popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
გსურთ შეიძინოთ ბინა და არ იცით საიდან დაიწყოთ?
16.10.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

გსურთ შეიძინოთ ბინა და არ იცით საიდან დაიწყოთ?

განსაზღვრეთ ბიუჯეტი, ვადები, თქვენი მოლოდინები მომავალ ბინასთან დაკავშირებით — და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შესაფერისი ვარიანტის ძიება.

დავიწყოთ თავიდან:

1. განსაზღვრეთ ბიუჯეტი

მნიშვნელოვანია იცოდეთ რა თანხის დახარჯვა გსურთ და შეგიძლიათ ბინის შესაძენად და  ამის შემდეგ დაიწყოთ ბინების დათვალიერება თქვენს ქალაქში.

თუ თანხა მცირეა, მაშინ უნდა ფოკუსირდეთ, მშენებარე ან მეორად ბაზარზე არსებულ პატარა ბინებზე. დაბალი ბიუჯეტის დროს თქვენ არ გაქვთ დიდი არჩევანი ფართის, მდებარეობის ან/და სართულის შესარჩევად, რადგან ბიუჯეტური შეთავაზებები არც ისე ბევრია და თუ არის სწრაფადვე იყიდება. 

მისაღები

2. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, აიღეთ იპოთეკა

თუ თქვენი საკუთარი სახსრები არ არის საკმარისი, მაგრამ გაქვთ სტაბილური შემოსავალი და გინდათ საკუთარი კუთხის - ბინის შეძენა, აიღეთ იპოთეკა.

იპოთეკის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის არის, რომ ბანკი ამოწმებს ბინის კანონიერ სისუფთავეს. თუ სამშენებლო კომპანია რამეს მალავს ბანკი აუცილებლად აღმოაჩენს ამ ფაქტს. 

ყველაზე მცირე წინასწარი გადასახადი, რასაც შეგიძლიათ ელოდოთ არის ბინის ღირებულების 10% - 30% მერყეობს. იპოთეკის აღებამდე გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ რაც უფრო დაბალია წინასწარი გადასახადი და რაც უფრო მოკლეა იპოთეკის ვადა, მით მეტის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად.

სამზარეულო

3. თუ მზად ხართ ლოდინისთვის - აირჩიე მშენებარე კორპუსი

როგორც წესი მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა უფრო იაფიც არის და ხელსაყრელიც. უმეტეს კომპანიებში მოქმედებს შიდა განვადება და თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი მშენებლობის დასრულებამდე. ასევე გარდა დაბალი ფასისა თქვენ თავად გეგმავთ ბინის შიდა ტიხრებს და რემონტსაც თქვენი შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ახალი სახლი თანამედროვე კომუნიკაციებით, ლიფტებითა და განლაგებით. 

​რაც მშენებარე კორპუსში ბინი შეძენისას უნდა იცოდეთ არის ის, რომ რემონტი ნულიდან  მთლიანი ბინის დაახლოებით ერთი მეხუთედი დაგიჯდებათ. 

საძინებელი

4. თუ მალევე გინდათ ახალ ბინაში გადასვლა - აირჩიეთ მეორადი ბინები

მეორადი ბინების მთავარი პლუსი არის ის, რომ სახლი უკვე მზად არის საცხოვრებლად. თქვენ მკაფიოდ ხედავთ რას ყიდულობთ, იცნობთ მეზობლებს და უბანს. 

რაც შეეხება მინუსებს - პირველ რიგში, ეს არის გაცვეთილი კომუნიკაციები ძველ შენობებში. მაგრამ მთავარი იურიდიული ისტორიაა, რომელსაც თქვენ სპეციალისტის გარეშე ვერ შემოწმებით, ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით უძრავი ქონების სფეროში გამოცდილების მქონე იურისტს ან უძრავი ქონების სააგენტოს.

აბაზანა

5. შეისწავლეთ შეთავაზებები და აირჩიეთ სანდო კომპანია 

იმისათვის, რომ იცოდეთ ფასები და შეთავაზებები, შეისწავლეთ საცხოვრებლის გაყიდვის განცხადებები თქვენთვის საინტერესო უბნებში. მიაქციეთ ყურადღება, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებიც სამსახურში წასვლისას ან უბანში გხვდებათ. 

ასევე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ უძრავი ქონების სააგენტოს ან დეველოპერს. ამ შემთხვევაში აირჩიეთ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიები. წაიკითხეთ ხელშეკრულება და დასვით კითხვები ნებისმიერ საკითხზე.

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით