popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
16.12.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში

ბინის ყიდვა სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ ხშირად ბევრ კითხვასაც აჩენს. რამდენი გადავიხადე? რამდენი დამრჩა? როდის რა თანხა მაქვს გადასახდელი? სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბინასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ერთ ადგილას, მარტივად და გასაგებად იყოს ხელმისაწვდომი - ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა "ალფა სახლის“ მობინადრეთა პანელი.

ალფა სახლის ინოვაცია - მობინადრეთა პანელი

ალფა სახლმა ამ პრობლემას მარტივად წერტილი დაუსვა. შექმნა მობინადრეთა პანელი, რომელიც გაძლევთ სრულ კონტროლს და სიმშვიდეს. ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი თქვენს ბინასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ:

  • ბინის სრული ღირებულება;
  • უკვე გადახდილი თანხები;
  • დარჩენილი გადასახდელი თანხა;
  • გადახდის დეტალური გრაფიკი;
  • საჭირო დოკუმენტაცია.

სად უნდა ნახოთ პანელი?

უნდა შეხვიდეთ "ალფა სახლის" ვებსაიტზე - https://alphahome.ge/ka

ვებსაიტზე შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ “ავტორიზაციას” - https://alphahome.ge/ka/crm/login  

როგორ შევდივართ პანელში?

  • შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
  • მიუთითეთ ტელეფონის ნომერი (რომელიც ხელშეკრულებაში გაქვთ მითითებული);
  • სისტემა გამოგიგზავნით ერთჯერად კოდს თქვენს მობილურზე;
  • კოდის შეყვანის შემდეგ შეხვალთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.

რატომ არის მობინადრეების პანელი მნიშვნელოვანი და სარგებელი მოაქვს?

"ალფა სახლის" მობინადრეების პანელი - ეს არ არის უბრალოდ "ინფორმაციული გვერდი“, არამედ ონლაინ პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად გაგიმარტივებთ თქვენს ბინასთან დაკავშირებული ფინანსური და სამართლებრივი დეტალების კონტროლს. ეს სისტემა სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ მობინადრეებს ჰქონდეთ ყველა მთავარი ინფორმაცია ერთ სივრცეში, მარტივად და გამჭვირვალედ.

რჩევები

თქვენი ფინანსური და საკონტრაქტო ინფორმაციის კონტროლი მნიშვნელოვანია, რათა ნებისმიერი პროცესი იყოს პროგნოზირებადი და გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ თქვენი პირადი პანელი, სადაც ასახულია ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი ბინასთან და გადახდებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გადახდის გრაფიკს - ვადების წინასწარ ცოდნა დაგეხმარებათ ფინანსური დაგეგმვის გამარტივებაში და არასასურველი გაუგებრობების თავიდან აცილებაში. თუ რაიმე კითხვა ან გაურკვევლობა გაჩნდება, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერებს, რომლებიც მზად არიან დეტალურად აგიხსნან ყველა საკითხი და გაგიწიონ საჭირო კონსულტაცია.

გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში მონაცემები რეალურ დროში არ განახლდება და შესაძლებელია მცირე ტექნიკური დაგვიანება. მაგალითად, თუ ჩანაწერი განახლდა თვის 15 რიცხვში, ხოლო გადახდა განხორციელდა 16 რიცხვში, აღნიშნული ოპერაცია შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში არ აისახოს თქვენს პანელში. ეს ტექნიკური პროცესია და არ ნიშნავს, რომ გადახდა არ დაფიქსირდა.

ჩვენთვის პრიორიტეტულია თქვენთან ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. გვინდა, თავი კომფორტულად იგრძნოთ ყველა ეტაპზე და ყოველთვის გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი ბინის, გადახდებისა და მიმდინარე სტატუსის შესახებ. გვჯერა, რომ სწორედ თქვენი ნდობა წარმოადგენს ჩვენი საერთო წარმატების მთავარ საფუძველს.

რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე მყარი გზა და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ მასშტაბური პროექტი

რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?

ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი

მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები

მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.

სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის

როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?

სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?

აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.