back-arrow
რემონტის დროს დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები
06.07.2020 გააზიარე: Facebook

რემონტის დროს დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

1. სადენების ადგილმდებარეობა

კარგი იქნება, თუ ელექტრო გაყვანილობის გაკეთების დროს  დაიმახსოვრებთ მათ განლაგებას ან აღნიშნავთ დიაგრამზე (შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ), რათა შემდგომში,  როდესაც კედელზე ავეჯის, სურათის, თაროების ან რაიმე სხვა სამაგრების გაკეთება დაგჭირდებათ  არ მოახდინოთ მათი დაზიანება.

2. ჩამრთველების და დენცქვიტების განლაგება

ალბათ, მათ დიდ ყურადღებას არც აქცევთ, თუმცა, ამ აუცილებელი ატრიბუტების არასწორი განლაგება საკმაოდ აფუჭებს ინტერიერს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა მოწყობილობის ჩართვა დენცქვიტაში, რომელიც კარადის უკანაა დაყენებული, ან ჩამრთველის ძებნისას ნივთებზე ფეხის წამოკვრა. ამ ყველა უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ ყველა დენცქვიტისა და ჩამრთველის განლაგებას ყურადღებით დაგეგმავთ.

3. არასწორად შერჩეული იატაკის საფარი

სწორად შერჩეული იატაკის საფარი მთლიანად ინტერიერის ჰარმონიულობას განაპირობებს.  იატაკის საფარის არჩევისას, ძნელია გაუძლო ტექსტურული, რელიეფური ვარიანტების მომხიბვლელობას, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი საფარის მქონე იატაკის  მოვლა ძალიან ძნელია, რადგან  მსგავს მასალაში ჭუჭყი საკმაოდ ღრმად ჯდება და არათანაბარი ზედაპირის გამო ძნელი ამოსაყვანიც ხდება.  

4. ძალიან ღია ან ძალიან მუქი იატაკი

თეთრი თუ შავი იატაკი — ვისაც სახლი შედარებით მუქ ფერში აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ უპირატესობა  ღია ფერის იატაკის  უნდა მიანიჭონ. ხოლო ღია ფერის კედლებს და ავეჯს მუქი ფერის იატაკი უხდება. არჩევანის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მუქი ფერის იატაკი უფრო რთულად მოსავლელია, ვიდრე ღია.

5. ხმის  იზოლაცია

კანალიზაციის პლასტმასის  მილებს აქვთ ერთი ნაკლი: ხმაურის მაღალი დონე (როდესაც მეზობლის კანალიზაცის ხმაური თქვენ სახლში ისმის)  ამ პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ კანალიზაციის მილების ფოროვანი იზოლაციის მასალებით (მაგალითად, ქაფით პოლიეთილენით) შეფუთვით ან სპეციალური ხმის ჩამხშობი მილების გამოყენებით.  

6. ხე სამზარეულოში

პარკეტი და ლამინატი სამზარეულოში გამოსაყენებელი მასალების  შავ სიაშია. სამზარეულოში მსგავსი მასალის გამოყენება არაპრაქტიკულია, რადგან ნესტის შედეგად მისი ნაწიბურები დეფორმაციას განიცდის. ასევე ეს მასალები  იწოვენ  ნესტს, ცხიმის ლაქებს და ვერ იტანენ ქიმიური საშუალებებით დამუშავებას. სამზარეულოს იატაკის მოსაპირკეთებლად გირჩევთ გამოიყენოთ კარგი ხარისხის კერამიკული ფილები ან კერამოგრანიტი. თუ  მაინც ხის იატაკის  გსურთ, გირჩევთ ერთმანეთს ორი სახეობის ხე შეურიოთ, ან, სამუშაო ზონასთან შეგიძლიათ გააკეთოთ კერამოგრანიტი, სასადილო ზონაში კი ლამინატი ან ხის პარკეტი. 

7. მუყაოს ფილების ჭერი სააბაზანოში

ნესტგამძლე მუყაოს  ფილებიც კი ვერ დაგიცავთ ზედა სართულის მეზობლის შეცდომებისგან (წყლის ჩამოშვება). იმისთვის, რომ სააბაზანო ოთახში ჭერი იყოს თან ლამაზიც და თან საიმედოც გამოიყენეთ  გასაჭიმი ჭერი. გასაჭიმი ჭერის მასალას, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადისთვის, ამუშავებენ დამცავი შემადგენლობის ხსნარით, რის შედეგადაც მას საერთოდ არ ემუქრება კოროზია, ინარჩუნებს ტექნიკურ მახასიათებლებს და ჰაერში ტემპერატურის ცვლილების და მაღალი ტენიანობის მიუხედავად,  ჭერი არ იკიდებს ობს და ძლებს ძალიან დიდხანს.

8.თბილი იატაკი ტაიმერით

თბილი იატაკი კარგია მაგრამ თბილი იატაკი – ტაიმერით უკეთესია.  მისი მეშვეობით შეგიძლიათ  ჩართვის დრო დააყენოთ, რადგან იატაკის  გაცხელებას დრო სჭირდება და ასე დილით ცივ იატაკზე გავლის რისკს თავიდან აიცილებთ.

9. დაშორება აბაზანასა და კედელს შორის

კარგია თუ ამ დაშორებას სპეციალური სილიკონით ამოავსებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნესტით გამოწვეული ობის გაჩენა.  

10. დახრა ტრაპისთვის

იმისთვის,  რომ სააბაზანოს იატაკზე არ დაგროვდეს წყალი - კარგი იქნება  თუ  იატაკი ცოტათი დახრილი (3−5°) იქნება, რათა ძირ დასხმული წყალი მთლიანად ტრაპში ჩაიღვაროს. 

11. ბასრი სახელურები 

რა ლამაზი და ძვირფასიც არ უნდა იყოს ბასრ ელემენტებიანი სახელურები მაინც აჯობებს მათზე უარი თქვათ. ბასრი და უხეში ზედაპირების მქონე სახელურებით ადვილია დაშავება, მათზე სამოსის ან სხეულის ნაწილის გამოდებით. უმჯობესია თუ არჩევანს  გლუვი და მომრგვალო ზედაპირებზე გააკეთებთ. 

12. "ყალბი" მასალები

მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც  აკეთებენ ნამდვილი ქვის ან სხვა მასალის იმიტაციას  იაფასიანი იერი აქვთ. მაგალითად მარმარილოს იმიტაციის გაკეთებას  სჯობს  არჩევანი კვარცზე ან უფრო იაფ ქვაზე გააკეთოთ.

13. შპალერის გადამბმის ადგილები

ერთი ფერის შპალერი ძნელი გასაკრავია, რადგან გადამბის ადგილლების დამალვა არც ისე მარტივაი. თუ თქვენი კედელი იდეალურად  სწორია შპალერის გაკვრე უნდ დაიწყოთ ფანჯრიდან და გააგრძელოთ ოთახის სიღრმისკენ. თუ თქვენი კედელი არ არის იდეალურად სწორი, მაშინ უმჯობესია თუ არჩევანს რელიეფურ შპალერზე გააკეთებთ, მისი მეშვეობით უფრო მარტივია დეფექტების დამალვა.  

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება