სიახლეები

რემონტის ნაცვლად: 5 მიზეზი სახლში ავეჯის გადასაადგილებლად
გსურთ ბინის განახლება, მაგრამ ამისთვის არც დრო და არც საჭირო სხვა სახსრები არ გაქვთ? მაშინ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თქვენი სახლის ინტერიერი სრულიად შეიცვლება.
ავეჯის გადაადგილება- ამაში იგულისხმება არა მარტო საწოლის ან მაგიდის ერთი კედლიდან მეორესთან გადადგმა, არამედ ბინის სივრცის ახლებურად დანახვა.
სივრცის ახლებურად აღქმა კი დაგეხმარებათ ზედმეტი, არასაჭირო ნივთების თავიდან მოშორებაში და ინტერიერის რადიკალურად განახლებაში. ამ მეთოდით თქვენ დაზოგავთ ფულსაც, დროსაც და ენერგიასაც.
ამ მეთოდის უპირატესობები:
ფულის ეკონომია
თუ გსურთ ცვლილებები და რემონტი, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა რაიმე კომპონენტის ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას სჯობს აირჩიოთ ინტერიერის განახლების უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გზა.
ავეჯის გადაადგილება არ მოითხოვს თქვენგან ფინანსებს და ეფექტსაც დაუყონებლივ იძლევა.
საქმის დაწყებამდე გაითვალისწინეთ: ბინისა და გადასაადგილებელი ავეჯის მოცულობა და ელექტრო გაყვანილობის წერტილები. კარგი იქნება თუ პროცესის დაწყებამდე ყველაფერს წინასწარ წარმოიდგენთ.
სივრცის სწრაფი ტრანსფორმაცია
ავეჯის გადაადგილების კიდევ ერთი პლუსი გეგმის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობაა. ბინის ინტერიერის ცვლილებისთვის თქვენ რამდენიმე საათი ან მაქსიმუმ ერთი დღე დაგჭირდეთ.
ახალი ავეჯის დამატების შესაძლებლობა
თუ თქვენი ოჯახის მოთხოვნილებები შეიცვალა (ოჯახში ვიღაცამ დაიწყო მუშაობა დისტანციურად, შეგემატათ ძაღლი ან გეყოლათ ბავშვი), ნუ ჩქარობთ რემონტის დაწყებას. შესაძლოა, დამატებითი ფუნქციური არეალის გამოსაყოფად შეიძლება მხოლოდ ავეჯის გადაადგილებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.
მაგალითად, ბავშვის საწოლი შეიძლება დაიდგას მშობლების საძინებელში მაკიაჟის მაგიდაზე უარის თქმის ხარჯზე და სხვა.
ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლების შესაძლებლობა
თუ გაქვთ განცდა, რომ სახლში ძალიან ბევრი ავეჯი და სხვა ნივთია და ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ იყენებთ ავეჯის გადაადგილების პროცესში უფრო მარტივად მიხვდებით რომელი მათგანისგან უნდა განთავისუფლდეთ. ეს ეხება როგორც დეკორს, ასევე ავეჯსაც.
ზონირების გადახედვის აუცილებლობა
რემონტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახლი გადატვირთულია ახალი ნივთებით, რომლებიც ყველაზე ხშირად განლაგებულია პრინციპით "სადაც თავისუფალი ადგილი იყო". შედეგად გაქვთ უცნაურად ზონირებული ინტერიერი, სადაც ყველაფერი მოწყობილია არა პრაქტიკულობის, არამედ როგორც მოხდა პრინციპით.
სახლში ცხოვრება უფრო კომფორტული რომ გახადოთ, დაფიქრდით ავეჯის განლაგების ახალ გეგმაზე და შეისწავლეთ ოთახის თავისებურებები.
როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?
“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია