popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
როგორ მოვემზადოთ ახალ ბინაში გადასასვლელად?
04.02.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

როგორ მოვემზადოთ ახალ ბინაში გადასასვლელად?

ახალ სახლში გადასვლა  ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ეს არც ისე მარტივი საქმეა, მაგრამ თუ ყველაფერს ყურადღებით დაგეგმავთ და წინასწარ მოამზადებთ, მაშინ ყველაფერი სწრაფად, გარკვევით წავა და პროცესისგან დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ.

მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ:

მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი
არასაჭირო ნივთებისგან განთავისუფლების შესანისნავი შესაძლებლობა. კარგად გადამოწმეთ თქვენი ყველა ნივთი და დაფიქრდით, რამდენად იყენებთ ან გჭირდებათ თითოეული მათგანი. ოქროს წესი — თუ უკვე ერთი წელია  რაც არ სარგებლობთ რომელიმე ნივთით, მაშინ ის არც მომავალში დაგჭირდებათ. 

თუ გაქვთ ნივთები, რომლებიც კარგ მდგომარეობაში მაგრამ არ გჭირდებათ შეგიძლიათ გააჩუქოთ ან გაყიდოთ კიდეც. თუ თქვენ არ მოიშორებთ არასაჭირო ნივთებს გადასვლემდე თქვენ ვერ შეძლებთ ახალ სახლში კომფორტული გარემოს შექმნას და თან ასევე დახარჯავთ დროს არასაჭირო ნივთებისთვის ადგილის ძიებაში. რაც უფრო ნაკები ნივთი გაქვთ ახალ ბინაში გადასვლაც უფრო მარტივია. 

გაზომეთ ავეჯის და ტექნიკის ზომები
გაზომეთ ყველა მასიური ავეჯი, რომლის ახალ სახლში წაღებასაც გეგმავთ: ამით თქვენ შეაფასებთ  ტრანსპორტირების მასშტაბს და დარწმუნდებით, რომ ყველა არჩეული ნივთი თავისუფლად შეეტევა ახალი სახლის კარში.

შეადგინეთ განლაგების გეგმა
ახალ ბინაში გადასვლამდე ტექნიკისა და ავეჯის მოსაწყობად შეადგინეთ მიახლოებითი გეგმა. ამით თავიდან აირიდებთ აურზაურს, რადგან უკვე გეცოდინებათ რომელი ნივთი რომელ ოთახში შეიტანოთ.

იპოვნეთ გადამზიდი ავტომობილი და დაიქირავეთ გადამზიდველები
შეაფასეთ ყველა გადასატანი ნივთის მოცულობა და ამის გათვალისწინებით მოახდინეთ მისი გადასატანი ტრანსპორტის დაქირავება ან თხოვება. თუ ამისთვის კომპანიას შეარჩევთ წინასწარ გარკვიეთ მისი საიმედოობა. წინასწარ შეატყვობინეთ დრო, აგილი და ნივთების კონდიცია( მტვრევადი, ძველი ან ტრანსპორტირების დროს  გასათვალისწინებელი სხვა ნიუანსები) გადამზიდ კომპანიას.

 

შეაგროვეთ და შეფუთეთ ნივთები
წინასწარ იზრუნეთ შესაფუთ მასალებზე - სჯობს მოგრჩეთ ვიდრე დაგაკლდეთ.  ბოლო წუთებში ალტერნატივის ძიება ან ნივთების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების თავიდან ასაცილებლად. დახარისხეთ გადასაზიდი ნივთები. პირველი ჩალაგეთ ისეთი ნივთები რომლებიც ბინაში გადასვლამდე არ დაგჭირდებათ. კარგი იქნება თუ მტვრევად ნივთებს რამდენჯერმე გადაფუთავთ.  ნუ გადადებთ შეფუთვის პროცესს ბოლო დღისთვის. კარგი იქნება თუ შეფუთულ ნივთებს დაასტიკერებთ ასე გეცოდინებათ რომელ ყუთში რა დევს.

მოამზადეთ ახალი ბინა
ახალ ბინაში შესვლამდე მოაწესრიგეთ ყველაფერი. ნივთების ამოლაგების მერეც მოგიწევთ დალაგება, მაგრამ  წინასწარ მოწესრიგებულ ბინაში ეს პროცესი უფრო მარტივი იქნება. დაიცავით იატაკი და კარებები დაზიანებისგან, კარგია თუ იატაკზე დამცავ საფარს დაგებთ.  ასევე, წინასწარ შეამოწმეთ ბინაში შემავალი ყველა კომუნიკაცია:ჩამრთველები, დენცქვიტები, წყალი, გაზი, დენი და კანალიზაცია. შეამოწმეთ სატვირთო ლიფტების მუშაობა. ასევე მოიარეთ  უბანი, რომ თუ რამე დაგჭირდებათ (მაღაზია, აფთიაქი) იცოდეთ სად წახვიდეთ და რამდენი დრო დაგჭირდებათ ამა თუ იმ ნივთის შესაძენად.  მსგავსი ნიუანსებისთვის მზადყოფნა  ცხოვრებას გაგიადვილებთ.

იზრუნეთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებზე
თუ პატარა ბავშვები ან ცხოველები გყავთ, წინასწარ იფიქრეთ, როგორ მიიღებენ მონაწილეობას ისინი გადასვლის პროცეში.  ეს მათთვის  შეიძლება ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდეს , ხოლო თქვენთვის კი  ზედმეტი  საზრუნავი. ამიტომ ამ პროცესის დროს  უმჯობესია თუ ბავშვებს  და შინაურ ცხოველებს  რამდენიმე დღით თქვენი ახლობლები დაიტოვებენ.

შეაგროვეთ საჭირო მინიმუმი
ზურგჩანთაში ჩალაგეთ ისეთი ნივთები, რომლებიც ბინაში გადასვლისთანავე დაგჭირდებათ: საჭირო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დოკუმენტები, ტელეფონის დამტენები, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, ჰიგიენური საშუალებები. ასევე შეგიძლიათ გაიმზადოთ წასახემსებელიც.

"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი

დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ

რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები

გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით

სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ

საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები

გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად

დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!

როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება

გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.