სიახლეები

როგორ მოვაწყოთ აივანი?
კარგი ამინდების დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აივანსა თუ ტერესაზე ვატარებთ, ამიტომ უმჯობესია თუ რემონტის დროს ამ ფართის დაგეგმვასა და სიმყუდროვის შექმნაზე მეტ ენერგიასა და დროს დახარჯავთ. აქ შეგიძლიათ აბსოლუტური თავისუფლება მიანიჭოთ ფანტაზიას და რეალობად აქციოთ თქვენი ყველაზე ნათელი იდეაც კი.
მაშ ასე, როგორ დავიწყოთ?
თავდაპირველად გაზომეთ აივნის ფართი (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე) და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი, თუ როგორ მოაწყობთ მას.
გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები: ხე, ბამბუკი, დაწნული ავეჯი და ბევრი მცენარეები. რადგან შუა ქალაქში თქვენ აივანზე პატარა ბაღი მოიწყოთ. ის გახდება პატარა კუნძულია შიდა და გარე სამყაროს შორის, რომელიც დაგეხმარებათ სულიერ განტვირთვასა და დასვენებაში.
განათება აივნის მოწყობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია როგორც ვიზუალურად გაზარდოს აივნის ფართი, ასევე შესძინოს მას მეტი სიმყუდროვე და კომფორტი.
აივანზე უნდა განათავსეთ მყუდრო და კომფორტული ავეჯი. ყურადღება მიაქციეთ მასალას, რადგან როგორც წესი, აივნის ავეჯი უფრო მალე იცვითება, ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე ავეჯის შერჩევა. ავეჯის გაბარიტები დამოკიდებულია თქვენი აივნის ზომაზე.
რაც შეეხება ტექსტილი და დეკორს - სასურველია გამოიყენოთ სხვადასხვა ტექსტილი: გობელენი, მოწნული ნივთები, ბალიშები და პლედები (უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ წყალგამძლე ტექსტილს). ფუმფულა და ლამაზი ტექსტილი თქვენ აივანს დამატებით სიმყუდროვეს შესძენს.
გამწვანება - თუ ფართი საშუალებას გაძლევთ თქვენ შეგიძლიათ აივანზე ერთგვარი მინი-ბოსტანი მოაწყოთ. მწვანილები ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება და თანაც, ახალი მწვანილი ყოველთვის ხელთ გექნებათ.
თუ ბაღჩის გაშენებას არ გეგმავთ მაშინ აივანზე მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად გამოიყენეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის მცენარეები, რომლებიც შეგიძლიათ დაკიდოთ ჭერზე ან მოაჯირზე ან უბრალოდ დადგათ ქოთნებით. მცენარეების შერჩევისას გაითვალისწინეთ მზის ფაქტორი (დღეში რამდენი საათია მზე თქვენს აივანზე).
როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?
“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია