათლე, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივები. რაც შეეხება მორწყვას მას არ უნდა ბევრი წყალი, უბრალოდ ეცადეთ მიწა არ გამოუშრეს. 

ამარილისი
ამარილისი არის ულამაზესი ყვავილების მქონე მრავალწლიანი აფრიკული მცენარეა, რომელიც მაღალ საყვავილო ღეროზე შლის დიდი ზომის სურნელოვან ყვავილებს (6-დან 12-მდე).
არსებობს ამრალისის წითელი ვარდისფერი და თეთრი ფერის სახეობები.
საახალწლოდ უმჯობესია შეიძინოთ თოვლივით თეთრი სახეობა:Ice Queen (ყინულის დედოფალი)
მოვლა: უყვარს ზომიერი სითბო, არ უყვარს სუსხი (15-25 გრადუსი). იშვიათად საჭიროებს მორწყვას. 

დეკემბრისტი (შლუმბერგერი)

ამ ყვავილის ღერო, რომელიც შედგება ბრტყელი სეგმენტებისგან , გოფრირებული კიდეებით, ძალიან განშტოებაა.როგორც წესი, ყვავილები ყვავის საშობაოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცივა და მზეც ნაკლებად ანათებს. დეკემბრის ყვავილები ვარდისფერი, წითელი ან თეთრია. სწორედ ამ თვისების წყალობით, მცენარემ მიიღო ისეთი უჩვეულო სახელები, როგორიცაა: დეკემბრისტი, ნაძვის ხე და საშობაო კაქტუსი. 
მოვლა: სჭირდება კარგი განათება. რაც შეეხება მორწყვას, ეს უნდა იყოს ზომიერი, მაგრამ რეგულარული. კარგად მოვლის შემთხვევაში მისი ყვავილები დიდხანს ყვავის.

როგორ ცვლის ფერი სივრცის აღქმას

სივრცეში სასურველი გარემოს მისაღწევად არსებობს ელემენტები, რომლებიც ცვლის სივრცის აღქმას კედლების თავდაპირველი ზომების შეცვლის გარეშეც კი

2022 წლის მთავარი ფერი

წლის ფერების დასახელების 22-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა

ბინის ეკოლოგია და ადამიანის ჯანმრთელობა

ხელოვნური საცხოვრებელი გარემოს შექმნა

ინვესტიცია დიზაინში - ეპოქალური სავარძლები, რომლებმაც დროს გაუძლეს

ინვესტიციის გარდა მათი ინტერიერში შემოტანით თქვენ ბინას განსაკუთრებულ და გამორჩეულ იერს შესძენს.

3 სახეობის ფიკუსი, რომელიც თქვენ ბინას განსაკუთრებულ იერს შესძენს 

ფიკუს ელასტიკა ფიკუს ელასტიკა ანუ კაუჩუკოვანი ხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო მცენარეა.