დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
რატომ არის მომგებიანი უძრავი ქონების  ყიდვა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს
21.03.2020 გააზიარე: Facebook

რატომ არის მომგებიანი უძრავი ქონების  ყიდვა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს

ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ამავდროულად დაბალ რისკიან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს. ხოლო როგორც მსხვილი  ინვესტორები ამბობენ: ეკონომიკური კრიზისი უძრვი ქონების შეძენის საუკეთესო დროა. 

ამ დროს მომხარებელს  მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დიდი შანსი აქვს. შემოსავლების ვარდნის, პანიკის ან დროებით განცდილი შიშების გამო ბინებზე დაბალი მოთხოვნა ყალიბდება და შესაბამისად მომგებიანი პირობების ნახვის შესაძლებლობა იზრდება.

სამშენებლო კომპანიები  აკეთებენ ყველაფერს, იმისათვის, რომ  მომხმარებლები მოიზიდონ: აფართოვებენ შეთავაზებების სპექტრს,  აკეთებენ მნიშვნელივან სარეკლამო კამპანიებს და აქციებს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, რომ  თქვენთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი შეარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს  დაბალი ფასით თუ  გადახდის მოქნილი გრაფიკი, თქვენ მაინც მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით.  

  • მყიდველი ხელსაყრელ ვითარებაშია: ბაზარი გთავაზობთ ბინების ფართო არჩევანს და მეტად ხელმისაწვდომ  პირობებს.

ბინის ყიდვა კრიზისის პიკზე- თუ იგრძნობთ ან მიხვდებით, რომ  ეკონომიკური კრიზისი პიკშია და თქვენ ასეთ დროს გაქვთ თუნდაც უმნიშვნელო დანაზოგი, რომლის დაკარგვაც არ გსურთ, მაშინ უნდა გამოიყენოთ ბაზარზე არსებული ეს მდგომარეობა  და ფული უძრავ ქონებაში დააბანდოთ. 

  • როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მინიმალური რისკით და მაქსიმალური სარგებლით?

არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება- კრიზისის დროს უამრავი კომპანია სახვადასხვა პირობებს შემოგთავაზებთ, ამ დროს მთავარია არ აჩქარდეთ და დეტალურად განიხილოთ ყველა მათგანი, რათა სისწრაფეში  რამე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგჩეთ. ყურადღებით შეისწავლეთ ბაზარი, შეადარეთ ფასები და სამშენებლო კომპანიების პირობები ერთმანეთს.

თვალყური ადევნეთ აქციებს- კრიზისის პერიოდში  კომპანიები ხშირად  გვთავაზობენ სხვადასხვა აქციებს,ამ დროს მთავარია არ გამოგრჩეთ თქვენთვის ყველაზე  მნიშვნელი და მომგებიანი.

ფრთხილად შეარჩიეთ  სამშენებლო კომპანია- დეტალურად შეისწავლეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. გადახედეთ კომპანიის საქმიანობის ისტორიას, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს, ასევე გამოხმაურებებს ინტერნეტში.

  • კრიზისის დროს ყველაზე საიმედოები  დიდი კომპანიები არიან, რომლებსაც აქვთ დიდი ხნის გამოცდილება და რომლებიც მუშაობენ წამყვან ბანკებთან ან საკუთარი სახსებით წინასწარ მოზიდული ინვესტიციებით ახორციელებენ მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში.

კარგია თუ ამ დროს შეიძენთ ისეთ ბინას, რომლის ფასიც კრიზისის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება. საცხოვრებლის ფასის  მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ადგილმდებარეობა. ამიტომ მისი გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანია. 

ჩვენ თავის მხრივ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთ-ერთი საუკეთესო პირობა დღეს უძრავი ქონების შესყიდვისთვის, მშენებლობა თბილისის 4 საინვესტიციოდ თუ საცხოვრებლად ხელსაყრელ უბანში.

“ალფა სახლის” მიმდინარე სამშენებლო პროექტებია:

  • კიკვიძის ბაღთან მდებარე კომპლექსი, რომელიც ექვსი 12-სართულიანი კორპუსისგან შედგება, კეთილმოწყობილი ეზოთი და საბავშვო ინფრასტრუქტურით;
  • პრემიუმ კლასის 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, რეკრეაციულ ზონაში;
  • 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ისანში,  ბარბარეს ეკლესიასთან;
  • ორი  12 სართულიანი  საცხოვრებელი კორპუსი საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შანსი და ბინა პირველადი შენატანის გარეშე თვეში მხოლოდ 1500 ლარიანი გადახდით შეიძინოთ. 

დეტალური  ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 245 17 17

ან მოგვწერეთ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/alfahome.ge/

“ალფა სახლი” ქმნის კომფორტს და  ხარისხსს - ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროდუქტებს.

მწვანე და ჯანსაღი გარემო, პრაქტიკული და მოსახერხებელი დაგეგმარება, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინი - ინტერიერი და ექსტერიერი, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები,  საუკეთესო ადგილმდებარეობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც “ალფა სახლის” გუნდისთვის უმთავრესია.

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა