სიახლეები

მწვანილი, რომლის მოყვანაც ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ
პატარა ბინაშიც კი შეიძლება გქონდეთ საკუთარი მინი ბაღჩა.
თუ თქვენ დაიღალეთ მწვანილების მაღაზიაში ყიდვით, თან გემოზეც დიდად არ მოგწონთ ნაყიდი მწვანილი, რომელიც გამოყენებამდე ჭკნება, მაშინ ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ მოიყვანოთ თქვენთვის საყვარელი მწვანილეული ქალაქში სახლის პირობებში.
ისინი საკმაოდ მარტივი მოსავლელია დამწყებთათვის და არ იკავებს დიდ ადგილს. მათი მოყვანა ფანჯრის რაფაზეც კი შეგიძლიათ.
თქვენ უნდა შეარჩიოთ ნათელი და მზიანი ადგილი მწვანილისთვის, რადგან მცენარეების უმეტესობის მსგავსად, მასაც ურჩევნია იყოს ღია ცის ქვეშ ზომიერ ამინდში. მწვანილების უმრავლესობას უყვარს მზის შუქი ამიტომ ისინი უნდა დადგათ ისეთ ადგილას სადაც მზე 6- საათი მაინც ანათებს.
საუკეთესო ადგილი მწვანილის გასათავსებლად არის ღია სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი მწვანილს სამზარეულოში ინახავს, მათთვის სახლში აგრეთვე გამოდგება ნებისმიერი ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია მზის სხივების უხვი რაოდენობით დღის დიდ მონაკვეთში.
ყველა მწვანილს განსხვავებული რაოდენობის წყალი სჭირდება (როზმარინი, ლავანდა და ბეგქონდარა უფრო მშრალ პირობებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე პიტნა, ხახვი, ქინძი და რეჰანი), მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება სათანადო დრენაჟი, რათა ფესვები არ გაფუჭდეს.
მაშ ასე, ხუთი გემრიელი მწვანილი, რომელთა მოყვანა სახლში შეგიძლიათ:
თუ გსურთ დაამატოთ ახალი არომატი თქვენ პიცას ან პასტას, მოიყვანეთ რეჰანი (ბაზილიკი). ამ მცენარეს ურჩევნია ბევრი წყალი, მზე და სითბო, ამიტომ მოათავსეთ მცენარე მზიან ფანჯარასთან და მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი იყოს;
ოხრახუში საკმაოდ უპრეტენზიო მწვანილია, მაგრამ მიუხედავად ამისა მას უყვარს მზეზე ყოფნა. ის ჩრდილშიც გაიზრდება მაგრამ შედარებით ნელა. რაც შეეხება მორწყვას შეუნარჩუნეთ მას ნესტიანი ნიადაგი;
ვის არ უყვარს სალათები, კერძები ახალი მწვანე ხახვით? მწვანე ხახვის სახლის პირობებში მოსაყვანად თქვენ დაგჭირდებათ ყველაზე მზიანი ადგილი, რადგან ამ მწვანილს მზე ძალიან უყვარს;
ვინაიდან ორეგანოს სამშობლო ხმელთაშუა ზღვაა, გასაკვირი არ არის, რომ ამ მცენარეს სხვა მწვანილთან შედარებით ნაკლები წყალი სჭირდება, ამიტომ მორწყვამდე აცადეთ მიწას გაშრობა;
სურნელოვან ბეგქონდარას უყვარს მზეზე ნებივრობა, მაგრამ ფანჯარა აღმოსავლეთით ან დასავლეთითაც გაიხარებს. ამ მწვანილის ჯიშების უმეტესობა გვალვისადმი მდგრადია, ამიტომ მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგი გამოუშრება.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა
ზღვისპირა კურორტებზე ბინის შეძენის უპირატესობები - ევროპული გამოცდილება და შავი ზღვისპირა პერსპექტივა
ბოლო დროს შეკვეთილი სულ უფრო სწრაფად ვითარდება
სამეზობლოს პრობლემები ახალაშენებულ კორპუსებში - რა უნდა ვიცოდეთ?
მეზობლებთან ურთიერთობა და საერთო სივრცეების მართვა უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ყოველდღიურობა
რატომ ღირს აივანში ინვესტირება და რა როლს ასრულებს ის თანამედროვე ბინაში
ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ აივანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპონენტია საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას