*7171
back-arrow
ყველაზე საიმედო საინვესტიციო აქტივი - სად ღირს ფულის დაბანდება?
17.06.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ყველაზე საიმედო საინვესტიციო აქტივი - სად ღირს ფულის დაბანდება?

უძველესი დროიდან ადამიანისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამის მთავარ გარანტს საკუთრება წარმოადგენდა, კონკრეტულად კი საცხოვრისი და გარკვეული კომერციული აქტივი, რომელიც ფინანსურ სარგებელს მოიტანდა. დღესაც, ადამიანები დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ბინის თუ კომერციული ფართის შეძენას.

თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში, არაფერია იმაზე სწორი არჩევანი ფულის ინვესტირებისთვის ვიდრე უძრავი ქონების ან კომერციული ფართის შეძენა, რაც ჩვენი ცხოვრების მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის, რადგან ყველა დროში საჭირო იქნება ბინა თუ ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამავდროულად ყოველდღიურად უფრო მომგებიანი ხდება. მოთხოვნისა და ფასების ზრდა კი უზრუნველყოფს თქვენი აქტივიდან, სამომავლოდ თანხები ამოიღოთ და მეტი ფინანსური მოგება ნახოთ, ვიდრე ჩადეთ.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კომერციული ფართები და დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. საკუთრებაში კომერციული ფართი ნიშნავს შემოსავლების გრძელვადიან კონტროლს, კაპიტალის დაგროვებას, მზარდ პოტენციურ მოგებას, ფინანსურ დამოუკიდებლობას და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ფინანსურ შეღავათებსაც კი სახელმწიფოს მხრიდან. თქვენი საკუთრება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაყიდოთ ან გააქირაოთ, რაც მოგცემთ დამატებით შემოსავალს. განვიხილოთ უბნის მაგალითზე.

დღეს დიდი დიღომი კომერციული საქმიანობის დაწყებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო უბანია. უამრავი ადამიანი პატარა უბანში, მუდმივ მოთხოვნას ნიშნავს. სოციალური კავშირები უფრო მყარია, ეს თქვენს სოციალურ მოქნილობას და ბიზნესის ცნობადობას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა დიდ დიღომში დაგხვდებათ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.

საუკუნეების წინ საცხოვრისის ფლობა, სოციალურ იერარქიაში გარკვეულ სიმაღლეს განაპირობებდა. მე-19 საუკუნის თბილისში ქალაქის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყველას არ შეეძლო, თუმცა საკუთარ ხმას აფიქსირებდნენ უძრავი ქონების მფლობელები. მგონი უსამართლობა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბინის(ების) ფლობა დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადამიანის სტატუსის შეფასებისთვის.

შესაძლოა ადამიანებმა იფიქრონ, რომ დღეს თბილისში ბინის შეძენა დიდი ფუფუნებაა, თუმცა კომპანიების მიერ შემოთავაზებული ეფექტური გადახდის სისტემებითა და გამარტივებული საბანკო მომსახურეობის დახმარებით, ასევე ზედმეტი ყოველთვიური ხარჯების შეკვეცით შეგიძლიათ შეიძინოთ საოცნებო ბინა.

მაგალითად, ალფა სახლის პროექტი - „სხვა უბანი" დიდ დიღომში გთავაზობთ:

  • 18 წლიანი განვადება;
  • თვეში 550 ლარი;
  • დაზოგეთ 25 000 ლარი.

ბინის შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი მომავლისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხარისხი არ უნდა გაცვალოთ, ზედმეტ ეკონომიურობაში. ერთ ბინაში ადამიანები, როგორც წესი სულ ცოტა 5-10 წელს მაინც ატარებენ. ამიტომ თქვენმა საცხოვრებელმა გარემომ სულ მცირე ეს დრო მაინც უნდა უზრუნველყოს მისი ხარისხიანი ფუნქციონირება. "ალფა სახლისთვის" ეს უმთავრესი პრიორიტეტია. „სხვა უბანი დიდ დიღომში“ არის უბანი-უბანში. მასშტაბური პროექტი, რომელიც 16 ჰექტარს მოიცავს გთავაზობთ უსაფრთხო, მყუდრო და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც თქვენ ყოველდღიურობასა და სოციალურ ცხოვრებას ამარტივებს. 

პროექტის მშენებლობა დაყოფილია 2 (ორი) ფაზად და მოიცავს:

  • 14 კორპუსი;
  • 22 საცხოვრებელი ბლოკი;
  • 2 საბავშვო ბაღი;
  • სკოლა;
  • 50 000 კვ.მ კომერციული და საოფისე ფართები;
  • 3500+ ავტოფარეხი;
  • 60 000 კვ.მ გაშენებული სარეკრეაციო ზონა;
  • 4 სტადიონი;
  • სკვერი და მოსასვენებელი სივრცეები;
  • ოთხფეხა მეგობრებისთვის გამოყოფილი სივრცეები.

საბოლოო ჯამში, ინვესტიციის ჩადება ბინაში ეს არის ჭკვიანური ნაბიჯი უკეთესი მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ. უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად ფუნქციონირებს, ის არ ჩამოშლილა არც 2008-2009 წლების დიდი რეცესიის დროს და არც 2020-2021 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისას. ეს ყველაფერი კი მის სანდოობას უწყობს ხელს.

დიდი სახლი - როგორ დავგეგმოთ ინტერიერი?

დიდი ზომის ბინის ინტერიერის დაგეგმვა შესაძლებლობებით სავსე და ამავდროულად გამოწვევებით აღსავსე პროცესია

რა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა - პატრონობას?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში

სტუდიოს ტიპის ბინა - კომპაქტური ცხოვრების ხელოვნება

თანამედროვე გარემოში, სადაც სივრცე სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული ხდება

უძრავი ქონება ევროპაში

უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას