back-arrow
7 რჩევა იდეალური დღის დასაწყებად
12.09.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

7 რჩევა იდეალური დღის დასაწყებად

 გაიღვიძეთ ადრე 

თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი თუ ერი დილით ადრე დგება.  5-6 საათი ეს არის მსოფლიოს გამოღვიძების  დრო, მშვიდი და წყნარი დრო, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.  

ადამიანებმა, რომლებმაც დღის დილის 5 საათზე ადგომით დაიწყება გადაწყვიტეს, ამბობენ, რომ აქამდე არ უცხოვრიათ, მათი თქმით ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ. 

დილით ადრე გაღვიძება არა მარტო მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ, არამედ ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვისაც სასარგებლოცაა.  როგორც კი მზე იწყებს ამოსვლას, სხეულში გარკვეული ბიოლოგიური პროცესები იწყება თქვენმა ორგანიზმმა იცის, რომ უკვე გაღვიძების დროა. 

თუ ადრე დაიძინებთ და დაწოლამდე 2 საათით ადრე ივახშმებთ დილით მარტივად გაგეღვიძებათ. კარგია თუ 11 საათზე მაინც დაწვებით. როცა რეჟიმში ჩადგებით თქვენ აღარ მოგინდებათ მაღვიძარაზე დროის გადაწევა  კიდევ 5 წუთით დასაძინებლად. 

გარდა ამისა, დილის მზის სხივები უფრო მეტ ენერგიას და სიხარულს შემატებს თქვენ  ცხოვრებას. ამ რეჟიმზე გადასვლა რთულია, მაგრამ დამერწმუნეთ  შედეგი ნამდვილად ღირს ამად. 

 მადლიერება 

ადრე ადგომის შემდეგ  უთხარით მადლობა  სამყაროს მშვენიერი ახალი დღისთვის, ჯანმრთელობისთვის, ყველა იმ შესაძლებლობისათვის, რომელსაც ის გაძლევთ, ყველა იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც განიჭებთ,  ეს რიტუალი დაგეხმარებათ დღის პოზიტიურად დაწყებაში. გაცემული დადებითი ენერგია უკან გაათმაგებულად დაგიბრუნდებათ.

 ერთი ჭიქა წყალი ლიმონით 

საუზმის დაწყებამდე აუცილებელია თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღვიძება, ამისთვის კი საუკეთესო საშუალება წყალია. დილის ლიმონიანი წყლით დაწყება შეგმატებთ ენერგიას  თქვენც და თქვენ ორგანიზმსაც. 

გარდა ამისა ეს სასმელი დაგეხმარებათ დაკლებაში და ორგანიზმის გაწმენდაში. ლიმონიანი წყალი ძალიან კარგია ღვიძლიდან ტოქსინებისა და შლაკებისგან გასაწმენდად.

 კონტრასტული შხაპი 

დილით კონტრასტული შხაპის მიღება ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.  ცხელი წყალი ხსნის კანის ფორებს და სისხლძარღვები იწყებს გაფართოებას. ამ დროს ორგანიზმი იწმინდება შლაკებისგან. კონტრასტული შხაპის დადებითი თვისებები: ავარჯიშებს ორგანიზმის თერმორეგულაციას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მისი დახმარებით მცირდება ვენების გაფართოების რისკი, კარგი საშუალებაა სტრესისა და დეპრესიის დასამარცხებლად, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას დაგეხმარებათ წონის კლებაში. 

 დილის ვარჯიში 

დილით ვარჯიში დაგეხმარებათ, პირველ რიგში, გამოფხიზლებაში, რადგან ვარჯიში ამაღლებს გულისცემის სიხშირესა და სხეულის ტემპერატურას.  დილით ვარჯიში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური ენერგიის გაძლიერება. მას სასწაულებრივი ეფექტი აქვს თქვენ  ფსიქიკურ მდგომარეობაზეც – დილის ვარჯიშის შემდეგ თქვენ უფრო კონცენტრირებული და პროდუქტიული ხდებით.  ასევე, უზმოზე ვარჯიშის შემდეგ 20%-ით მეტი ცხიმი იწვება, ვიდრე ნაჭამზე.  

იოგა, სირბილი, ცურვა, სიარულიც კი  დაგეხმარებათ, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება- გაჯანსაღებაში. 

 სწორი საუზმე 

სწორი საუზმე  ენერგიული დღის გარანტია,  მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების 80% დილას არასწორი  კვებით იწყებს. ზოგი ყავის გარდა არაფერს მიირთმევს, ზოგიც კი დილით ძალიან მსუყედ იკვებება, რადგან ჰგონია, რომ დილით ნოყიერად უნდა იკვებოს, სინამდვილეში კი დილით ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტს ხილი წარმოადგენს : ბანანი, კივი, ფორთოხალი, ვაშლი და ცოტაოდენი ბოსტნეული ეს ადამიანისთვის იდეალური საუზმეა. თქვენ შეგიძლიათ ხილით და ბოსტნეულით სხვადასხვა სახის სმუზი გაიკეთოთ. 

 გადახედეთ დღის გრაფიკს 

დილის გამაჯანსაღებელი და გამამხნევებელი პროცედურების შემდეგ  ძალიან მნიშვნელოვანია დღის გეგმების გადახედვა. დღის განრიგი უნდა შეადგინოთ წინა საღამოს, რადგან დილით უკვე ზუსტად იცოდეთ რა რის შემდეგ უნდა გააკეთოთ. მსგავსი გეგმა -გრაფიკის შედგენა დაგეხმარებათ დროის სწორ განაწილებაში, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.   

დროის ეფექტური მართვით საშუალებას გაძლევთ: იმუშაოთ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად, აირიდოთ სტრესული სიტუაციები,  დაიტოვოთ დრო დასვენებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. 

როგორ მოვაწყოთ  ბინის შიდა სივრცე სწორად- 3ოქროს წესი

სწორად დაპროექტებული ფართი ნიშნავს სივრცის კარგად დაგეგმარებას. ბინის ფართის ათვისება უნდა მოხდეს სრულად, მინიმალური დანაკარგებით.

ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას?

რას გთავაზობთ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

1 სექტემბრიდან სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა იწყება

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში გა

"ალფა სახლი ნუცუბიძეზე" კოვიდვაქცინირებულ მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობს

სოციალური პასუხისმგებლობა "ალფა სახლის" საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია

ინტერიერი, რომელიც შენია

ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ავეჯის და კედლების ფერის შერჩევა.