სიახლეები

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი საოფისე ფართი?
საოფისე ფართების ყიდვა-გაქირავება ძალიან მომგებიანი ბიზნესად მიიჩნევა, რაც ბაზარზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ცვლის მის ღირებულებას. დღეს თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია ცდილობს შექმნას მეტი კომერციული სივრცე, მშენებლობის დასრულებისას კი საჭიროების მიხედვით გამოიყენოს, რადგან ეს ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა.
დღეს როგორც ცენტრალურ ასევე, გარეუბნებში შეხვდებით საოფისე ფართებს, რომელიც აქტიურად იყიდება და ქირავდება. თითეულ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს, ოფისების უმეტესობა გარეუბნებშია განთავსებული, თუმცა არსებობს მსხვილი კომპანიები, რომლებიც საოფისე ფართს ცენტრალურ ქუჩაზე, დიდი ფასადებითა და ვიტრაჟებით დამშვენებულ შენობებში ყიდულობენ. თუ თქვენც გსურთ კომერციული ფართის ქირაობა და სასურველი ვარიანტს ჯერ კიდევ ეძებთ, ამას გარკვეული მიზეზები აქვს, ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ ძირითად დეტალებზე რომელიც ფართის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
განსაზღვრეთ თქვენი საქმიანობა
საოფისე საქმიანობის დასაწყებად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრული გქონდეთ თქვენი საქმიანობის სპეციფიკა. Რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ სივრცე, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე და შექმნის კომფორტულ გარემოს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ბიზნეს შეხვედრებისთვის.
შეარჩიეთ სამიზნე ჯგუფი
კარგი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრავთ ის სამიზნე ჯგუფს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოფისის საჭიროება. თუ თქვენი ბიზნესი ან საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, აუცილებლად გასათვალისწინებელია საოფისე სივრცის მდებარეობა, რომელიც უნდა იყოს ადვილად მისაგნებ ადგილზე, სასურველი ცენტრალურ უბნებში, სადაც დაინტერესებული პირი ავტომობილითა და ტრანსპორტის დახმარებით მარტივად შეძლებს მოსვლას, ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი ფასადი, რომელიც აუცილებლად ქუჩის მხარეს უნდა იყოს მაგალითად საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართული. თუ ოფისი მხოლოდ თანამშრომლებისთვის გჭირდებათ, სადაც ისინი ერთად იმუშავებენ და ძირითადად დისტანციურ მომსახურებას გულისხმობს მაშინ არჩევანში სრულად თავისუფალი ხართ და საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება.
განსაზღვრეთ ბიუჯეტი
საოფისე სივრცის შერჩევისას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე მთავარ გავლენას სივრცის ღირებულება ახდენს, რომელიც განისაზღვრება სამი ძირითადი კომპონენტით:
- მდებარეობა;
- ფართის კვადრატულობა;
- კარკასის ტიპი.
ქირაობისა ოფისის შერჩევა დაკვირვებით უნდა მოხდეს, რათა ნაქირავებ ფართში გქონდეთ ყველა ის დეტალი, რაც გჭირდებათ:
- საკონფერენციო ოთახი - ნათელი სივრცე დიდი ფანჯრებით, რათა ხალხმრავლობის შემთხვევაში მარტივად იყოს შესაძლებელი მისი განიავება;
- კაბინეტი - უმჯობესია თუ სივრცეში მინიმუმ 3 კაბინეტი მაინც იქნება;
- საერთო სამუშაო სივრცე;
- სამზარეულო;
- სველი წერტილი.
ავეჯის განლაგება
საოფისე ფართის დაქირავებამდე კარგად უნდა გქონდეთ დაგეგმილი ავეჯის განლაგება და შერჩეული სასურველი ინტერიერის სტილი. თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება ისეთი ვიზუალი შექმნათ, რაც თქვენი საქმიანობის სფეროს თავისებურ იდენტობას შესძენს.
რა უპირატესობები აქვს დუპლექსის ტიპის ბინას
დუპლექსი არის საცხოვრებელი უძრავი ქონების თანამედროვე და კომფორტული ფორმატი, რომელიც იდეალურია მათთვის
საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
ასეთ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად თავს ბავშვებიანი ოჯახები გრძნობენ
ინტერიერის დიზაინი- უფრო მეტი ვიდრე ლამაზი გარემო
სახლის ინტერიერის დიზაინი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული სივრცეების შექმნის ხელოვნებაა
უძრავი ქონებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება
ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, რასაც ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები განაპირობებს
ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას
კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირ არის კავშირში საქმის ხარისხიან და დროულად შესრულებასთან