სიახლეები
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ბინები-ბაგები
- პრემიუმ კლასის ბინა არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრიდან მკვეთრად მოშორებულ ადგილას. იგი უნდა იყოს ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს მყუდრო გარემოში;
- პრემიუმ კლასის ბინა უნდა აშენდეს და მოპირკეთდეს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით;
- პრემიუმ კლასის ბინებს უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია;
- პრემიუმ კლასის ბინები უნდა იყოს მაღალჭერიანი. არცერთ ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში დაბალი ჭერი არ აქვს;
- პრემიუმ კლასის ბინების საცხოვრებელ კორპუსში უნდა იყოს თანამედროვე და სწრაფი ლიფტი;
- პრემიუმ კლასის ბინაში მცხოვრებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარკინგი;
- პრემიუმ კლასის ბინებს უნდა ჰქონდეთ რეკრეაციული ზონა;
- და ბოლოს, პრემიუმ კლასის ბინა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს მობინადრეთა კომფორტზე.
- ორსადარბაზოიანი, კორპუსი 11- სართულიანია და 76 ბინას მოიცავს. ბოლო, მეთერთმეტე სართულზე შესაძლებელია აპარტჰოტელის განთავსება - საუკეთესო ხედები დასვენებისა და განტვირთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
- კორპუსი შემოსაზღვრული იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი; -2 სართულზე კი განთავსებული იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომი;
- მიუხედავად იმისა, რომ ბინების დიდ ნაწილი უკვე გაყიდულია, მსურველებს ფართების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ - ყველაზე მცირე ზომის ფართი 54,3კვმ-ია, ხოლო ყველაზე დიდი - 114,3 კვმ. ბინების ჭერის სიმაღლე 3 მეტრია;
- მაღალი კლასის საცხოვრებელი კორპუსი, მაქსიმალურადაა ორიენტირებული მობინადრეთა კომფორტზე;
- კორპუსში იტალიური წარმოების, UPS-ით უზრუნველყოფილი ორი თანამედროვე ლიფტია - სამგზავრო და სატვირთო. ლიფტით სარგებლობა შესაძლებელია ავტოსადგომზეც;
- რაც შეეხება სამშენებლო მასალას, პრემიუმ ხარისხის პროექტი უმაღლესი ხარისხის მასალით შენდება და აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. გამოიყენება თბოიზოლირებული, ენერგოეფექტური ბედეგის ბლოკი, იზობლოკი და პერლიტის ბლოკი;
- კორპუსის გარე ფასადის გარკვეული ნაწილი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვით, ტრავერტინის ფილებითა და დეკის მასალით, ხოლო ნაწილი შეიღებება უმაღლესი ხარისხის საღებავით, რომელიც მინიმუმ რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს;
- შიდა ტიხრებისთვის გამოყენებულია 10 სმ-იანი ბლოკი, რომელიც ილესება პერლიტის და თაბაშირის ნაზავით;
- ფანჯრები - შავი ფერის, უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასისაა, ხუთშრიანი, ორმაგი მინითა და ორი მექანიზმით; აქვს დათბუნება;
- რკინის კარი, ისევე როგორც მოაჯირები, დამზადებულია „ ალფა სახლის“ კუთვნილ საამქროში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის მასალით;
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?