popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ინვესტიცია დიზაინში - ეპოქალური სავარძლები, რომლებმაც დროს გაუძლეს
20.11.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

ინვესტიცია დიზაინში - ეპოქალური სავარძლები, რომლებმაც დროს გაუძლეს

დიზაინის სამყაროში დიდი ხანია რაც ჩამოყალიბდა "ელიტარული" კლუბი, რომელშიც შედის  არა მხოლოდ ფუნქციონალური და ლამაზი ავეჯი, არამედ  ეპოქალური და უკვე კლასიკად ქცეული  ნივთები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალურები არიან. 
თუ თქვენ ინტერიერში ინვესტირებას გეგმავთ, მაშინ  ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ავეჯი იდეალური არჩევანი იქნება. ინვესტიციის გარდა  მათი ინტერიერში შემოტანით თქვენ ბინას განსაკუთრებულ და  გამორჩეულ იერს  შესძენს. 
მაშ ასე გთავაზობთ ეპოქალურ სავარძელებს, რომლებიც ყველა ეპოქაში აქტუალურია:

1. სკამი WASSILY, დიზაინი: მარსელ ბროუერი- 1925 წ

სკამი ვასილი (ფრანგ. Chaise Wassily), აგრეთვე ცნობილი როგორც Model B3 სკამი 1925-26 წლებში შეიქმნა მარსელ ბრუერის დიზაინით. 
სკამი რევოლუციური იყო მასალის გამოყენების (დაგრეხილი ლითონის მილები და ტილო) და წარმოების მეთოდების მხრივ. გადმოცემით ამ სკამის შექმნის შთაგონება ბრუერის ველოსიპედის "ადლერი" სახელური გახდა.
სკამი ვასილი, ისევე როგორც მოდერნისტული მიმდინარეობის მრავალი სხვა დიზაინი 1960-იანებიდან მას პროდუქციაში გავიდა და როგორც დიზაინის კლასიკა, დღესაც ხელმისაწვდომია. დიზაინზე უფლებას ფლობს კომპანია კნოლი ნიუ-იორკში, თუმცა რეპროდუქციების დამზადების უფლება გაცემულია მრავალ კომპანიაზე მსოფლიოში.

2. სავარძელი LC3, დიზაინი: ლე კორბუზიე, პიერ ჟანერი, შარლოტა პერიანი - 1928  წ

LC3 სავარძელი გახდა ავეჯის რევოლუციის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობენ: ლე კორბუზიე, პიერ ჟანერი და შარლოტა პერიანი. 
იგი ცნობილია, როგორც მოდერნისტული კლუბის სავარძელი. ის პირველად წარადგინეს Salon d’Automne- ის გამოფენაზე 1929 წელს, სადაც მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. 
სავარძელი ასევე ცნობილია როგორც Le Grand Confort- მისი მაღალი კომფორტულობის ხაზგასასმელად. 1965 წლის ის იტალიურმა კომპანია Cassina-მ მასიურ წარმოებაში ჩაუშვა.
დღეს უკვე ხელმისაწვდომია სავარძლის როგორც კლასიკური, ასევე ფერადი ვერსიებიც.

3. სავარძელი Barcelona,  დიზაინი: ლუდვიგ მის ვან დერ როე - 1929 წ 

ლუდვიგ მის ვან დერ როე მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიან არქიტექტორად ითვლება. სწორედ მისმა პროექტებმა და ზოგადმა ხედვამ განსაზღვრა ის, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე ქალაქები დღეს. 
„ნაკლები არის მეტი“ მიერ ჩამოყალიბებული პრინციპი დიდი ხნის განმავლობაში იპყრობდა ყველა არქიტექტორის გონებას.
1929 წელს  ლუდვიგ მის ვან დერ როემ დააპროექტა გერმანული პავილიონი ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის - ფოლადის, ონიქსის, ტრავერტინისა და მინის  ნამდვილი შედევრი.
არქიტექტორმა იცოდა, რომ ესპანეთის მეფე ალფონსო XII და მისი მეუღლე მოინახულებდნენ მის პავილიონს, ამიტომ მან შეიმუშავა მოდერნისტული ტახტების ვერსია - სწორედ ასე გაჩნდა  Barcelona-ს  სკამები, რომელთა მასიური წარმოება მოგვიანებით ამერიკულმა კომპანია Knoll-მა დაიწყო.

4. სკამი B.K.F. დიზაინი: ანტონიო ბონეტი, ხუან კურჩანი, ხორხე ფერარი ჰარდოი 1938 წ

ეს სკამი, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია, სხვადასხვა ადგილას და წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელს ატარებს.
პირველი სახელია B.K.F.- ავტორების გვარების პირველი ასოებია.
სკამის ერთ-ერთი ვერსია ძალიან ჰგავდა პეპელას, ამიტომ სკამს ამ სახელითაც ბევრი იცნობს. 
ეს სკამი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მონადირეებსა და ლაშქრობის მოყვარულებში. მასიურ წარმოებაში ის 1940 წელს ჩაეშვა. 

5. ბრილიანტის სკამი, დიზაინი: ჰარი ბერტოია 1952 წ

ჰარი ბერტოიას დიზაინით შექმნილი ბრილიანტის სკამი 1952 წელს შეიქმნა, ის მოქანდაკის მრავალწლიანი მხატვრული პრაქტიკის შედეგია. მისთვის მთავარი იყო შეექმნა მსუბუქი, ლამაზი და პრაქტიკული დიზაინი.

 

6. სავარძელი Lounge Chair , დიზაინი: ჩარლზ და რეი ეიმსი. 1956 წ

ჩარლზ და რეი ეიმსის Lounge Chair ამშვენებს ოფისებსა და საცხოვრებელ ოთახებს, ვილებს და პატარა აპარტამენტებს. ეიმსები ცდილობდნენ შეექმნათ ახალი ტიპის ინგლისური კლუბის სავარძელი. მათ უნდოდათ გამძლე და ელეგანტური სავარძლის შექმნა, რომელიც წლებს გაუძლებდა. 

7. სავარძელი Egg, დიზაინი: არნე იაკობსენი, 1958 წ

Egg სკამი  შეიქმნა SAS Royal Hotel- ისთვის კოპენჰაგენში,   არნე იაკობსენის მიერ 1958 წელს.ეს სავარძელი სასტუმროს ფოიეში მსხდომთ კონფიდენციალურობის და სიმყუდროვის შეგრძნებას უქმნიდა. სავარძლის ასეთი მოხდენილი ფორმა ნამდვილ აღმოჩენად იქცა. 

8.  სავარძელი Ball , დიზაინი: ეერო აარნიო, 1963 წ

ამ სკამის მნიშვნელობა დიზაინის სამყაროში ძნელად შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ამ ფორმის ავეჯი აქამდე არასოდეს შექმნილა. ფინელი ინტერიერის დიზაინერის, ეერო აარნიოს ცნობილი სკამი –  Ball Chair  1966 წელს  პირველად გამოჩნდა კოლონის ავეჯის გამოფენაზე.  ის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელიც ბოჭკოვანი მინით (Fiberglass) არის შესრულებული.

9. სავარძელი Paulistano, დიზაინი: პაულუ მენდეს და როშა 1957 წ  

ბრაზილიელი არქიტექტორის მიერ სტადიონისთვის და სპორტული კლუბისთვის სან პაულოში (ბრაზილია) 1957 წელს დაპროექტებული სკამი.  სავარძელი ძირითადად კლუბის საჯარო სივრცეებისთვის იყო განკუთვნილი. სკამის ფორმა შთაგონებულია ბრაზილიის ადგილობრივ კულტურებში გამოყენებული ჰამაკით.  სავარძელი Paulistano თავისი მარტივი და კომფორტული დიზაინის გამო მალევე გახდა პოპულარული.

10. სავარძელი Platner, დიზაინი: უორენ პლატნერი 1966 წ 

ამერიკელი არქიტექტორი ცნობილი გახდა ფოლადის ღეროებისგან დამზადებული სკულპტურული ავეჯის კოლექციით.  ამ კოლექციიდან Platner-ის სავარძელი მოდერნისტული დიზაინის ნამდვილ ხატად იქცა.
პლატნერმა სავარძელში განასახიერა ყველა მისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი: მოხერხებულობა, ვიზუალური სიმსუბუქე და დეკორატიულობა. 

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით