popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
შეკვეთილი - უნიკალური შესაძლებლობა ზღვისპირა კურორტზე ცხოვრებისთვის
23.03.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

შეკვეთილი - უნიკალური შესაძლებლობა ზღვისპირა კურორტზე ცხოვრებისთვის

ზღვის ტალღების ხმა, მზიანი სანაპირო და ფიჭვნარში ჩაფლული კურორტი - შეკვეთილი უნიკალური დასასვენებელი და საინვესტიციო ადგილია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს დასახლება ათიათასობით ტურისტისთვის საყვარელი მიმართულებაა, რაც მას მუდმივად მზარდი მოთხოვნის ზონად აქცევს.

რატომ შეკვეთილი?

  • კომფორტული კლიმატი - რბილი ზამთარი და ზომიერად ცხელი, ნოტიო ზაფხული;
  • ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემო - მაგნიტური ქვიშები და მზიანი დღეების ხანგრძლივობა (წელიწადში 20,000 საათი);
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ფიჭვნარის გამწმენდი ეფექტი და ზღვის იოდი;
  • მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა - ახლოს მდებარეობს ქვეყნის ყველაზე პოპულარული გასართობი და რეკრეაციული ზონები: „ციცინათელა“, „Black Sea Arena“, მუსიკოსთა პარკი, მინიატურების პარკი და დენდროლოგიური პარკი.

შეკვეთილის მზარდი პოპულარობა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში, რეგიონის მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო მიწისა და ბინების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც მას იდეალურ საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

შეკვეთილი არამარტო ზღვისპირა კურორტია, არამედ კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მშვიდ და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. უძრავი ქონებაზე მზარდი მოთხოვნა აქ განპირობებულია როგორც საინვესტიციო შესაძლებლობებით, ასევე ცხოვრების მაღალი ხარისხით. თანამედროვე საცხოვრებელი პროექტები მყიდველებს საშუალებას აძლევს, შეარჩიონ ენერგოეფექტური და ბუნებასთან ჰარმონიაში არსებული საცხოვრებელი გარემო.

შეკვეთილი განვითარების დინამიურ ეტაპზეა, რაც მას სამოავლის პერსპექტივაში კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თუ გსურთ ხარისხიანი საცხოვრებელი და მომგებიანი ინვესტიცია, ახლა სწორედ შესაფერისი დროა, რომ გააკეთოთ გონივრული არჩევანი!

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი“ გთავაზობთ გამორჩეულ პროექტს შეკვეთილში.

დეტალებისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: *71 71

პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა მხოლოდ საკუთრების ფლობას არ ნიშნავს - თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოწესრიგებულ ეზოს, ნათელ სადარბაზოს, გამართულ ლიფტს და უსაფრთხოებას, რაც ზრდის კომფორტს და ბინის ღირებულებას.

როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?

თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა

თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"

„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.

როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?

შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს

ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!

ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა