სიახლეები
საად არის თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ჰაერი?
დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია. მის გამო, წელიწადში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ნაადრევად.სამწუხაროდ,თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენ ჯანმრთელობაზე.

თბილისის ცენტრალურ უბნებს მაღალი განაშენიანების გამო არ ნიავდება, რის გამოც ჰაერის დაბინძურების დონე აქ ძალიან მაღალია. ამას ემატებს ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში არსებული მუდმივი საცობები.

თბილისში ყველაზე დაბინძურებულ უბნებად მტკვრის მარჯვენა სანაპირო ითვლება: რუსთაველი, მთაწმინდა, საბურთალო, პეკინი და მიმდებარე ქუჩები, ასევე მარჯანიშვილიც.
ხოლო სუფთა ეკოლოგიის მქონე უბნებსშორისაა: ლისის მიმდებარე ტერიტორია, კუს ტბა, დიღმის რაიონის ნაკლებად განაშენიანებული უბნები და გლდანის მიდამოები.

თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც ის მარტივად ნიავდება და ჰაერის დაბინძურების დონეც გაცილებით დაბალია. ლისის ტბა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით.
ტბის გარშემო შეიქმნა: სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები, ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.

თუ თქვენ გსურთ სუფთა ჰაერზე ცხოვრება და მისდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაშინ ლისის ტბის ტერიტორია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის იდიალური ადგილია.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში