სიახლეები
წარმოგიდგენთ 6 მცენარეს, რომელიც სახლში სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
თუ ბინაში სიგრილის შესანარჩუნებლად ბუნებრივ და იაფ გზას ეძებთ, მაშინ გირჩევთ იყიდოთ ამ 6 მცენარიდან მინიმუმ ერთი მაინც.
ყველას არ შეუძლია ზაფხულის სიცხის ატანა, მაგრამ ზოგს კონდიციონერის მიერ გამოშრობილი ჰაერიც დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ამ ბლოგში გთავაზობთ 6 მცენარეს, რომლებიც თქვენს ბინაში სიგრილეს შემოიტანს.
1. ალოე ვერა
ალოე ვერა დაგეხმარებათ არა მხოლოდ მზის დამწვრობის დროს, არამედ წარმოუდგენლად ეფექტურად გაგრილებთ თქვენ სახლს და გაასუფთავებს ჰაერს მავნე ტოქსინებისგან, მათ შორის ფორმალდეჰიდისგან.

2. ნეოდიფსისი (დიფსისი) - შიდა პალმა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა მცენარეა დიფსისი, დეკორატიული პალმა, რომელიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი. სახლის გაგრილების გარდა, მას შეუძლია ჰაერი გაწმინდოს ბენზოლის, ფორმალდეჰიდისა და ტრიქლორეთილენისგან.

3. ფიკუსი
ფიკუსი (ან ბენჯამინის ფიკუსი) ხელს უწყობს ტემპერატურის გაგრილებას და ასევე აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.

4. გვიმრა
ეს მცენარე არა მხოლოდ ხელს უწყობს ჰაერის გაგრილებას და დატენიანებას, არამედ ალოე ვერას მსგავსად ასუფთავებს მას ფორმალდეჰიდისგან. ნასას მეცნიერებიც კი ამბობენ, რომ გვიმრა ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამწმენდია.

5. სანსევიერია სამზოლიანი
კიდევ ერთი მცენარე, რომელსაც ჰაერის გასაწმენდად NASA გირჩევთ. სანსევიერია ჟანგბადს ღამით გამოყოფს, აგრილებს ჰაერს სახლში და ასევე შთანთქავს უამრავ ტოქსინს.

6. ოქროსფერი ეპიპრემნუმი
შესანიშნავი მცენარეა მათთვის, ვინც არ არის ძლიერი მებაღეობაში. მასზე ზრუნვა ძალიან მარტივია! მცენარეს სჭირდება მცირე რაოდენობით შუქი და წყალი, სანაცვლოდ კი ის სახლს სიგრილეს შეინარჩუნებს.
ეს 6 მცენარე არა მხოლოდ გააცივებს ჰაერს, არამედ მის გაწმენდასაც ხელს შეუწყობს!

როგორ მუშაობს:
მცენარეები ტრანსპირაციის (წყლის აორთქლება) დროს კარგავენ წყალს, რის შედეგადაც აგრილებენ და წმენდენ მათ გარშემო არსებულ ჰაერს.
ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორმა დოქტორმა ლეონარდ პერიმ ამბობს:
„სწორად შერჩეულ მცენარეს შეუძლია შეამციროს ოთახში არსებული ტემპერატურა 10 გრადუსით. ხოლო ამ მცენარეების მიერ გამოყოფილი ტენიანობა ხელს უწყობს კომფორტული შიდა სივრცის შენარჩუნებას.”
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
ალფა სახლის 2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე 90-100 კვ.მ ბინა ალფა სახლში, 25-30 კვ.მ საჩუქრად, ხელმისაწვდომი თვიური გადასახადით და რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობით
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ