სიახლეები

როგორ მოვაწყოთ ბინის შიდა სივრცე სწორად- 3 ოქროს წესი
რეალური ზომების შეფასება
ბინის დაპროექტების დროს პირველი საფეხური ბინაში ტიხრების ამოყვანაა, ამ პროცესის სწორად წასამართად საჭიროა ფართის ხელახალი აზომვა და სხვადასხვა კრიტერიუმების: ჭერის სიმაღლის ფანჯრების რაოდენობის და განლაგების, ბუნებრივი განათებების მქონე წერტილების და ბინაში არსებული იმ კონსტრუქციული ნაწილების გათვალისწინება, რომლებსაც ვერ შეცვლით.
სწორი ზონირება
როცა გეცოდინებათ რის საშუალებას გვაძლევს ბინის ფართი უკვე საჭირო ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. პირველ რიგში, თუ ბინა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი ყველა საჭიროება ბოლომდე დააკმაყოფილოს მაშინ საჭიროა კომპრომისებზე წასვლა. მაგალითად თუ გინდათ ორი საძინებელი, მაშინ უარი უნდა თქვათ იზოლირებულ სამზარეულოზე, ან პირიქით მსგავსი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე და საჭიროებებზე.
ავეჯის სწორად შერჩევა
როცა უკვე ზუსტად იცით თითოეული ოთახის ზომა, მდებარეობა და ფუნქცია დროა დაფიქრდეთ ავეჯზე. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რომელ ოთახში რა ტიპის ავეჯს დადგამთ, რათა ტიხრების ამოყვანის შემდეგ არ შეიქმნას ოთახში ავეჯის განლაგების პრობლემა. მაგალითად თუ საძინებელში გსურთ ორსაწოლიანი ლოგინის განთავსება მისი ზომა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ლოგინი ორივე ადამიანისთვის კომფორტულად იყოს განთავსებული (ყველაფერს თავისი სტანდარტი აქვს. შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საწოლის ორივე მხარეს მინიმუმ 60-65 სანტიმეტრი უნდა დარჩეს გასავლელ ნაწილად), ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს და პრობლემებს.
როდესაც გეცოდინებათ ავეჯის განლაგება თქვენ მარტივად შეძლებთ ელექტრო გაყვანილობის სწორად დამონტაჟებას, რადგან უკვე გეცოდინებათ სად გჭირდება ჩამრთველები, დენცქვიტები, სად დაიკიდება სანათები და ა.შ
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოთ: სწორად დაპროექტებული ფართი ნიშნავს სივრცის კარგად დაგეგმარებას. ბინის ფართის ათვისება უნდა მოხდეს სრულად, მინიმალური დანაკარგებით.
ფართის სრულფასოვნად ასათვისებლად ყურადღება მიაქციეთ: ბინის ფორმას- ის შეიძლება არ აძლევდეს ადამიანს მისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ყველა კუთხის ბოლომდე ათვისების საშუალებას.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია, რასაც სტატისტიკური მონაცემები და ბაზრის ტენდენციები ადასტურებს
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მხოლოდ საკუთრების ფლობას არ ნიშნავს - თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოწესრიგებულ ეზოს, ნათელ სადარბაზოს, გამართულ ლიფტს და უსაფრთხოებას, რაც ზრდის კომფორტს და ბინის ღირებულებას.
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს