სიახლეები

როგორ შევქმნათ ეკომეგობრული ინტერიერი?
დღეს ადამიანების უმრავლესობა ცდილობს ინტერიერი უფრო ეკომეგობრულ, ჯანსაღ და გარემოსთვის სასარგებლო სივრცედ გადააქციოს. ეკომეგობრული ინტერიერი იდეალურია მათთვის, ვინც თავადაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სურს მის გარშემოც ყველაფერი ბუნებრივი და ჯანსაღი იყოს.
მოდით გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეკომეგობრული გარემო:
1. გამოიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალები
ამ სტილის ბინებში შეხვდებით ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ავეჯს, ბევრ სიმწვანესა და ბევრ ბუნებრივ განათებას.
ხე, ქვა, ტყავი - ეს ის მასალებია, რომელიც ეკომეგობრული ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად გამოიყენება. დადგით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი და ტექსტილი,
ასევე თქვენი ეკომეგობრული გარემოსთვის უმჯობესი იქნება თუ იატაკისთვის პარკეტის ან ბუნებრივი ქვის საფარს შეარჩევთ.
2. გაანათეთ სახლი მზის ბუნებრივი შუქით
მზის სხივების დადებითი როლი ადამიანებზე დიდი ხანია რაც ცნობილია, ამიტომაც მას არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში აქტიურად იყენებენ. ინტერიერში ჯანსაღი, კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნაში ბუნებრივი განათება ძალიან დიდ როლ ასრულებს. ის ასევე გვეხმარება უკეთ აღვიქვათ სივრცე და ფერები.
ინტერიერში ბუნებრივი განათების ზემოქმედების გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკეები, ამრეკლავი ზედაპირების მქონე ნივთები და ავეჯი.
3. სახლის გასაფორმებლად გამოიყენეთ მცენარეები
ბუნებასთან ახლოს ყოფნის ყველაზე ეფექტური გზა ინტერიერში მცენარეების განთავსებაა. ეკომეგობრული დიზაინი ყოველთვის გულისხმობს სიმწვანეს ინტერიერში.
მცენარეები არა მხოლოდ სახლის ვიზუალურად გალამაზებაში გეხმარებათ, არამედ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ამცირებენ ტოქსინების რაოდენობას და ხელს უწყობენ ჰაერის გაწმენდას. გარდა ამისა, მცენარეებს ასევე გააჩნიათ არომათერაპიული ფუნქცია, რაც ძალიან კარგ გავლენას ახდენს ადამიანების მენტალურ და სულიერ მდგომარეობაზე.
4. აჩუქეთ ნივთების მეორე სიცოცხლე
ეკომეგობრულ ინტერიერში აქტიურად იყენებენ გადამუშავებადი, ბიოდეგრადირებადი მასალებით დამზადებულ აქსესუარებს, მეორად ავეჯსა და ბუნებრივ ბოჭკოვან ქსოვილებს.
ბინის ეკო სტილში მოწყობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ ხარჯიანი საქმეა. ნატურალური ხე, ქვა ყოველთვის ძვირი ღირდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი ნამდვილად ამართლებს ყველანაირ დანახარჯს.
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.