popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ეკო სტილი ინტერიერში
29.04.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

ეკო სტილი ინტერიერში

ეკო სტილი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში ბუნებასთან სიახლოვე იგრძნოს. ამ  სტილის მთავარი მიზანია არის ის, რომ ადამიანმა შეიძლოს დასვენება, ძალების და ენერგიის აღდგენას ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოს მეშვეობით. ეკო სტილის ინტერიერი მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან იქმნება, მაგალითად, როგორიცაა: ხე, თიხა, მინა, ქვა, აგური და არანაირი ქიმია. 

ეკო სტილში არ არსებობს გარკვეული წესები გარდა ერთისა, გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური და უვნებელი მასალები თქვენი ბინის ინტერიერის შექმნისას. სწორედ აქედან გამომდინარე ეს გახლავთ დიზაინის მიმართულება, რომელიც ჰარმონიულად აკავშირებს  ადამიანს ბუნებასა და ეკოლოგიურ სისუფთავესთან.

ამ სტილში არაფერი არ არის: პლასტმასის და ლითონის. ეს ეხება განსაკუთრებით ავეჯს და დეკორის სხვადასხვა ელემენტებს. 

ბინის მოწყობისას სასურველია გახსოვდეთ, რომ ეკო სტილი პირდაპირ არ ნიშნავს სახლის მარტო ბუნებრივი მასალებით მოწყობას ან თაროებზე ყვავილების სიმრავლეს, მისი არსი უფრო ღრმაა და უამრავ დეტალს მოიცავს, რომელიც საბოლოოდ, თქვენ ბინას უფრო კომფორტულ და მყუდრო სივრცედ აქცევს.

ეკო ინტერიერში უპირატესობა ბუნებრივ ფერებს ენიჭება - მწვანეს, ყავისფერს, ღია ყვითელს, ცისფერს, თეთრსა და იმ ფერებს, რომლებიც ბუნებაში გვხვდება. ასეთ ინტერიერში ადამიანი თავს თბილად, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს.

ეკო სტილის ბინაში ხშირად შეხვდებით ნატურალური ხის ავეჯს, მათი ფორმა ბუნებაში არსებულ ერთეულებს ემსგავსება. ამ სტილის ავეჯის მთავარი თვისება მინიმალური დამუშავება და სიმარტივეა. 

ეკო ინტერიერის აუცილებელი მოთხოვნა - ბუნებრივი შუქის დიდი რაოდენობით არსებობაა. მისი ნაკლებობის შემთხვევაში აუცილებელია დაამატოთ ხელოვნური განათების წყაროები. მოერიდეთ დიდი ზომის, გადატვირთულ ჭაღებს. შეარჩიეთ წერტილოვანი განათების ტიპები, ჩაშენებული და უხილავი სანათები, ასევე არჩევანი შეაჩერეთ ჭერის ატმოსფერული განათებაზე. 

იატაკისთვის საუკეთესოა ქვა ან ბუნებრივი ფერის ფილა. დიდი მოთხოვნით სარგებლობს ხის პარკეტი, რომელიც საუკეთესოდ ესადაგება ამ სტილს.

რაც შეეხება კედლებს მათთვის შეიძლება კერამიკული ფილების და  მოსაპირკეთებელი ქვის გამოყენება ან მათი მობათქაშება. ეს მასალები არის ნატურალური, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არაჩვეულებრივად ესადაგება ეკო სტილს.

ეკო სტილს არ ახასიათებს დეკორაციული დატვირთვა, რადგან ბუნებაში არაფერია ზედმეტი. ქვისა და ხისგან დამზადებული კედლის საფარი სარკის მარტივი, ნატურალური მასალის ჩარჩოები სავსებით საკმარისი იქნება. 

როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?

“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.

დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!

დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.

2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!

ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.

ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია

ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები

უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია