back-arrow
რემონტის ნაცვლად: 5 მიზეზი სახლში ავეჯის გადასაადგილებლად  
16.05.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

რემონტის ნაცვლად: 5 მიზეზი სახლში ავეჯის გადასაადგილებლად  

გსურთ ბინის განახლება, მაგრამ ამისთვის არც დრო და არც საჭირო სხვა სახსრები არ გაქვთ? მაშინ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თქვენი სახლის ინტერიერი სრულიად შეიცვლება.
ავეჯის გადაადგილება- ამაში იგულისხმება არა მარტო საწოლის ან მაგიდის ერთი კედლიდან მეორესთან გადადგმა, არამედ ბინის სივრცის ახლებურად დანახვა. 
სივრცის ახლებურად აღქმა კი დაგეხმარებათ ზედმეტი, არასაჭირო ნივთების თავიდან მოშორებაში და ინტერიერის რადიკალურად განახლებაში. ამ მეთოდით თქვენ დაზოგავთ ფულსაც, დროსაც და ენერგიასაც.

ამ მეთოდის უპირატესობები:

ფულის ეკონომია
თუ გსურთ ცვლილებები და რემონტი, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა რაიმე კომპონენტის ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას სჯობს აირჩიოთ ინტერიერის განახლების უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გზა.
ავეჯის გადაადგილება არ მოითხოვს თქვენგან ფინანსებს და ეფექტსაც დაუყონებლივ იძლევა. 
საქმის დაწყებამდე  გაითვალისწინეთ: ბინის და გადასაადგილებელი ავეჯის მოცულობა და ელექტრო გაყვანილობის წერტილები. კარგი იქნება თუ პროცესის დაწყებამდე ყველაფერს წინასწარ წარმოიდგენთ.

სივრცის სწრაფი ტრანსფორმაცია
ავეჯის გადაადგილების კიდევ ერთი პლუსი გეგმის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობაა. ბინის ინტერიერის ცვლილებისთვის თქვენ რამდენიმე საათი ან მაქსიმუმ ერთი დღე დაგჭირდეთ.

კომფორტი

ახალი ავეჯის დამატების შესაძლებლობა
თუ თქვენი ოჯახის მოთხოვნილებები შეიცვალა (ოჯახში ვიღაცამ დაიწყო მუშაობა დისტანციურად, შეგემატათ ძაღლი ან გეყოლათ ბავშვი), ნუ ჩქარობთ რემონტის დაწყებას. შესაძლოა, დამატებითი ფუნქციური არეალის გამოსაყოფად შეიძლება მხოლოდ ავეჯის გადაადგილებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.
მაგალითად, ბავშვის საწოლი შეიძლება დაიდგას მშობლების საძინებელში მაკიაჟის მაგიდაზე უარის თქმის ხარჯზე და სხვა.

სიმყუდროვე

ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლების შესაძლებლობა
თუ გაქვთ განცდა, რომ სახლში ძალიან ბევრი ავეჯი და სხვა ნივთია და ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ იყენებთ ავეჯის გადაადგილების პროცესში უფრო მარტივად მიხვდებით რომელი მათგანისგან უნდა განთავისუფლდეთ. ეს ეხება როგორც დეკორს ასევე ავეჯსაც.

ზონირების გადახედვის აუცილებლობა
რემონტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახლი გადატვირთულია ახალი ნივთებით, რომლებიც ყველაზე ხშირად განლაგებულია პრინციპით "სადაც თავისუფალი ადგილი იყო". შედეგად გაქვთ უცნაურად ზონირებული ინტერიერი, სადაც ყველაფერი მოწყობილია არა პრაქტიკულობის , არამედ როგორც მოხდა პრინციპით.
სახლში ცხოვრება უფრო კომფორტული რომ გახადოთ, დაფიქრდით ავეჯის განლაგების ახალ გეგმაზე და შეისწავლეთ ოთახის თავისებურებები.

დიზაინი

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება