სიახლეები
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დენდროლოგიური პარკი - დასავლეთ საქართველოს კერძოდ კი შეკვეთილის სავიზიტო ბარათია. ტერიტორიის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სპეციალისტები ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილს შორის არსებული ტერიტორიაა, რომელსაც სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი თავისი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

ეს ტერიტორია შეკვეთილს უფრო მეტად ამდიდრებს და თვიდან თვემდე იზრდება დამთვალიერებელთა რიცხვი. პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი - გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.
ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში შეგხვდებათ შემდეგი ჯიშის ხეები:
- კვიპაროსი;
- მაგნოლია;
- კედარი;
- მუხა;
- ჭადარი;
- ნეკერჩხალი;
- ევკალიპტი;
- სხვა უნიკალური ჯიშის ხეები.
ასევე, გაშენებულია ბამბუკის ტყეც. იმისთვის, რომ დამთვალიერებელმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, სპეციალური ბანერებია განთავსებული. ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება.

დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა. ტერიტორიის ერთ ნაწილში - 18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები - მუხა, ნეკერჩხალი და წიფელი, რომელიც შედგება 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან.
დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხემცენარეა განთავსებული.
ფლორის გარდა აღსანიშნია პარკის ფაუნა, სადაც დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. პარკის ტერიტორიაზე კი მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ეგზოტიკური სახეობის ფრინველები ძირითადად ავსტრალიიდან არის შემოყვანილი.

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.
როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა