სიახლეები

მეტი სუფთა ჰაერი თქვენ სახლში- როგორ გავამწვანოთ საძინებელი
გარემო, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს კონტაქტი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე. სწორედ ამიტომ ადამიანები უკეთესი აურის და კარგი განწყობის შესაქმნელად სახლის გამწვანებაზე იწყებენ ზრუნვას.
ყველაზე მოკრძალებულ ბინაშიც კი ყვავილებს მყუდროებისა და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ, მაგრამ გარდა ამისა მცენარეები ოთახში აჯანსაღებენ ჰაერს - გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშიროჟანგს.
ჰაერის დაბინძურება დღევანდელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. იგი უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ოთახის გამომშრალი ჰაერი სასუნთქი გზების ისეთი პრობლემების გამომწვევი შეიძლება, იყოს, როგორებიცაა – ყელის სიმშრალე, გაციება და სხვადასხვა სახის ინფექცია. ოთახის მცენარეები კი ხელს უწყობს იმას, რომ შენარჩუნდეს და ხშირ შემთხვევაში გაიზარდოს კიდეც ჰაერის ტენიანობა.
ჩვენ ყველაზე დიდი დროს საძინებელში ვატარებეთ- ოთახში, სადაც სუფთა ჰაერია გაცილებით მარტივია დაძინება და კარგად გამოძინება, რასაც ჯამრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს.
მცენარეები არა მხოლოდ ალამაზებენ საძინებელს, არამედ გამოყოფენ ჟანგბადს და ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ფილტრავენ.
საუკეთესო მცენარეები საძინებელისთვის:
- სანსევიერია (Sansevieria)
კარგად გრძნობს თავს შედარებით დაბალი განათების პირობებშიც. არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს მცენარე ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას ღამის განმავლობაშიც აგრძელებს. ის იდეალური ვარიანტია გულმავიწყი ადამიანებისთვის.
- ალოე ვერა (Aloe Vera)
ის გარეგნობით არ გამოირჩევა, თუმცა მცენარე სრულიად უნიკალურია. მისი წვენი უამრავ დაავადებას კურნავს, მათ შორის კანის პრობლემებს. ღამით მისი ფოთლები აქტიურად გამოყოფენ ჟანგბადს და ოთახს მიკრობებისგან წმენდს (ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან).
- ქლოროფიტუმი (Chlorophytum)
ცდების შედეგად გაირკვა, რომ ერთი მოზრდილი ქლოროფიტუმი დღე-ღამის განმავლობაში ოთახში ჰაერს მთლიანად ასუფთავებს მავნე მინარევებისგან. ქლოროფიტუმი თავს ყველაზე კარგად განათებულ ან ოდნავ დაჩრდილულ ადგილზე გრძობს, ჩრდილს უძლებს, მაგრამ ფოთლები მკვეთრ ფერს კარგავს. მცენარე რამდენიმე საათის განმავლობაში იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ის ადვილი მოსავლელია.
- ფილოდენდრონი (Philodendron)
გაზარდეთ ფილოდენდრონი (Philodendron) თქვენი საწოლის გვერდით ან გაუშვით ის კედელზე. ეს მცენარე ფილტრავს ჰაერს ყველა სახის დამაბინძურებლისგან, განსაკუთრებით კარგად ებრძვის ფორმალდეჰიდს.
- პალმა არეკა/დიფსისი (Areca/Dypsis)
ასუფთავებს ჰაერს და არ არის ტოქსიკური შინაური ცხოველებისთვის. ის თქვენს ოთახს ნამდვილ ტროპიკულ ჯუნგლებად გადააქცევს, სადაც მშვიდად გამოიძინებთ. კარგია, თუ ავეჯის გარშემო განათავსებთ, რადგან ავეჯი შეიძლება გამოყოფდეს ფორმალდეჰიდს.
- English ivy (ინგლისური სურო)
შეუძლია ჰაერი გაფილტროს ფორმალდეჰიდისაგან, რომელიც შედის სხვადასხვა საწმენდ საშუალებებში.
როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?
“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია