სიახლეები
2022 წლის მთავარი ფერი
Very Peri (PANTONE 17-3938)— ასე ჰქვია ახალ ფერს, რომელიც Pantone Color- მა 2022 წლის მთავარ ფერად დაასახელა.
დინამიური ცისფერი, სიცოცხლის მომცემი იისფერ-წითელი ტონით, აერთიანებს ლურჯი ფერის ერთგულებასა და მუდმივობას, წითელი ფერის ენერგიასა და აღფრთოვანებას, რაც ერთად ქმნის სიახლის შთამაგონებელ კომბინაციას.
წლის ფერების დასახელების 22-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ უკვე არსებული ფერის არჩევის მაგივრად ახალი ფერი შექმნა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ 2021 წელი ტრანსფორმაციის წელიწადად იქცა: პანდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, ადამიანების უმეტესობამ გადახედა ყოველდღიურ ცხოვრებას და დაიწყო ურთიერთობის, ბიზნესის წარმართვისა და კომუნიკაციის ახალი გზების ძიება.

მათი თქმით, ეს ფერი მომავლის, ცვლილებების, მხიარულების, უზრუნველობისა და კრეატიული სულის სიმბოლოა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა ახალი ფერი, რადგან სამყაროს შესახებ ახალი წარმოდგენა გვაქვს. ეს ლურჯის ტონალობებიდან ყველაზე ბედნიერი და თბილი ფერია", — განაცხადა Pantone Color- ის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.
კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის კომერციული ფართი თბილისში? გაეცანით ლოკაციის, ფართობისა და შემოსავლიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს
60 000 კვ.მ მწვანე სივრცე - როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში?
როგორ აუმჯობესებს მწვანე გარემო ყოველდღიურ ცხოვრებას და რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმვისას?
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.