სიახლეები
როგორი უნდა იყოს იდეალური ბინა?
დღეს ადამიანებისთვის კომფორტი ჯანმრთელ გარემოსთან ასოცირდება ამიტომ ისინი ცდილობენ თავიანთი ინტერიერი უფრო ეკომეგობრულ, ჯანსაღ სივრცედ გადააქციონ.
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენს ბინას უფრო ეკომეგობრულ სივრცედ აქცევს.
- მცენარეები
ეკომეგობრული ინტერიერის შესაქმნელად ინტერიერში მცენარეების სიმრავლე აუცილებელი კომპონენტია.
- ბუნებრივი ნათება
დაკიდეთ გამჭირვალე ფარდები და გაანათეთ სახლი მზის ბუნებრივი შუქით.
- ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი
დადგით ხის ავეჯი. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტექსტილი, მათ საუკეთესო ტექსტურა აქვთ. შეარჩიეთ შალის, მატყლის ხალიჩები და აბრეშუმის გადასაფარებლები და სხვა.
*ასევე ეკომეგობრული გარემოსთვის უმჯობესი იქნება პარკეტის ან ქვის იატაკის დაგება.

გარდა ეკომეგობრული გარემოსა იდეალური ბინისთვის აუცილებელია წესრიგი, რადგან სახლში არეულობა ჩვენს გონებას ტვირთავს და დასვენების საშუალებას არ აძლევს.
ერთია, სახლის დალაგება, მაგრამ მეორე, მისი ისეთ წესრიგში მოყვანა, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს.
გამოიყენეთ ცოტა, მაგრამ ძვირფასი დეკორატიული ნივთები. დატოვეთ, მხოლოდ ის ნივთები, რომელიც ნამდვილად გიყვართ და მოგწონთ, ეს არ გამოიწვევს ინტერიერის გადატვირთვას.

სახლში განსაკუთრებული გარემოს შექმნაში ასევე დაგეხმარებათ არომატები. ყვავილები, სურნელოვანი სანთლები და სახლის სპეციალური სუნამო, რომელიც შეგიძლიათ წელიწადის დროის მიხედვითაც ცვალოთ. ეს შექმნის მშვიდ, წყნარ გარემოს და დადებითად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ბინის ატმოსფერო განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში, როგორ დაიწყებთ დილას და როგორ დაისვენებთ საღამოს.

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.
როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა