სიახლეები

3 სახეობის ფიკუსი, რომელიც თქვენ ბინას განსაკუთრებულ იერს შესძენს
ფიკუს ელასტიკა
ფიკუს ელასტიკა ანუ კაუჩუკოვანი ხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო მცენარეა. ბუნებრივ გარემოში ფიკუს ელასტიკა 30-40მ. სიმაღლეს აღწევს. მისი ბზინვარე, მუქი მწვანე ფოთლებით თქვენ სახლს საინტერესო იერს შესძენს.
მოვლა:
- როგორც ფიკუსების უმრავლესობას მასაც უყვარს გაფანტული შუქი, ცუდად განათებულ ოთახში ზრდას შეანელებს და შეიძლება ქვედა ფოთლებიც დაყაროს , თუმცა პირდაპირი მზის სხივების ქვეშაც არ უნდა მოაქციოთ ფოთლებს დაწვავს.
- მთელი წელი კარგად იზრდება ოთახის სტანდარტულ ტემპერატურაზე 20-25 Cº . ზამთარში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 16 Cº -ს დაბლა. არ უყვარს ორპირი.
- ზამთრის თვეებში - თვეში ერთხელ ან ორჯერ მორწყვაც ეყოფა.ზაფხულში კი შეგიძლია სველი ტილოთი დაანოტივო ფოთლები ან კვირაში ორჯერ მორწყვაც საკმარისია. ჭარბი წყლის შემთხვევაში მისი ფოთლები იწყებს ცვენას.
ფიკუს ლირატა
ფიკუსის სამშობლო სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ახალი გვინეის და სოლომონის კუნძულების ტროპიკული ტყეებია. ბუნებაში ისინი ბუჩქებად და ხეებად იზრდება.
მოვლა:
- მცენარე მოითხოვს კარგად განათებულ ადგილს, თუმცა მასზე მზის პირდაპირი სხივები ცუდად მოქმედებს.
- ფიკუს ლირატა ზომიერად მორწყვას საჭიროებს. იმისთვის რომ გავიგოთ მცენარე მოსარწყავია თუ არა, თითით მოსინჯეთ ნიადაგი. თუ მისი ზედაპირის 3-4სმ მშრალია, მაშინ საჭიროა მორწყვა. ხოლო ზამთარში მორწყვის სიხშირე და რაოდენობა კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.
- ოპტიმალური ტემპერატურაა 18-30°C. ხოლო ზამთარში ეცადეთ ოთახში ჰაერის ტემპერატურა არ ჩამოცდეს 13-15°C.
- ლირატა ჰაერის მაღალი ტენიანობის საშუალოდ მომთხოვნი მცენარეა, მაგრამ კარგი იქნება რეგულარულად თუ დაუწმინდავთ ფოთლებს მტვრისგან.
ეს მცენარე ინტერიერის მშვენება, ის ნებისმიერ დიზაინს უხდება. მას სახლში სიმყუდროვე და დადებითი ენერგია შემოაქვს.
ბენჯამინის ფიკუსი
ბენჯამინის ფიკუსი ცნობილი, როგორც ფიკუსის ხე, ის ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება.
ფიკუსის ეს გამორჩეული სახეობა. ლამაზი დეკორატიულფოთლიანი მცენარე. ის იზრდება ინდოეთში აღ. აზიაში, ჩრ.ავსტრალიაში და ჩინეთში. ის მარადმწვანე ხეა, უმეტესად მწვანე ფოთლებით. ბუნებაში მისი მაქსიმალური სიმაღლე 25 მეტრს აღწევს.
მოვლა:
- ფიკუს ბენჟამენს უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. განათების სიმცირის დროს ის წყვეტს ზრდას და სცვივა ფოთლები. ბენჯამენს არ უყვარს ადგილის ხშირი შეცვლა. კარგია თუ ზამთარში მას ბუნებრივი განათების გვერდით დადგამთ.
- რაც შეეხება ტემპერატურას ზაფხულში მას 25 Cº, ხოლო ზამთარში 16 Cº სჭირდება. მას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. სჭირდება თბილი მიწა.
- ბენჯამინის ფიკუსს გრაფიკით მორწყვა არ სჭირდება, ის თავად გეტყვით, როდის უნდა წყალი, ამისთვის მთავარია აკონტროლოთ მისი მიწა- ზაფხულში ის არ უნდა იყოს მშრალი ზამთარში კი ზედმეტად სველი.
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მხოლოდ საკუთრების ფლობას არ ნიშნავს - თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოწესრიგებულ ეზოს, ნათელ სადარბაზოს, გამართულ ლიფტს და უსაფრთხოებას, რაც ზრდის კომფორტს და ბინის ღირებულებას.
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა