სიახლეები
რა უნდა იცოდეთ უძრავი ქონების შეძენისას ?
უძრავი ქონება დღეს ინვესტირების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის ყიდვისას თქვენ ერთჯერადად იხდით ქონების ღირებულებას და შემდეგ თუ მისი გაყიდვა არ გადაწყვიტეთ მთელი ცხოვრება იღებთ მისგან სარგებელს. ამიტომ მისი ყიდვისას აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები გაითვალისწინოთ ძირითადი ეტაპები. ამ ბლოგში ვისაუბრებთ და განვიხილავთ იმ ძირითად დეტალებს, რაზეც უძრავი ქონების შეძენისას უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
მაშ ასე, დავიწყოთ:
ფინანსური შესაძლებლობები
უძრავი ქონების შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ გონივრულად უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები. არ გაგიგრძელდეთ რემონტი, არ აღმონჩდეთ ფინანსურ ჩიხში და არ მოგიწიოთ მისი დაკარგვა.
საცხოვრებელი უბანი
უბნის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თქვენ უნდა აირჩიოთ გარემო რომელშიც მუდამ მოგიწევთ ყოფნა, ცხოვრება და დიდი დროის გატარება, ამიტომ ყურადღება მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:
- ღირებულება;
- სიმშვიდე და უსაფრთხოება;
- ინფრასტრუქტურა;
- მანძილი ქალაქის ცენტრამდე;
- მანძილი სამსახურამდე;
- გადაადგილების სიმარტივე;
- მწვანე სივრცე;
- ეკოლოგია.
სწორად შეარჩიეთ კომპანია და მისი სანდოობის ხარისხი
უძრავი ქონების შეძენისას აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ და დაზუსტოდ კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალური ვებგვერდიდან შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თქვენ ასევე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დასრულებული პროექტების შესახებ, რათა საკუთარი დასკვნები გამოიტანოთ კომპანიის საიმედოობისა და მის მიერ აშენებული კორპუსების ხარისხზე.
შეარჩიეთ ბინის ფართი
ბინის ფართის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა და განსაზღვრეთ მათთვის ოთახების მოცულობა, არ დაგავიწყდეთ რომ გაითვალისწინოთ სამომავლო პერსპექტივაც და ისე შეარჩიოთ ფართი. დააზუსტეთ რა კონდიციით გბარდებათ ბინა და რას მოიცავს ის, რათა გქონდეთ ინფორმაცია თქვენ მოგიწევთ თუ არა შიდა ტიხრების გაკეთება, დაქსელვა და აბონირება. გარდა ამისა, გაარკვიე, არის თუ არა გათვალისწინებული წინასწარ პროექტით კონდიციონერის აგრეგატისა და გათბობის ქვაბის ადგილი კორპუსში – თუ ეს ასეა, სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება.
ხედი – შეიძლება შეიცვალოს ?
აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაცია ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივის შესახებ მომავალში. გაარკვიეთ, არის თუ არა გაყიდული უკვე კორპუსის წინ არსებული ტერიტორია, აპირებს თუ არა სხვა დეველოპერი სამომავლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას და რისი აშენება იგეგმება ტერიტორიის სიახლოვეს.
პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია
მომხმარებლების უნდა ქონდეს ინფორმაცია, რამდენად სანდო და უსაფრთხო იქნება კორპუსი, შესაბამისად სჭირდება პროექტის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია. აუცილებელია კომპანიის და პროექტის დოკუმენტაციის გაცნობა, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:
- მშენებლობის ნებართვა;
- საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიწის ნაკვეთის შესახებ;
- გენერალური გეგმა;
- გეგმები;
- სიმაღლის განმსაზღვრელი სქემა;
- ფასადი;
- გამწვანების პროექტი.
საცხოვრებელი გარემო
ყურადღება მიაქციე გარემოს და არამხოლოდ უბანს. დარწმუნდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა: გაჩერება, მეტრო, აფთიაქი, მაღაზიები, სკვერები, საბავშვო ბაღი თუ სკოლა თქვენთან ახლოსაა. გაარკვიეთ აქვს თუა არა საცხოვრებელ კორპუსს ავტოსადგომისთვის სივრცე და შეძლებთ თუ არა მის შეძენას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი უბანი გარეუბნად მიიჩნევა, არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ქალაქი მუდმივად ფართოვდება და გაითვალისწინეთ სამომავლოდ უბნის განვითარების პერსპექტივა და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
როდის სრულდება მშენებლობა ?
ეს ის კითხვაა რომელიც პირველ ეტაპზე უნდა გაარკვიოთ და დარწმუნდეთ, რომ პროექტი დათქმულ ვადებში ჩაგბარდებათ. მშენებლობის ვადის დაზუსტებით თქვენ შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ თანხები, რემონტის დრო, ბიუჯეტი და წინასწარ დაგეგმოთ ყოველი ნაბიჯი. ასევე გაარკვიეთ რამდენად შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა განვადებით და იპოთეკური სესხით, რამდენად მისაღებია კვადრატულის ღირებულება.
სწორი ინვესტიცია
თუ საცხოვრებლი ბინის კვადრატული მეტრის ღირებულება ზედმეტად დაბალია ეს უკვე ეჭვის საფუძველს იწვევს, რადგან კომპანიას, რომლებსაც ნაღდი ფული სასწრაფოდ სჭირდებათ, ბინებს ძალიან იაფად ყიდის. დარწმუნდით რომ ფასი რეალურად ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია. ყველაზე მეტად ფასში იმატებს გამოცდილი კომპანიის მიერ აშენებული ხარისხიანი უძრავი ქონება, რომლის მშენებლობის ხარისხიც მაღალია, არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და უზრუნველყოფილია სრული საუბნო ინფრასტრუქტურით.
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე
დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება
შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...
ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია
რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად
საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას