სიახლეები

როგორ მოვაწყოთ 42 კვ.მ ბინა?
მცირე ზომის ინტერიერის მოწყობა წარმოადგენს, როგორც პრაქტიკულ ასევე სტილისტურ გამოწვევას, მაგრამ ფართობის ჭკვიანური ათვისებით თქვენ კომფორტული და ფუნქციონალური ბინის მოწყობა შეგიძლიათ.
ბლოგში მოცემული ბინის ფართობი 45 კვ.მ. ნაკლებია, მაგრამ მისი თითოეული კვადრატული მეტრი გათვლილია მაქსიმალურ კომფორტზე.
ელეგანტური და თანამედროვე დეკორი, მდიდარი ფერთა პალიტრა ამ კომპონენტების ნაერთი აღძრავს სიმშვიდისა და წესრიგის განცდას. 42 კვადრატული მეტრის ფართობით, ეს ბინის ინტერიერი განკუთვნილია ახალგაზრდა წყვილისთვის.საცხოვრებელ ფართში გაერთიანებულია რამდენიმე ფუნქციონალური ზონა, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, ხოლო დომინანტურ მწვანე ფერს კი ინტერიერში დამატებითი სიმყუდროვე შემოაქვს.
საშუალო ზომის დივანი ერწყმის როგორც სამზარეულოს, ასევე მისაღები ოთახის დიზაინს. მისი მუქი ნაცრისფერი ტექსტილი ჰარმონიაშია სამზარეულოს მუქ ნაცრისფერ ფართუკთან. ორი თანამედროვე დიზაინის მწვანე სკამი ჰარმონიულად ერწყმის სამზარეულოს კაბინეტების ზეთისხილის ფერს.
გოფრირებული მინის კარები ხურავს საძინებელს და ამასთანავე საშუალებას აძლევს ბუნებრივ შუქს განაწილდეს ორ სივრცეს შორის.
ფანჯრის კედელთან ერთად, რადიატორი დეკორატიულად არის ჩასმული ხეში და მათ გვერდით ჩაშენებულია წიგნების კარადები ორივე მხარეს აკრავს. ფართო ფანჯრის რაფები ქმნის იდეალურ სახლს ქოთნის მცენარეებისთვის.
ხის ელემენტებით გაწყობილი მუქი კუდელები შემოსასვლელში ჰარმონიულად ერწყმის მთლიანი ბინის დიზაინს და მას დამატებით სიღრმეს სძენს.
ნაცრისფერი კარადა რომელზეც ტელევიზორთან დგას ქმნის დამატებით სათავსოს.
ჭერამდე ასული სამზარეულოს ზედა მინის კაბინეტები ქმნის დამატებითი სივრცის შეგრძნებას.
სამზარეულოს ფართუკის ფილას აქვს საინტერესო 3D დიზაინი, რომელიც ირეკლავს სინათლეს და ქმნის დამატებითი სიღრმის განცდას.
სამზარეულოს ღია ფერის ხის ზედაპირი ანეიტრალებს ინტერიერში არსებულ მუქ ფერებს და ინტერიერის დიზაინს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს.
შემოსასვლელში მდგომი ნაცრისფერი სავარძელი, საგარდერობოებში შემავალი გოფრირებული მინის კარი ანეიტრალებს მუქ ფერებს და ქმნის დამატებითი სივრცის შეგრძნებას.
ამ პატარა მაგრამ კომპაქტურ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის შესანახი კარადები და კოსმეტიკის მაგიდა სარკითა და სკამით.
საძინებლის შესასვლელში განთავსებულია სამუშაო მაგიდა და სკამი, ასევე კედელზე განთავსებულია საკანცელარიო ნივთების საორგანიზაციო დაფა.
საძინებელში არის განთავსებული რამდენიმე სინათლის წყარო განსხვავებული დიზაინის სანათების სახით, რომელთა ერთობლიობა დიზაინს განსაკუთრებულ თანამედროვე იერს სძენს.
საძინებელში ფიგურირებს ბინაში არსებული ყველა ფერი, რაც კრავს მთლიან ინტერიერს. მწვანე, კრემისფერი, შავი,ყავისფერი და ვარდისფერი ფერთა ეს კომბინაცია და დეკორატიული ელემენტები ქმნის ორიგინალურ და დახვეწილ დიზაინს.
საძინებელში არსებული ფანჯრის ფართო რაფა ოთახში ქოთნის მცენარეების განთავსების საშუალებას იძლევა.
ისევე, როგორც მისაღებში, ასევე საძინებელშიც გათბობის რადიატორი ჩასმულია ხეში, ხოლო გვერდით გაკეთებულია წიგნის თაროები.
რაც შეეხება სააბაზანოს აქ გამოყენებულია ხის ფაქტურის მქონე ავეჯი და შავი მეტალის დეტალები. მეტი ეფექტისთვის სააბაზანოს ერთ კედელზე გაკრულია ორნამენტიანი მუქი მწვანე ფილები, რაც ამ ოთახს გამორჩეულ იერს სძენს.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით