დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
როგორ ავირჩიოთ ბინა ახალ კორპუსში: 5 ძირითადი წესი
20.06.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორ ავირჩიოთ ბინა ახალ კორპუსში: 5 ძირითადი წესი

როდესაც ადამიანები ახალ კორპუსში ბინას ირჩევენ, ბევრი ფაქტორი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ. მოდით ვისაუბროთ 5 მთავარ საკითხზე, რომელსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება. 

  • შეამოწმეთ დეველოპერის სანდოობა 
    დეველოპერის გამოცდილება, რეპუტაცია და საიმედოობა - ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას.  
    შეისწავლეთ დეველოპერები, შეაგროვეთ ინფორმაცია მათ შესახებ. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობის შესახებ, უკვე დასრულებულ პროექტებზე, თვითონ კომპანიაზე და მის პარტნიორებზე (ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის ვებ გვერდზე). 
    შეამოწმეთ წესრიგშია თუ არა სამშენებლო დოკუმენტაცია. ქართული კანონმდებლობის თანახმად, დეველოპერებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მიწის ნაკვეთის, საპროექტო დოკუმენტაციისა და მშენებლობის ნებართვის უფლებები (ამ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ მშენებლობის საკადასტრო კოდით tas.ge- ზე). 

მყუდრო

შეაფასეთ სახლის ადგილმდებარეობა
ბინების თვალიერების მათი მდებარეობის მიხედვით გამოთვალეთ დრო, რომელიც სხვადასხვა ყოველდღიურ საქმეებზე (სამსახური, სწავლა და სხვა) სიარულისას დაგეხარჯებათ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ გექნებათ ორი ვარიანტი: პირველი- აირჩიოთ ბინა სამსახურთან ან უნივერსიტეტთან ახლოს ან ოპტიმალური მდებარეობის შერჩევა, რომელიც ახლოს იქნება თქვენთვის საჭირო ინფრასტრუქტურასთან.

მაგალითად: საბავშვო ბაღები, სკოლები და კლინიკები, მაღაზიები, საფოსტო ოფისები, აფთიაქები და ბანკები.

ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა მწვანე ზონა, განსაკუთრებით ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის და ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. კარგია, თუ სახლთან ახლოს იქნება არის პარკი ან ტყე ადგილი სადაც შეგიძლიათ ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ისეირნოთ ოჯახთან ერთად.
შეაფასეთ ტერიტორიის განვითარების პერსპექტივები, როგორ შეიძლება გაიზარდოს ბინის ფასი მომავალში, რა ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება დაიწყოს თქვენ სახლთან ახლოს. 

ნათელი

აირჩიეთ განლაგება და სართული
ბინის ფართობზე და ოთახების განლაგებაზე გავლენას ახდენს: ფინანსები, ოჯახის საჭიროებები და ყველაზე ბოლოს ადამიანის გემოვნება. 
დეველოპერული კომპანიების უმრავლესობა დღეს გთავაზობთ ყველა ზომის ფართს, რომელშიც შიდა ტიხრებს თავად აპროექტებთ, ამიტომ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაძლევთ თქვენთვის იდეალური სახლის მოსაწყობად. 
ყურადღება მიაქციეთ ჭერის სიმაღლეს. ბინებში, სადაც ჭერი მაღალია ბინა „სუნთქავს“ და მასში მეტი სივრცეა. ასევე ნახეთ, სად არის ფანჯრები და იქნება თუ არა ბინაში ბევრი ბუნებრივი შუქი. მზიანი ფანჯრები, რომლებიც გადაჰყურებს კეთილმოწყობილ პარკს ბინას დამატებით ღირებულებას სძენს.
შეხედეთ გეგმას, რამდენი ბინა იქნება თქვენ სართულზე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ცოტა ბინაა, მით უფრო მეტი სიმშვიდეა. 
ასევე თუ ყიდულობთ ბინას ქუჩასთან ახლოს აირჩიეთ უფრო მაღალი სართული. ამით თავიდან აიცილებთ გამონაბოლქვსა და ხმაურს. 
ხოლო თუ ოჯახში ხანდაზმული ადამიანები არიან ან ბინას მშობლებისთვის ყიდულობთ, მაშინ შეარჩიეთ ბინა რომელიც იქნება პირველ ან მეორე სართულზე.

ინტერიერი

გაიგეთ ფასი და გადახდის პირობები
ფასი ალბათ ყველაზე დიდი თავის ტკივილია მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას გადაწყვეტს. არ იჩქარო. აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. გაიარეთ კონსულტაცია ოჯახთან და რაც მთავარია, ყურადღებით შეისწავლეთ შეთავაზებები ბაზარზე. 
როცა მშენებლობა ახალი დაწყებულია დეველოპერული კომპანიები მომხმარებლებს პროექტის დასრულებამდე უპროცენტო შიდა განვადებას სთავაზობენ. ეს კარგი ვარიანტია მათთვის ვინც არ ჩქარობს ახალ ბინაში გადასვლას.
დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ახლოვდება კორპუსის ექსპლუატაციაში ჩაშვების და გასაღებების გაცემის ვადა,  მით უფრო ძვირდება ბინის საფასური.
ბინის იპოთეკით შეძენის შემთხვევაში გაეცანით სამშენებლო კომპანიების პარტნიორი ბანკების შეთავაზებებს. 
ბინის ფასი ძირითადად განისაზღვრება ადგილმდებარეობის, მშენებლობის ხარისხისა და მშენებლობის დასრულების ვადის მიხედვით. 

კომპაქტური

ნახე სახლი საკუთარი თვალით
როდესაც საქმე ბინის შეძენას ეხება კარგია თუ მშენებლობას ადგილზე ნახავთ. ეს დაგეხმარებათ: უბნის გაცნობაში, მშენებლობის ხარისხის შემოწმებასა და არჩევანის სისწორეში დარწმუნებაში. 
თუ საცხოვრებელ გარემოს იცვლით მაშინ სცადეთ ისეთი სიტუაციის სიმულაცია წარმოიდგინეთ თითქოს უკვე ცხოვრობთ აქ. გადადით უახლოეს მაღაზიაში, ავტობუსის ან მეტროს გაჩერებამდე, დაათვალიერეთ ეზო, სათამაშო მოედნები, პარკები, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილები - იგრძენით თავი ადგილობრივად.
თუ თქვენ არ იმყოფებით ქვეყანაში და ბინას საზღვარგარეთიდან ყიდულობთ მაშინ ადგილმდებარეობა შეგიძლიათ Google Maps-ის გამოყენებით დაათვალიეროთ. ასევე შეგიძლიათ შეეხმიანოთ თქვენ ნაცნობებს ან ნათესავებს, რომლებიც ამავე უბანში ცხოვრობენ და ჰკითხოთ აზრი. 

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა