სიახლეები
ინტერიერი, რომელიც შენია
ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ავეჯის და კედლების ფერის შერჩევა. სახლი ეს ჩვენი ციხესიმაგრეა ,ამიტომ მისი მოწყობა მხოლოდ იმისთვის არაა საჭირო, რომ ის ლამაზად გამოიყურებოდეს.
ინტერიერის დიზაინის თითოეულ დეტალს კედლის ფერს, დეკორის ელემენტებს, საწოლის ფორმას თუ მდებარეობას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაზღვროს მისი განწყობა, მისცეს სტიმული და აავსოს ენერგიით.
ინტერიერის დიზაინი ბევრად დიდ გავლენას ახდენს თქვენზე, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ამიტომ მისი შერჩევისას დიდი ყურადღება გმართებთ.
თითოეული სტილი ინტერიერში უნიკალურია თავისი განსაკუთრებული ელემენტებით, იმისათვის რომ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები სტილი საჭიროა კარგად შეისწავლოთ თითოეული დეტალი და ნიუანსი.
3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში :
- ინდუსტრიული
ლოფტის სტილი მორგებულია თანამედროვე, კრეატიული და თავისუფალი ადამიანებზე...
ლოფტის ტექნიკური თვალსაზრისით აღწერა: ბევრი სივრცე და არანაირი ტიხრები, ღია კომუნიკაციები, ბეტონის ჭერი და კედლები. ლოფტი ითვალისწინებს ერთიან სივრცეს, რომელშიც ზონირება ხდება ავეჯის დახმარებით, ამ ტიპის ინტერიერში გამოყოფილია მხოლოდ სააბაზანო ოთახი და იშვიათ შემთხვევაში საძინებელი.
ინდუსტრიული იგივე ლოფტის სტილი სათავეს მე-20 საუკუნის მანჰეტენიდან იღებს. ეს ის პერიოდია, როცა ხელოვანმა ადამიანებმა დახურული ფაბრიკების სახლებად გადაკეთება დაიწყეს.
ლოფტის სტილის გამორჩეული მახასიათებლები:
- სახლის მოსაპირკეთებლად ნატურალური მასალების გამოყენება;
- კედლების მოუპირკეთებლად დატოვება, ამიტომაც ლოფტის სტილს ახასიათებს აგურის ან ბეტონის კედლები;
- ბოძები ან მილები სახლში, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს დანიშნულება, ჰქონდეს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია;
- ორიგინალური სხვადასხვა სტილის სანათები;
- ორიგინალური ვინტაჟური სტილის მასიური ავეჯი;
- ძირითად ფერი ყავისფერი და ნაცრისფერი.
- ბოჰემური
ოქროსფერი მეტალის ზედაპირი, ღია ფერები, თამამი ყვავილოვანი ნიმუშები, რეტრო სამზარეულოს დეკორი თანამედროვე იმიჯით- ეს ბოჰემური სტილია.
ბოჰემური სტილის ძირითადი შტრიხები:
1. თამამი ფერების კომბინაცია – რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი–სამი ფერის შერჩევით, ინტერიერის შევსება მისაღებია უამრავი ფერის ტექსტილით, ავეჯითა თუ დეკორით.
ფერების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
- ოთახში თეთრის ადგილი არ არის;
- თამამად შეურიეთ ბევრი ფერი ერთმანეთს, არ შეგეშინდეთ იმ ფერების გამოყენებით, რომელთა შეხამებაც სტანდარტული დეკორის დროს არარეკომენდებულია;
- გამოიყენეთ როგორც თბილი, ასევე ლითონის ფერები, ყავისფერი, ოქროსფერი, ტერაკოტის ფერი - ბოჰემური ფერების ოჯახს მიეკუთვნება;
- ეცადეთ, კედლებზე გობელენი ან ხალიჩა დაკიდოთ.
2. კომფორტული გარემო – დივანი და სავარძლები, მარტივი ფორმის ავეჯი და ტექსტილი უპირველესად მფლობელის გემოვნებას უნდა ერგებოდეს და მის გემოვნებს ასახავდნენ.
ჩვეულებრივ, ბოჰემური ავეჯი ქსელურ მაღაზიებში არ მოიპოვება. ამ სტილის ოთახები, უმეტესწილად, ისტორიის მქონე მეორეული და ვინტაჟური ავეჯებითაა სავსე. ამ სტილისთვის სიმყუდროვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოთახი არა მხოლოდ შესვლის სურვილს, არამედ იქ დარჩენის სურვილსაც უნდა აღძრავდეს.
რაც უფრო ახლოს იქნებით იატაკთან, მით უფრო მიუახლოვდებით ავთენტურ ბოჰემურ სტილს, ამიტომ შეეცადეთ არჩევანი დაბალ ავეჯზე შეაჩეროთ.
3. ტექსტილის თავისუფალი არჩევანი – არ იზღუდებით ფერების, პრინტების, ქსოვილების ფაქტურებით და სხვა ნიუანსებით, შეგიძლია ყველაფერი ერთად, კომბინაციაში გამოიყენოთ.
- სკანდინავიური
სკანდინავიური დიზაინი ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია, რომელიც მინიმალიზმით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით ხასიათდება.
მისი მთავარი დანიშნულება ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა. ინტერიერის ეს სტილი ინსპირაციას ბუნებისგან იღებს და მასში ყოველთვის იგრძნობა დიზაინერული ელემენტებისა და ბუნების საუცხოო კავშირი.
ამ სტილის ინტერიერში იგრძნობა სიმსუბუქე და სადა ფერთა პალიტრა. ხშირად გამოიყენება თეთრი ფერი, რომელიც ზრდის ვიზუალურად ოთახის სივრცეს, ასევე ინტერიერს მეტ ელეგანტურობასა და სისუფთავის შეგრძნებას სძენს.
დამახასიათებელი ფერები:
- ცისფერი;
- ნაცრისფერი;
- თეთრი;
- კრემისფერი.
ჩამოთვლილი ფერები ამ სტილის საფირმო ნიშნად ითვლება, მაგრამ ზოგიერთი დიზაინერი ამ ფერებთან ერთად უფრო თბილ და კაშკაშა ფერებსაც იყენებს.
ამ სტილის ინტერიერში განათება გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. სინათლის ეფექტური განაწილებისთვის ვიტრაჟულ ფანჯრებს, სარკეებს და თეთრი ფერის კედლებს იყენებენ. ასევე, იატაკსა და კედლებზე გამოყენებული თეთრი ხე ოთახში სინათლესთან ერთად სივრცისა და სისუფთავის შეგრძნებას ბადებს (თეთრი ხის ნაცვლად, შეიძლება გამოიყენონ არყის ხე, ფიჭვი ან ნაცრისფერი ქვის ფილები).
მინიმალისტური მიდგომა ავეჯზეც ვრცელდება. ისინი მარტივი ხაზებითა და ფორმებისაა. ეს არ იწვევს ოთახის ვიზუალურად გადატვირთვას. მასალებსაც, თითქმის მთლიანად ბუნებრივს იყენებენ. ხის სკამები და ღია ფერის ხის იატაკი მინიმალისტურ თეთრ სათავსოებთან ვიზუალურ კონტრასტს შექმნის. შეგიძლიათ ვინტაჟური ნივთები და მოდერნისტული ავეჯი შეუხამოთ ერთმანეთს.
ეს სტილი მცირე დანახარჯს, ბუნებასთან სიახლოვესა და კომფორტს გპირდებათ.
შეკვეთილი - ადგილი, სადაც სხეული და სული ჰარმონიაშია
ზღვის ტალღების ხმა, მზიანი სანაპირო, ფიჭვნარში ჩაძირული კურორტი
უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის საჭირო რჩევები
თქვენი ფინანსური წარმატების მყარი საფუძველი.
დიდი სახლი - როგორ დავგეგმოთ ინტერიერი?
დიდი ზომის ბინის ინტერიერის დაგეგმვა შესაძლებლობებით სავსე და ამავდროულად გამოწვევებით აღსავსე პროცესია
რა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა - პატრონობას?
ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში
სტუდიოს ტიპის ბინა - კომპაქტური ცხოვრების ხელოვნება
თანამედროვე გარემოში, სადაც სივრცე სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული ხდება