სიახლეები

საძინებელი ძალიან პატარაა? 7 საიდუმლო იმისათვის, რომ ის უფრო დიდი გავხადოთ
თქვენი საძინებელი უნდა იყოს მშვიდი და კომფორტული, რადგან ეს არის პირველი, რასაც ხედავთ დილით გაღვიძებისას და ბოლოს, რასაც ხედავთ ძილის წინ.
მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ არ მოგწონთ მასში ყოფნა იმიტომ რომ პატარაა? ან მისი ზომის გამო გგონიათ რომ თქვენ ირგვლივ კედლები ვიწროვდება? საბედნიეროდ, ამის შესაცვლელად მრავალი გამოსავალი არსებობს.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერი საძინებელს ბევრად უფრო დიდს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.
1. შეღებეთ კედლები ღია ფერში
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოთახის უფრო ღია ფერში შეღებვა მას უფრო დიდს გახდის. საძინებლის კედლები არ უნდა იყოს მთლიანად თეთრი. მაგრამ ნებისმიერი ღია და პასტელური ფერები დაეხმარებათ სივრცის ვიზუალურად გაფართოებაში.
2. გამოიყენეთ ზოლიანი შპალერი
ზოლიანი ტანსაცმლის მსგავსად, რომელიც იძლევა უფრო მაღალი ან განიერი სილუეტის ილუზიას, ზოლიან კედლებსაც საძინებელზეც იგივე ეფექტს მოხდენა შეუძლია. ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზების მოხატვით ან შპალერით, საძინებლის ნებისმიერი მიმართულებით გაფართოება შეგიძლიათ.
3. შეღებეთ ერთი კედელი სხვა ფერად ან გააკარით განსხვავებული შპალერი
საძინებლის უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ღია ფერებში, ხოლო ერთი კედელი შეგიძლიათ შეღებოთ მკვეთრ ფერებში, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ განსხვავებულ ორნამენტებიანი შპალერიც — ეს თქვენ ოთახს დამატებით სიღრმეს შესძენს. ასევე ამ პატარა დეტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ოთახს დამატებითი ორიგინალურობა შესძინოთ.
4. უარი თქვით ფარდებზე
ფარდების არარსებობა საშუალებას აძლევს ბუნებრივ შუქს მთლიანად დაფაროს საძინებელი და გახადოს იგი უფრო დიდი, ვიდრე სინამდვილეშია.
5. დაკიდეთ სარკეები
სარკე აირეკლავს ოთახში შემოსულ სინათლეს შედეგად სივრცე უფრო მსუბუქი და ნათელი გახდება.
სწორად შერჩეულ და სწორად ჩამოკიდებულ სარკეს შეუძლია სივრცე უფრო დიდი გამოაჩინოს და ბნელი ოთახი უფრო ნათელ სივრცედ აქციოს.
6. აირჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი
ზოგადად, პატარა საძინებელში ზედმეტი ავეჯისგან თავის შეკავება კარგი იდეაა. მოძებნეთ მრავალფუნქციური ნივთები, როგორიცაა მაკიაჟის მაგიდა, რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო ადგილადაც გამოგადგებათ.
7. დაკიდეთ კედლის სანათები
როდესაც საძინებელი პატარაა უარი უნდა თქვათ მასში ზედმეტი ნივთების შეტანაზე. ამიტომ განათებისთვის ტრადიცული დასადგმელი სანათებს ნაცვლად გამოიყენეთ კედლის.
დღეს კედლის სანათების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენი ინტერიერის შესაბამისი ორიგინალური და ლამაზი სანათი.
როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?
“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია