*7171
back-arrow
რატომ უნდა შევიძინოთ ბინა მშენებლობის საწყის ეტაპზე?
02.06.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რატომ უნდა შევიძინოთ ბინა მშენებლობის საწყის ეტაპზე?

სახლის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. დაინტერესებული პირი სხვადასხვა ფაქტორებს ითვალისწინებს, რომელთანაგაც გადამწყვეტი ხშირ შემთხვევაში ფასი ან უბანია. უძრავი ქონების ღირებულება რეგულირდება მისი ფართის, პრესტიჟული და კომფორტული მდებარეობის, უბნის, ხედების, სართულების, ხარისხისა თუ სხვა მახასიათებლების შესაბამისად.  

ბინის შეძენისას ჩვენთვის მომგებიანი დრო უნდა შევარჩიოთ, რადგან უმეტესად კვადრატულის ფასი მშენებლობის პროცესშივე იცვლება. როგორც წესი, ბინას დასაწყისში უფრო დაბალი ფასი აქვს ხოლმე, ვიდრე დასრულებისას. ფასების ცვლილება ხდება ფუნდამენტის მომზადებიდან მშენებლობის დასრულებამდე და სართულების ამოყვანის პროცესშიც. მართალია ყველა ეტაპზე ყიდვას ახლავს თან უპირატესობები, თუმცა თანხის დაზოგვის მიზნით, საუკეთესო დრო ბინის შესაძენად მშენებლობის დასაწყისია.

რატომ უნდა შევიძინოთ ბინა მშენებლობის საწყის ეტაპზე?

კორპუსის მშენებლობის საწყის ეტაპზე, როდესაც ფუნდამეტს ეყრება საფუძველი, ბინას დაბალი ფასები აქვს. ფასები დროსთან მიმართებით ამავე პროპორციით იზრდება. სწორედ ეს ზრდადობა გვიჩვენებს, რომ მშენებლობის დასაწყისში ბინის შეძენა თითქმის ნახევარ ფასად არის შესაძლებელი.

დროთა განმავლობაში, მშენებლობის ეტაპების ცვლილებასთან ერთად ფასი იმატებს და თქვენ გაცილებით უფრო დიდ მოგებაში ხართ.

მაგალითად, კორპუსის ბინების ჯამური რაოდენობის გაყიდვების ან/და მშენებლობის პროცესის 20%-ის დასრულების შემდეგ ფასი იმატებს 7%-ით.

50%-ის გაყიდვა/აშენებისას 10%-ით, ხოლო 80% -ის გაყიდვა/აშენებისას 15%-ით.

თქვენ საშუალება გაქვთ, თვალი ადევნოთ მშენებლობის პროცესს, ასევე შეგიძლიათ, მოითხოვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია სამშენებლო-სარემონტო მასალებთან დაკავშირებით, რაც გეხმარებათ კომპანიისა და მშენებლობის სანდოობის დარწმუნებაში. 

41-ე დადგენილების თანახმად, სამშენებლო კომპანიებს, რიგი ვალდებულებები დაეკისრათ, რაც დაცული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის მიღების დროს. პროექტის შედგენისას, შესაბამისი პერსონალის მიერ ხორციელდება ადგილის საფუძვლიანი შესწავლა, ტარდება გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევები, რაც ახალი კორპუსის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შეგიძლიათ მოარგოთ მომავალი ბინა თქვენს პრეფერენციებსა და ცხოვრების წესს, რადგან ხშირად, კომპანიები თავად გთავაზობენ გეგმარების სხვადასხვა ვარიანტს ან თანხმდებით ერთობლივად და წარმოდგენილი პროექტი იცვლება თქვენი სურვილისამებრ. 

თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი დრო რემონტისთვის განკუთვნილი თანხის მოსაგროვებლად, ასევე შეგიძლიათ ეტაპობრივად შეიძინოთ სახლისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები.

სამშნებლო კომპანიები საწყის ეტაპზე მომავალ მობინადრეებს სთავაზობენ მოქნილ გადახდის გრაფიკს, რომლითაც თქვენი ბიუჯეტის განსაზღვრას უფრო მარტივად შეძლებთ.

დიდი სახლი - როგორ დავგეგმოთ ინტერიერი?

დიდი ზომის ბინის ინტერიერის დაგეგმვა შესაძლებლობებით სავსე და ამავდროულად გამოწვევებით აღსავსე პროცესია

რა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა - პატრონობას?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში

სტუდიოს ტიპის ბინა - კომპაქტური ცხოვრების ხელოვნება

თანამედროვე გარემოში, სადაც სივრცე სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული ხდება

უძრავი ქონება ევროპაში

უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას