სიახლეები
2022 წლის მთავარი ფერი
Very Peri (PANTONE 17-3938)— ასე ჰქვია ახალ ფერს, რომელიც Pantone Color- მა 2022 წლის მთავარ ფერად დაასახელა.
დინამიური ცისფერი, სიცოცხლის მომცემი იისფერ-წითელი ტონით, აერთიანებს ლურჯი ფერის ერთგულებასა და მუდმივობას, წითელი ფერის ენერგიასა და აღფრთოვანებას, რაც ერთად ქმნის სიახლის შთამაგონებელ კომბინაციას.
წლის ფერების დასახელების 22-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ უკვე არსებული ფერის არჩევის მაგივრად ახალი ფერი შექმნა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ 2021 წელი ტრანსფორმაციის წელიწადად იქცა: პანდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, ადამიანების უმეტესობამ გადახედა ყოველდღიურ ცხოვრებას და დაიწყო ურთიერთობის, ბიზნესის წარმართვისა და კომუნიკაციის ახალი გზების ძიება.

მათი თქმით, ეს ფერი მომავლის, ცვლილებების, მხიარულების, უზრუნველობისა და კრეატიული სულის სიმბოლოა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა ახალი ფერი, რადგან სამყაროს შესახებ ახალი წარმოდგენა გვაქვს. ეს ლურჯის ტონალობებიდან ყველაზე ბედნიერი და თბილი ფერია", — განაცხადა Pantone Color- ის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე მყარი გზა და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ მასშტაბური პროექტი
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.