popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის
25.03.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის

თითოეულ ადამიანს კომფორტულ  ცხოვრებაზე საკუთარი წარმოდგენები გააჩნია. ზოგისთვის კომფორტულია ხუთ ოთახიანი მაღალჭერიანი ბინა ქალაქის ცენტრში, ზოგი კი კომფორტს 50 მ2-ში ქალაქის გარეუბანშიც პოულობს. 
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დაფიქრებულხართ თუ არა, რა ჯდება დღეს დიდი ბინის რემონტი და შემდგომში მისი შენახვა ან ძველ აშენებულ კორპუსში გაფუჭებული კანალიზაციის შეკეთება, გამოცვლა? 

ამ ბლოგში ვისაუბრებთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • როგორ ბინებს სთავაზობენ სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს დეველოპერები;
  • რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო ერთი ადამიანისთვის;
  • როგორ ავირჩიოთ საცხოვრებელი ფართის ზომა კონკრეტული ოჯახისთვის.

დეველოპერების შეთავაზებები: ზომები და განლაგება

თუ პირველად გიწევთ ბინის მშენებარე კორპუსში შეძენა, მაშინ თქვენთვის ცოტა რთული იქნება იდეალური, სწორი ფართობის ბინის შერჩევა. ნაქირავები ან მშობლების სახლი გაძლევთ ძალიან მცირე წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გჭირდებათ პირადად თქვენ, რადგან ორივე ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ გიწევთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. 

მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას ყველაფერი ინდივიდუალური ხდება. როგორც ბევრ სხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაითვალისწინოთ უკვე არსებული მოსაზრებები, რომელიც გარკვეულ მონაცემებს ეყრდნობა. მაგალითად, მარტოხელა ადამიანს 30-მ2 ჰყოფნის. წყვილს, რომელსაც შვილი არ ჰყავთ 45-50-მ2 ბინაც ეყოფა. დიდ ოჯახებს სადაც წყვილს 2-3 შვილი ჰყავს 2-3 ოთახიანი ბინა დასჭირდება.

არჩევანის გაკეთებისას მთავარია ყოველთვის იხელმძღვანელოთ ცივი გათვლებით და არ აირჩიოთ ის ვარიანტები, რომლებიც თქვენგან ძალიან შორსაა. 

მაგალითად  თუ ხართ ახალგაზრდა და აპირებთ მარტო ცხოვრებას, მაშინ არ გჭირდებათ 3- ოთახიანი ბინა. ერთ ოთახიანი ბინის შეძენის შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ რემონტის და სამომავლოდ კომუნალურების თანხასაც.  

ბინის შერჩევისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ შინ გატარებული დროის რაოდენობაც. 65 მ2-ის ბინის შეძენას არც ისე მიზანშეწონილია ადამიანისთვის, რომელიც სახლში უბრალოდ ღამის გასათევად მოდის. მსგავსი ფართობის ბინა აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ სახლში და ზრდიან 1-2 შვილს.

რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო ერთი ადამიანისთვის?

სტატისტიკურად ოჯახის 1 წევრზე საერთო ფართი მინიმუმ 13,56 მ2 უნდა გამოიყოს. ასევე თუ  ოჯახს ჰყავს 2 სხვადასხვა სქესის ბავშვი, მაშინ მათ ცალკე ოთახი. უნდა ჰქონდეთ. ამ უკანასკნელის ფართობი კი დაახლოებით 15 მ2 უნდა იყოს. ამავდროულად, ერთსქესიანი ბავშვებისთვის შესაძლებელია საერთო ოთახის გამოყენება, მხოლოდ მისი ზომა უნდა იყოს მინიმუმ 20 მ2.
საცხოვრებლის არჩევისას, თქვენ შეგიძლიათ მარტივად იხელმძღვანელოთ ამ მაჩვენებლებით.

კონკრეტული ციფრები: ბინის ოპტიმალური ზომა თქვენი ოჯახისთვის

4 ადამიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს 2 ერთი სქესის ბავშვი, საჭიროა მინიმუმ 85 მ2 ფართობის 3 ოთახიანი ბინა.

საიდან მოდის ეს რიცხვები?

  • 20 მ2 უნდა დაეთმოს მშობლების ოთახს, რომელშიც უნდა განთავსდეს ორადგილიანი საწოლი, ტუმბოები, კარადა და თუ საჭიროა სამუშაო მაგიდაც;
  • 20- 30 მ2  ბავშვებს დასჭირდებათ თითქმის იგივე ზომის ოთახი, რადგან ამ ოთახში უნდა განთავსდეს ორი ერთადგილიანი საწოლი, სამეცადინო და სათამაშო სივრცე;
  • სხვადასხვა სქესის ბავშვების შემთხვევაში კიდევ 10-15 მ2 იქნება საჭირო. მართლაც, ამ შემთხვევაში, თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი, რომლის ფართობია დაახლოებით 15 მ2;
  • 5-7 მ2 დაეთმობა სააბაზანოსა და საპირფარეშოს, როდესაც ოჯახში ბევრი ადამიანია კარგი იქნება თუ ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი იქნება;
  • სამზარეულოს დასჭირდება მინიმუმ 8-10 მ2. ხოლო თუ სამზარეულოს ტერიტორია შერწყმულია მისაღები ოთახთან, მაშინ დაახლოებით 25-30 მ2. 

ახალგაზრდა ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს

ახალგაზრდა ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს, მუდმივად მუშაობს და ცოტა დროს ატარებს სახლში, საკმარისი იქნება 30-45 მ2 საცხოვრებელი ფართი. ეს სივრცე საკმარისია იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და სივრცის ნაკლებობა არ განიცადოთ.
ამ ზომის ბინები გასაქირავებლადაც ძალიან კომფორტულია, რადგან მათზე მოთხოვნა ყოველთვის ყველა უბანში მაღალია. 

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?

ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით