back-arrow
როგორ ცვლის ფერი სივრცის აღქმას
10.01.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

როგორ ცვლის ფერი სივრცის აღქმას

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ სიცოცხლის 87% შენობაში ვატარებთ. სასიამოვნო გარემო დადებითად აისახება მისი მაცხოვრებლების განწყობასა და კეთილდღეობაზე, ისევე როგორც ცუდად განათებულ, არაკომფორტულ ადგილებს შეუძლიათ ცხოვრების მუქი მომენტების გამძაფრება. სწორედ ამიტომ არის ინტერიერის დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი.

ინტერიერის დაპროექტებისას, არქიტექტორსი იყენებს მნიშვნელოვან ცვლადებს  იქნება ეს ხელოვნური განათება, ბუნებრივი შუქი, პროპორციები თუ მასალები. ეს ელემენტები მაცხოვრებლების მიერ შენობის აღქმაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

სივრცეში სასურველი გარემოს მისაღწევად არსებობს ელემენტები,  რომლებიც ცვლის სივრცის აღქმას კედლების თავდაპირველი ზომების შეცვლის გარეშეც კი. ეს ეფექტი ზედაპირის შეღებვით, სხვადასხვა მასალების გამოყენებით ან სხვადასხვა საფარის მეშვეობით მიიღწევა.მსუბუქი და ცივი ფერები სივრცეს უფრო დიდს ხდის. უფრო მუქი კი ამცირებს მას. ხოლო ფერების ან ტექსტურების განლაგება ცვლის პერსპექტივას , ამ გზით შესაძლებელია ოთახის ამაღლება, დაგრძელება, გაფართოება ან გარკვეული ელემენტების ხაზგასმა.

ქვემოთ ჩამოვთვლით გარემოს შეცვლის რამდენიმე მეთოდს მხოლოდ ფერების და კონტრასტული მასალების გამოყენებით:

  • სივრცის გაზრდა

სივრცის განცდის შესაქმნელად, უმჯობესია გამოიყენოთ ღია ფერები, რომლებიც ბუნებრივ სინათლეს აირეკლავენ.

  • სივრცის შეკუმშვა

მეორე მხრივ, თუ გინდათ, რომ ოთახი უფრო კომპაქტური, კომფორტული და მყუდრო იყოს, მაშინ უმჯობესია კედლები მუქი ფერით შეიღებოს. ის ბუნებრივი სინათლის უმეტეს ნაწილს შთანთქავს და ჩაკეტილობის განცდას ქმნის.

  • ჭერის დადაბლება

არის შემთხვევები, როდესაც ჭერის სიმაღლის დაწევამ შეიძლება სივრცე უფრო მიმზიდველი და მყუდრო გახადოს. თუ მას კედლებთან შედარებით უფრო მუქ ტონალობაში შევღებავთ, ან მასალის ტექსტურას ხილულს ტოვებთ, ჭერის ვიზუალური დადაბლების ეფექტს იღებთ.

  • ჭერის ამაღლება

არსებობს სივრცეები, რომელთა დაბალი ჭერი კლაუსტროფობიის განცდას ქმნის. კედლების მუქ და ჭერის თეთრ ფერში შეღებვა თქვენ ვიზუალურად აწევთ ჭერს.

  • სივრცის გაფართოება

უკანა კედლისა და ჭერის უფრო მუქ ფერებში შეღებვა და გვერდითი კედლების გაღიავება სივრცეს უფრო ფართო და ვრცელს გახდის. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენება დერეფნებისა და ვიწრო სივრცეებისთვის.

  • სივრცის შევიწროება

ორი მოპირდაპირე კედლის მუქ ფერში, ხოლო ფონისა და ჭერის ღია ტონებში შეღებვა სივრცეს ვიზუალურად ავიწროებს და დაუბალანსებელი ზომების მქონე ოთახების პროპორციებს ვიზუალურად აუმჯობესებს.

  • სივრცის შემცირება

თუ ბინაში ძალიან დიდი სივრცეა და თქვენ მისი უფრო მყუდრო და ინტიმურ გარემოდ გადაქცევა გსურთ, მაშინ უკანა კედელი მუქ  ხოლო დანარჩენი კედლები შედარებით ღია ფერებში შეღებეთ.

  • კედლის გამოყოფა

კედლის გამოსაყოფად რეკომენდებულია მისი ღია ფერში, ხოლო დანარჩენი კედლების მუქ ფერებში შეღებვა. ასეთი კედელი ყურადღებას იპყრობს.

  • კედლების დამოკლება

თუ თქვენ გჭირდებათ კედლების​ დამოკლება, მაშინ შესაძლებელია უფრო მუქი ელფერის გამოყენება კედლის ქვედა ნაწილში.

რა უპირატესობები აქვს დუპლექსის ტიპის ბინას

დუპლექსი არის საცხოვრებელი უძრავი ქონების თანამედროვე და კომფორტული ფორმატი, რომელიც იდეალურია მათთვის

საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები

ასეთ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად თავს ბავშვებიანი ოჯახები გრძნობენ

ინტერიერის დიზაინი- უფრო მეტი ვიდრე ლამაზი გარემო

სახლის ინტერიერის დიზაინი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული სივრცეების შექმნის ხელოვნებაა

უძრავი ქონებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება

ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, რასაც ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები განაპირობებს

ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას

კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირ არის კავშირში საქმის ხარისხიან და დროულად შესრულებასთან