სიახლეები

სად და როდის უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება საინვესტიციოდ ?
კაპიტალის უძრავ ქონებაში დაბანდება ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ინვესტიციაა. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საკუთარი მომავალი, თუ გონივრულ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
უკანასკნელი 6-11 თვის განმავლობაში, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს და მის შედეგებს ემთხვევა, თბილისსა და ბათუმში მკვეთრად შეიცვალა საბინაო ბაზარი, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, ფაქტობრივად გაორმაგდა. საბინაო ბაზარი, განსაკუთრებით გაქირავების მიმართულებით, მოუმზადებელი შეხვდა გაზრდილ მოთხოვნას, რამაც გასაქირავებელი ბინების დეფიციტი გამოიწვია.
ამ გლობალური და სხვა მიკრო ფაქტორებიდან გამომდინარე გაიზარდა ინტერესი უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო პროდუქტისადმი. მაგრამ, ამ დროს რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა ჩანდეს ამა თუ იმ პროექტის სამომავლო პერსპექტივები შენაძენის გაკეთებამდე უნდა მოხდეს უძრავი ქონების ჩვენი სამომავლო გეგმების შესაბამისად შერჩევა.
- რა მიზნით ვყიდულობთ უძრავ ქონებას?
- როგორი ბინა მოგვიტანს მეტ მოგებას?
- როდის სჯობს მისი შეძენა?
მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება ზოგადად გრძელვადიან ინვესტიციად მიიჩნევა, არსებობს ხანმოკლე ინვესტიციის ფორმებიც, რაც ბინის გადაყიდვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შევიძინოთ როგორც მშენებარე ბინა და მშენებლობის დასრულებისთანავე სარფიანად გადავყიდოთ, ასევე შესაძლებელია შევიძინოთ ბინა უკვე დასრულებულ, საბჭოთა პერიოდში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, გავარემონტოთ და მცირე ხნის შემდეგ უფრო ძვირად გავყიდოთ.
როდესაც გადავწყვეტთ რა ტიპის ინვესტიცია გვჭირდება - გვინდა გადაყიდვა თუ გვინდა გაქირავება მაშინ უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენთვის შესაფერისი ბინის ძიება.
პირველ შემთხვევაში, როდესაც ვეძებთ ბინას გადასაყიდად. ამ დროს შეგვიძლია ან შევიძინოთ ბინა ძველ კორპუსში ან მშენებარეში გავარემონტოთ და მერე გადავყიდოთ.
მეორე ვარიანტი არის ბინის შეძენა მშენებარე კორპუსში მშენებლობის პირველივე ეტაპზე (მაშინ როდესაც ბინის ფასი შედარებით დაბალია) და შემდეგ მშენებლობის დასრულებისას მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვა.
თუ ბინას გასაქირავებლად ყიდულობთ, საცხოვრებელი კომპლექსი ადგილმდებარეობის მიხედვით შეარჩიეთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ადვილად მეტროს სადგურთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და საჭირო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ბინები ქირავდება, მით უმეტეს, თუ თქვენი მომავალი არენდატორი სტუდენტები, ან ახლად შექმნილ ოჯახები იქნებიან.
თუ ბინა ტურისტებისთვის ან უბრალოდ უცხოელებზე მისაქირავებლად გინდათ, მაშინ ფართი ცენტრის სიახლოვეს, ადვილად მისადგომ უბანში მოძებნეთ.
ასევე გაქირავების შემთხვევაში - შეარჩიეთ შედარებით პატარა საცხოვრებელი. სტატისტიკურად ყველაზე უკეთ ერთ, ან ორსაძინებლიანი და სტუდიოს ტიპის ბინები ქირავდება. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ გაქირავებისას ბინას პერიოდულად რემონტი და განახლება დასჭირდება, მცირე ზომის ბინის მოწესრიგება და მოვლა კი უფრო მარტივი იქნება.
რა გავითვალისწინოთ ძველ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას
საბჭოთა ეპოქაში აშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას მოგება შეგიძლიათ ნახოთ მისი გარემონტებით და რემონტის დასრულებისთანავე უფრო ძვირად გადაყიდვით. მეორე მხრივ, მშენებარე კორპუსში ბინა ბევრად ნაკლები ეღირება, ვიდრე 60-70-იანი წლების კორპუსში. მაგრამ ყველა სახლს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც უკვე კონკრეტული ბინის შერჩევის დროს უნდა გაარკვიოთ.
ძველი აშენებული საბჭოთა პერიოდის, ან უფრო ძველი შენობების მთავარი უპირატესობა, არჩევანის შესაძლებლობაა. ბინის შეძენა შესაძლებელია ისეთ ტერიტორიაზეც კი, სადაც ახალი მშენებლობები საერთოდ არ არის და არც ადგილია სხვა სახლების ასაშენებლად. მაგალითად, თბილისის ისტორიულ ნაწილში, მთაწმინდაზე, სოლოლაკში და სხვა ახლომახლო უბნებში.
ამრიგად, ინვესტიციის განხორციელება მომგებიანი იქნება, როგორც მშენებარე კორპუსებში ასევე, ძველი აშენებული სახლის ყიდვის შემთხვევაშიც. არჩევანი უნდა გააკეთოთ, უშუალოდ საინვესტიციო ქონების პარამეტრების და თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.
რა უპირატესობები აქვს დუპლექსის ტიპის ბინას
დუპლექსი არის საცხოვრებელი უძრავი ქონების თანამედროვე და კომფორტული ფორმატი, რომელიც იდეალურია მათთვის
საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
ასეთ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად თავს ბავშვებიანი ოჯახები გრძნობენ
ინტერიერის დიზაინი- უფრო მეტი ვიდრე ლამაზი გარემო
სახლის ინტერიერის დიზაინი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული სივრცეების შექმნის ხელოვნებაა
უძრავი ქონებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება
ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, რასაც ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები განაპირობებს
ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას
კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირ არის კავშირში საქმის ხარისხიან და დროულად შესრულებასთან