დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ჩემი პირველი ბინა, როგორ გავაკეთო სწორი არჩევანი ?
20.12.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ჩემი პირველი ბინა, როგორ გავაკეთო სწორი არჩევანი ?

ადამიანის ცხოვრებაში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტია. რაოდენ ამაღელვებელიც არ უნდა იყოს ეს მომენტი ამ დროს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ შეიძლება. რამდენადაც სასიამოვნოა ახალ ბინაში პირველად შესვლა და იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, იმდენადვე რთულია ბინის სწორად შერჩევა და ყიდვა. აუცილებლად ყურადღებით აწონ-დაწონეთ თითოეული შერჩეული ბინის დადებითი და უარყოფითი მხარე, განიხილეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი, რათა თქვენთვის შესაფერისი ბინის შერჩევა უფრო მარტივად შეძლოთ.

ამ ბლოგში ვეცდებით დაგეხმაროთ ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება სწორად მიღებაში და გეტყვით რა ასპექტები უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პირველი ბინის სწორად შერჩევაში. 

მდებარეობა 

მდებარეობა უნდა განვიხილოთ რამდენიმე მიმართულებით, ყველაზე მთავარი კი არის ჯერ საცხოვრებელი კომპლექსის, შემდეგ კი ბინის მდებარეობა.

როცა საცხოვრებელ უბანს ირჩევთ, უნდა შეეცადო, რომ ის მაქსიმალურად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე, იყოს ახლოს აფთიაქთან, ბანკთან, პროდუქტის მაღაზიებთან და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, უნდა იზრუნო იმაზე, რომ გაჩერება ახლოს იყოს სახლთან. 

ასევე უნდა დაფიქრდეთ კორპუსის რომელი მხარე გირჩევნიათ - კორპუსის შუა ნაწილი თუ კუთხეები. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ სინამდვილეში ბინის მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს- კორპუსის შუაში მდებარე ბინები უფრო თბილია, კუთხეში მდებარე ბინები კი უფრო მეტი საზაფხულო სივრცის არსებობის საშუალებას გვაძლევს. ასევე უნდა დაფიქრდეთ, გზის მხარეს გირჩევნიათ ბინის ყიდვა თუ გზისგან მოშორებით, რადგან თუ ბავშვები გყავთ და ბინას საცხოვრებელი კომპლექსის შიდა მხარეს შეიძენთ, სადაც საბავშვო მოედანი მდებარეობს, შეძლებთ მუდმივად თვალყური ადევნოთ მათ.

მისაღები

სამშენებლო კომპანია

როცა ბინას კომპანიისგან ყიდულობ, აუცილებლად გაიგეთ ყველაფერი მათ შესახებ, დააზუსტე კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მოინახულე ის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულებულია. შეამოწმე მათი საიტი და სოციალური ქსელები. კარგია თუ ბინას უკვე აშენებულ პროექტებში შეარჩევთ, გაესაუბრეთ იქ მაცხოვრებლებს რადგან ყველაზე კარგ ინფორმაციას კი მათი რეალური მომხმარებლებისგან მიიღებ. 

ასევე შეაფასე არამხოლოდ კორპუსის იერსახე, არამედ – სადარბაზოებისა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი. 

სამზარეულო

ბინის ფართი

ბინის ფართის შერჩევისას აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენს საჭიროებებზე, შესაძლოა საერთოდ არ გჭირდებოდეთ რამდენიმე საძინებელი, ან დიდი სამზარეულო და სააბაზანო. ზუსტი ფართის შერჩევისთვის  გაითვალისწინე ოჯახის წევრების შესაძლო რაოდენობა ახალ ბინაში გადასვლიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრე მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და ფართის მოცულობები. 

ასევე დაფიქრდით როგორი ცხოვრების წესი გაქვთ, რას აკეთებთ სახლში დღის მანძილზე და შემდეგ მოაწყვეთ თქვენზე მორგებული სივრცეები.

გარდა ამისა, თუკი ტიხრების გაკეთებას თავად გეგმავ, გაითვალისწინე, რამდენი ღიობი, ანუ ფანჯარა ექნება შენს მომავალ ბინას – გახსოვდეს, რომ რამდენი ფანჯარაცაა ბინაში, იმდენი ოთახი გექნება.

საძინებელი

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა