სიახლეები

როგორ მოქმედებს ფერები სივრცის მოცულობაზე?
ბუნებაში 3 ძირითადი ფერი არსებობს: წითელი, ყვითელი და ლურჯი - სწორედ ამ ფერთა კომბინაციით მიიღება დღეს არსებული ფერთა პალიტრა, რომელიც თავის მხრივ კიდე იყოფა: თბილი, ცივი და ნეიტრალური, ასევე მსუბუქი, საშუალო და მძიმე კატეგორიებად.
ლურჯი ფერის გამა ითვლება ცივად. მწვანე ფერის ნეიტრალურად, ხოლო ყვითელი და წითელი ფერების გამა კი თბილად. მსუბუქ ფერებში გადის ცივი ფერების ღია ტონები, მაგალითად: ცისფერი. მძიმედ ითვლება მუქი, მსუყე ფერები: ზეთისხილის და ყავისფერი.
როგორ შეუძლია ფერებს და მათ ერთმანეთთან შეხამებას სივრცის აღქმის შეცვლა?
მაგალითად ღია ცივი და მსუბუქი ფერები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს, ხოლო თბილი, მძიმე და მსუყე ფერები პირიქით, ამცირებენ მას.
აქედან გამომდინარე ინტერიერის ფერის შესარჩევად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ ცვლის ოთახის შიგნით მათი მდებარეობა ვიზუალურად მის მოცულობას, ხდის მას უფრო დიდს, მაღალს, გრძელს, განიერს.
მოდით შევხედოთ მაგალითებს, თუ როგორ შეგიძლიათ ვიზუალურად შეცვალოთ ინტერიერის სივრცის პროპორციები ფერის დახმარებით:
როგორ გავზარდოთ სივრცე?
ინტერიერის მაგალითი: მუქი იატაკი და ღია ფერის კედლები.
როგორ გავხადოთ ოთახი უფრო ფართო?
ოთახი ვიზუალურად გახდება უფრო ფართო, თუ ღია ფერის კედლებთან გააკეთებთ მუქ იატაკსა და ჭერს.
როგორ "ავწიოთ" ჭერი და გავხადოთ ოთახი უფრო "ღრმა"?
ამ ეფექტის მისაღებად საჭიროა ჭერი და იატაკი იყოს მსუბუქი, ღია ფერის, ხოლო კედლები კი მუქი.
როგორ „დავწიოთ“ ჭერი და გავაფართოვოთ სივრცე?
ზოგჯერ ჭერის სიმაღლის დაწევას შეუძლია სივრცე უფრო კომფორტული და მყუდრო გახადოს. მუქი იატაკისა და ჭერის კომბინაცია ვიზუალურად აფართოებს ოთახს, ამცირებს მის სიმაღლეს.
"შუქი გვირაბის ბოლოს" როგორ გავხადოთ ოთახი უფრო ღრმა?
მისთვის, რომ გაახალისოთ სივრცე და მისცეთ მას უფრო მიმზიდველი სახე, შეგიძლიათ შექმნათ სიღრმის ეფექტი. ამაში დაგეხმარებათ ერთი მსუყე ფერის აქცენტური კედელი.
როგორ შევქმნათ სივრცის განცდა?
ამისთვის დაგჭირდებათ თეთრი კედლებით, თეთრი ჭერით და ღია ფერის იატაკი. ეს კომბინაცია ქმნის ცივ ინტერიერს ამიტომ მის შესამსუბუქებლად საჭიროა გამოიყენოთ თბილი ან მუქი ფერის ავეჯი.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა