სიახლეები

ფერების გავლენა ადამიანის განწყობაზე
სახლის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას თითოეული ჩვენგანი ოცნებობს ყველა იდეის, ჩანაფიქრის რეალიზებაზე. იმისთვის. რომ ჩვენი სურვილები რეალობად იქცეს უამრავი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ.
ინტერიერის მოწყობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ფერების სწორი შეხამებაა, რადგან ფერი გავლენას ახდენს: სივრცის აღქმაზე, ოთახს სივრცეზე და ასევე მოქმედებს თქვენ განწყობაზე. ასევე ითვლება, რომ ფერებს აქვთ თავისი ენერგია, რომლითაც ისინი მოქმედებენ ადამიანზე. თქვენ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუცნობიერებლად იყენებდეთ რომელიმე ფერს, გუნება განწყობის ასამაღლებლად, დასამშვიდებლად და ა.შ. შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც, თუ როგორ მოქმედებს განსხვავებული ფერები თქვენ ხასიათზეც.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კარგად ვიცოდეთ რა დატვირთვა აქვს თითოეულ ფერს და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასიკეთოდ.
ამ აღმოჩენის შემდეგ დიზაინერები, სახლის ინტერიერის კონცეფციის შემუშავებისას ცდილობენ აირჩიონ ფერები, რომლებიც მოუხდება, როგორც დიზაინს ასევე დადებითად იმოქმედებს ადამიანის განწყობაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
2022 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში ჭარბადაა ბუნებრივი ფერები, რომელსაც ინტერიერში სითბო, სიმყუდროვე და ჰარმონია შემოაქვს.
Coloro + WGSN ასახელებს 2022 წლის ხუთ ძირითად ფერს, რომელიც შთაგონებულია ყოველდღიური ცხოვრების მარტივი სიამოვნებით.
- Butter | კარაქი (040-86-20)
- Olive Oil | ზეითუნის ზეთი (044-52-13)
- Mango Sorbet | მანგოს სორბეტი (030-67-34)
- Atlantic Blue | ატლანტიკის სილურჯე (115-35-20)
- Orchid Flower | ორქიდეის ყვავილი (150-38-31)
თქვენი საყვარელი წიგნის სუნი, ახალ სახლში მომზადებული პირველი კერძის არომატი, ახალ გაკრეჭილი ბალახი სუნი და მასზე შიშველი ფეხით გავლისას განცდილი ემოცია. ყველა ამ შეგრძნებების გახსენება სიხარულის შეგრძნებას ბადებს, ხოლო ამ მომენტებთან დაკავშირებული ფერები კი თქვენ მოგონებებს უფრო მეტად აძლიერებს. ეს ფერები აბალანსებენ სიახლის სურვილს და რაღაც ნაცნობისა და სანდოს მოთხოვნილებას.
გარდა ამისა, აქტუალური რჩება: ყავისფერის, მიწისფერისა და ბრინჯაოს ფერის ტონალობები, ნაცრისფერი, კრემისფერი, ცისა და წყლის, ფოთლის ფერები და რა თქმა უნდა, თეთრის ყველა ტონალობა.
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მხოლოდ საკუთრების ფლობას არ ნიშნავს - თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოწესრიგებულ ეზოს, ნათელ სადარბაზოს, გამართულ ლიფტს და უსაფრთხოებას, რაც ზრდის კომფორტს და ბინის ღირებულებას.
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა