სიახლეები

იდეები სხვადასხვა ქვეყნებიდან მყუდრო საძინებლის მოსაწყობად
1.იდეა ესპანეთიდან: რადიატორი თაროთი
გათბობის რადიატორების უმრავლესობა უმეტეს შემთხვევაში ფანჯრის ქვეშაა დამონტაჟებული, ფანჯრის რაფას კი როგორც წესი ვიყენებეთ წვრილმანი ნივთების განსათავსებლად, რომლებისთვისაც ტუმბოზე ან თაროებზე აგილი არ გვეყო. მაგრამ რა ხდება, თუ ბატარეა კედელზეა დამონტაჟებული, ზემოდან კი ფანჯრის რაფა არ არის, რომლის გამოყენებაც შეიძლება? ამ შემთხვევაში, ესპანელი დიზაინერი გირჩევთ მოაწყოთ ყალბი ფანჯრის რაფა: ასე მიიღებთ დამატებით თაროს.როგორ გამოიყენებთ მას, ნივთების შენახვისთვის თუ დეკორისთვის უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
2. იდეა ავსტრალიიდან: ჩამოსაკიდი სანათები ადგილის ეკონომიისთვის
სამწუხაროდ, პატარა საძინებელი საშუალებას არ იძლევა ოთახში საწოლის ტუმბოები განათავსოთ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მაგიდის სანათებზეც უარის თქმა მოგიწევთ. თქვენ უბრალოდ ჩამოსაკიდი სანათები დაგჭირდებათ. დღეს ჩამოსაკიდი სანათების უამრავი ვარიაცია არსებობს, ამიტომ მათი ოთახის დიზაინთან შეხამება არ გაგიჭიდებათ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვეულებრივი გირლანდებით – ის მინიმალურ ადგილს იკავებს, მაგრამ ამასთან შესანიშნავად უმკლავდება ღამის სანათის ან შუქის დამატებითი წყაროს ფუნქციას. უმჯობესია აირჩიოთ ვარიანტები დიდი ნათურებით.
3.იდეა კანადადან: კედლების მაქსიმალურად გამოყენება
საძინებელში კედლები ხშირად ცარიელი რჩება. მაგრამ სულ ტყუილად – პატარა ოთახებში თითოეული სანტიმეტრი ძვირფასია. თუ თქვენ არ გაქვთ ადგილი წიგნების, ტანსაცმლის, სუვენირების, კოსმეტიკის, სამკაულების შესანახად, გამოიყენეთ კედლების ვარიანტი. მოიფიქრეთ, სად იქნება უკეთესი თაროების და კარადების ჩამოკიდება, რათა ისინი ერთდროულად ფუნქციურიც იყოს და ხელსაც არ გიშლიდეთ.
სხვათა შორის, თქვენ შეგიძლიათ გარდერობიც კი მოაწყოთ – აიღეთ ეს იდეა მაგალითად, თუ საძინებელში კარადისთვის ადგილი არ გყოფნით.
4. იდეა იტალიიდან: ორიგინალური საწოლის თავი
თუ პატარა და ვიწრო საძინებლგაქვთ მაშინ თქვენი მთავარი ამოცანა შესანახი სისტემების მოწყობაა. ამაში კი საწოლის თავზე არსებული სიცარიელე დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ იგი სხვადასხვა სიმაღლის დაფებისგან გააკეთოთ და შემდეგ მათზე პატარა თაროები, დამჭერები და სხვა ელემენტები დაამაგროთ, რომლებიც წვრილმანების შენახვისთვის გამოიყენება.
საწოლის თავი შეგიძლიათ სწორად გამოიყენოთ არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მხრიდანაც. იმისათვის, რომ საკუთარ თავს სასარგებლო შენახვისთვის კიდევ რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქოთ, უბრალოდ საწოლი კედლიდან დააშორეთ.
5. იდეა რუსეთიდან: სასარგებლო ფანჯრის რაფები
ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ მოიწყოთ დასასვენებელი კუთხე.
საძინებლის დიზაინის შექმნისას აუცილებელია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ პრაქტიკული კომპონენტი, არამედ ატმოსფერო, რომელიც ოთახში გინდათ რომ სუფევდეს.
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ოთახი საჭიროა არა მხოლოდ ძილისთვის, არამედ საღამოს რელაქსისთვის, ამიტომ უნდა იზრუნოთ კომპაქტური დასასვენებელი ზონის მოწყობაზე. იმისათვის, რომ ოთახის ძვირფასი კვადრატული მეტრები მასიური სავარძლებით არ დაიკავოთ, ამ მიზნისთვის ფანჯრის რაფა გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის საკმარისად ფართო იყოს და ადამიანის წონის ატანა შეძლოს. თუ მის საიმედოობაში ეჭვი გეპარებათ, ფანჯრის რაფის ქვეშ მოათავსეთ თაბაშირის ან ხისგან დამზადებული საყრდენი, ამის შემდეგ კი მასზე პლედი და ბალიშები დაალაგეთ. ამ ადგილას შეგიძლიათ მიირთვათ ყავა ან წაიკითხოთ საყვარელი წიგნები.
6. იდეა საფრანგეთიდან: ღია შესანახი სვრცე ტანსაცმლისთვის
სწორად ორგანიზებული ღია საცავი საძინებელ ოთახს მეტ ხიბლს მატებს.
ფრანგ ქალბატონებს არ უყვართ თავიანთი გარდერობის დამალვა – ისინი ყოველთვის ათავსებენ სამოსს დასანახ ადგილას. ეს იდეა შესაძლოა ცოტათი უცნაური ჩანდეს, მაგრამ თუ საძინებელში არ არის ადგილი არა მხოლოდ კარადის, არამედ პატარა კომოდისთვისაც კი, დიდი არჩევანი მაინც არ გაქვთ. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი: მოაწყეთ ღია გარდერობი, განათავსეთ ლითონის რელსები. ეს მეთოდი არა მხოლოდ ადგილის დაზოგვაში, არამედ საძინებელში პარიზული სტილის შემოტანაში დაგეხმარებათ.
7. იდეა გერმანიიდან: ზონირებაოთახის ზონირება შესაძლებელია კარადით.
ზონირებისთვის ავეჯის გამოყენება. ამ მეთოდის განმოყენებით თქვენ ავეჯის მეშვეობით შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამოყოთ მოსასვენებელი სივრცე და სამუშაო ადგილი.
8. იდეა ჩინეთიდან:
თუ ბინაში მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობთ, საწოლთან მისასვლელი ორივე მხრიდან კომფორტული უნდა იყოს.
ჰონგკონგელი დიზაინერების იდეები – მოსახერხებელი შენახვისთვის, ისინი კედლების გასწვრივ ამონტაჟებენ კარადებს, ორადგილიანი საწოლი კი ჰარმონიულად ჯდება მთელს ოთახში და იკავებს დარჩენილ სივრცეს.
9. იდეა შვედეთიდან: გამჭვირვალე ტიხარი კედლის ნაცვლად
გამჭვირვალე ტიხარი სივრცეს ვიზუალურად ზრდის.
სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან უყვართ ვრცელი, ნათელი ოთახები, ამიტომ ხშირად ამბობენ უარს კედლებზე და მთელ სივრცეს ერთ ოთახში აერთიანებენ. სივრცის შესანარჩუნებლად კედლების ნაცვლად შეგიძლიათ შუშის დანაყოფები გამოიყენოთ. ასე საძინებელი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება, თქვენი ოთახი კი უფრო თანამედროვე იერს შეიძენს. ასევე კედლის ნაცვლად შეგიძლიათ მაღალი კარადის გამოიყენებაც. ამით დამატებითი სათავსოც გექნებათ და თან პირად სივრცესაც გამოყობთ.
10. იდეა დანიიდან: თვითგამოხატვა ტექსტილის საშუალებით
ნათელი ტექსტილი ინტერიერს განაახლებს.
ნებისმიერი ოთახის ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეკორი. ამ სიტყვებში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ნახატებს, ფოტოებს, სტატუეტებს, სარკეებს, არამედ ტექსტილსაც. ხალიჩები, ბალიშები, ფარდები, პლედები – ეს ნივთები ხელს შეუწყობს ოთახში სასურველ სითბოსა და სიმყუდროვის შემოტანას.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა