სიახლეები

იცხოვრე დასრულებულ პროექტში კიკვიძის ბაღთან
''ალფა სახლი" ქმნის კომფორტულ, ხარისხიან, ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტებს. პროფესიონალ, მაღალი ღირებულებების მქონე გუნდთან ერთად კომპანია მუდმივად ვითარდება და ნერგავს სტანდარტებს სამშენებლო სფეროში. განვლილმა 22-მა წელმა შექმნა წარმატებისა და გამოცდილების უდიდესი ისტორია.
"ალფა სახლი" ყოველთვის აშენებს ფუნქციური, ესთეტიური, არქიტექტურული ღირებულებებითა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით გამორჩეულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ხაზს უსვამს თანამედროვეობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ მოთხოვნებს. დღეს მნიშვნელოვანია სახლი, რომელიც სიმყუდროვითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა, სადაც მშვიდად და ნეგატიური გავლენებისგან მაქსიმალურად დაცული იქნებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და რეკრეაციულ სივრცესთან სიახლოვე.
"ალფა სახლის" პირველი პროექტი კიკვიძის ბაღთან 6 კორპუსსა და 1800 მობინადრეს აერთიანებს, რომლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე პროექტის მშენებლობა, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებაზე და გთავაზობთ:
- 2635 კვ.მ ფართობზე შექმნილი პროექტი;
- 14687 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართი;
- 202 საცხოვრებელი ბინა და 39 ავტოფარეხი;
- მაქსიმალურად დაცულ უსაფრთხოების სტანდარტები;
- მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით შექმნილ საცხოვრებელი.
პროექტი აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებას. სამშენებლო პროცესი შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით 41-ე დადგენილების შესაბამისად ხორციელდება. გაყიდვები 2022 ივნისში დაიწყო, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით განხორციელდა და პროექტის მშენებლობა 2024 წლის 30 ივნისს დასრულდა.
უძრავი ქონების ბაზრის ზომა და ფასები
2022-23 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას. 2024 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა, ხოლო პროექტები რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარი გაყიდულია. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციით ჩვენი პროექტის გაყიდვების ტემპიც იზრდება, 2024 წლის ივნისის მონაცემებით ბინების 96% უკვე გაყიდულია, დარჩენილია მხოლოდ 8 ბინა.
უძრავ ქონებაში ინვესტირება სწორი სტრატეგიის შემთხვევაში წარმატებულ ბიზნესად ან გრძელვადიან შემოსავლის წყაროდ იქცევა. დღევანდელ მუდმივად ცვალებად გარემოში უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის ღირებულება მზარდია. ჩვენს პროექტში მშენებლობის საწყის ეტაპზე კვადრატული მეტრის ღირებულება - 2568 ლარს შეადგენდა. პროექტის ფაზის ცვლილებასთან ერთად კვადრატული მეტრის ღირებულება სამ ეტაპად გაიზარდა:
- კორპუსის ბინების ჯამური რაოდენობის გაყიდვების ან/და მშენებლობის პროცესის 20%-ის დასრულების შემდეგ ფასმა მოიმატა 7%-ით, გახდა - 2733 ლარი;
- 50%-ის გაყიდვა/აშენებისას 21%-ით, გახდა - 3120 ლარი;
- ხოლო 80%-ის გაყიდვა/აშენებისას 37%-ით, რაც შეადგენს - 3534 ლარს.
თუ ეძებთ დასრულებულ პროექტში საცხოვრებელ სივრცე, შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ბინა და გადადგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლის შექმნისკენ. "ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან" ეს არის ლამაზი და ეკომეგობრული გარემო, რომელიც კომფორტული, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ. დღეს “ალფა სახლში” გადასვლა, ახალი ცხოვრების სტილის დაწყებას ნიშნავს, რადგან ჩვენი სამშენებლო პროექტები თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით კომფორტსა და ცხოვრების ახალ სტილზეა ორიენტირებული, იქ, სადაც დრო ყველაზე ძვირფასია.
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა
შეკვეთილის ახალი სახე
შეკვეთილი, როგორც ზღვისპირა კურორტი, უკვე წლებია მიმზიდველია დამსვენებლებისთვის
საუკეთესო დრო ბინის შეძენისთვის - რა უნდა ვიცოდეთ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე?
ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია თუმცა, მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპი სხვადასხვა რისკებს და სარგებელს შეიცავს
ვინ არის მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
უძრავი ქონების განვითარების სფეროში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას