popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
1 სექტემბრიდან სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა იწყება
06.08.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

1 სექტემბრიდან სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა იწყება

მრავალშვილიანი ან ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება, სესხის ოდენობა კი 200 000 ლარამდე იქნება.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მოსახლეობის დახმარების. მას ემატება კიდევ ახალი კომპონენტები. პირველი ქვეპროგრამა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები, რომელიც გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც 1-ლი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი და ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი საცხოვრებელი სახლი. 200 000 ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება შვილი, თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი - თუ 12%-ში აიღებენ სესხს, 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული. თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით 8% და ეს ოჯახი 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ამ თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.

მეორე კატეგორია, რომელიც ავტომატურად მოექცევა ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ, არის ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ. მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშეც. ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი, 1-ლი სექტემბრიდან შეუძლია შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართოს საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. აქაც ჩვენ 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბსიდირებთ, ანუ დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ასეთ ოჯახში ახალმოვლენილი წევრი იქნება არამხოლოდ სიხარულის, არამედ პრაქტიკული სიკეთეების მომტანიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით