popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
შენი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი
01.09.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

შენი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი

სახლი ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტს განსაზღვრავს, ამიტომ მისი შეძენა საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტია. სანამ საცხოვრებლის შეძენას საბოლოოდ გადავწყვეტთ აუცილებლად ყურადღებით უნდა განიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, დაადგინოთ უამრავი დეტალი და კრიტერიუმი, რათა იდეალური ბინის შერჩევა უფრო მარტივად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეძლოთ. 

დღეს ბევრ რჩევას მოისმენთ იმის შესახებ თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება ბინის შეძენისას, მაგრამ რა ხდება მას მერე რაც უბანიც და სამშენებლო კომპანიაც უკვე შეარჩიე როგორ უნდა გაიგო ზუსტად რამდენი კვადრატული მეტრი გესაჭიროებათ. 

იმის განსაზღვრა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ბინა გჭირდებათ, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის თქვენი ცხოვრების წესზე, ოჯახის ზომაზე, ბიუჯეტზე და პირად პრეფერენციებზე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ სივრცის სწორი რაოდენობა.

მისაღები

შეაფასეთ თქვენი ცხოვრების წესი და საჭიროებები:

გაითვალისწინეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, ჰობი და აქტივობები. გჭირდებათ სახლის ოფისი, ცალკე ოთახი თქვენი შვილებისთვის ან ადგილი სავარჯიშო აღჭურვილობისთვის? იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. ელოდებით თქვენი ოჯახის ზრდას.

ჩამოთვალეთ ყველა ოთახი და ადგილი, რომელიც გსურთ თქვენს ბინაში, როგორიცაა საძინებლები, სველი წერტილები, სამზარეულო, მისაღები ოთახი, სასადილო ფართი, სახლის ოფისი, სათავსო და ა.შ.

მიანიჭეთ კვადრატული მეტრი თითოეულ ოთახს თქვენი საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით. მაგალითად, მთავარ საძინებელს შეიძლება მეტი სივრცე დასჭირდეს, ვიდრე ბავშვებისას.

საძინებელი

განვიხილოთ ავეჯი:

იფიქრეთ ავეჯის ზომასა და ტიპზე, რომლის გამოყენებასაც აპირებთ თითოეულ ოთახში. ასევე გაითვალისწინეთ დაშორება მათ შორის და თქვენი სამოძრაო ადგილი. დარწმუნდით, რომ ოთახებსა და ავეჯს შორის კომფორტული გადაადგილებისთვის საკმარისი სივრცე გაქვსთ.

თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს მომავალ საჭიროებებში, განიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები. ეწვიეთ მშენებლობებს დაათვალიერეთ სხვადასხვა კვადრატულობის მქონე ბინები და შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი. 

განსხვავებული ბინების დათვალიერება დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ჯდება თქვენი მოთხოვნები რეალურ სამყაროში. გაიარეთ კონსულტაცია უძრავი ქონების მრჩეველთან  და დიზაინერთან. 

საბოლოო ჯამში, თქვენი ბინის კვადრატული მეტრის სწორი რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებსა და პრეფერენციებზე.

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?

შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.

რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?

ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.

რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?

აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.

ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს

გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.

როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა