სიახლეები
ინტერიერის მომზადება ყველაზე ფერადი სეზონისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სექტემბერია, შემოდგომის დადგომა და სიგრილე უკვე იგრძნობა. როდესაც ქალაქში შემოდგომის სიგრილეს გრძნობ, სახლი სითბოსა და სიმყუდროვის კერა ხდება. ნელ-ნელა ვემშვიდობებით მზიან, ცხელ დღებს და ვემზადებით შემოდგომის მყუდრო საღამოებისთვის - სქელი პლედებით, სურნელოვანი სანთლებითა და შემოდგომის ფერებით.
ყველაზე ფერადი სეზონისთვის ინტერიერის მომზადება სახლში გასატარებელ დროს მეტად სასიამოვნოს გახდის.
მაშ ასე, დავიწყოთ:
საშემოდგომო ფერები და ტექსტილი
შემოდგომა თბილი და ფერადი ქსოვილების სეზონია: მუქი ნარინჯისფერი, ყავისფერი, მდოგვის ფერი, ოქროსფერი, ზეთისხილის ფერი მწვანე და ნაცრისფერი - ამ ფერებს ინტერიერში საშემოდგომო მუხტი შემოაქვს.
ხელოვნური ბეწვის, "უხეში" და ნაზი ტექსტურის მქონე ქსოვილების ხალიჩები, ბალიშები, პლედები გამორჩეულ და მდიდრულ ინტერიერს ქმნიან.

შემოდგომის ყვავილები და სურნელი
შემოდგომა არამარტო სიმყუდროვესთან არამედ სურნელებთანაც ასოცირდება — საყვარელი სურნელის მქონე სანთლები, ნაძვის ტოტები, მცენარეები და სპეციალურად შეოდგომისთვის შერჩეული სახლის სუნამო თქვენ ბინას სეზონთან ჰარმონიაში მოიყვანს.
ასევე ინტერიერის მეტად გალამაზებაში დაგეხმარებათ შემოდგომის ერთ-ერთი გამორჩეული მცენარე საუცხოო ვიზუალის მქონე და მრავალფეროვანი ქრიზანთემა. ეს ყვავილი უკვე დიდიხანია რაც შემოდგომის სიმბოლოდაა ქცეული. ძველი გადმოცემის მიხედვით, ეს ულამაზესი ყვავილი ახალგაზრდობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა.
ასტრა - კიდევ ერთი ყვავილი, რომელიც თქვენ ინტერიერში ულამაზეს ფერებს შემოიტანს. ვარდისფერი, იასამნისფერ-ცისფერი, წითელი თუ ყვითელი ყვავილები მთელ სახლს გამოაცოცხლებს.
მზე თქვენს სახლში - რუდბეკია - ეს ყვავილი თქვენ სახლს პოზიტივითა და ენერგიით აავსებს. ყვითელ-ნარინჯისფერი ყვავილი და მუქი ყავისფერი გული საოცრად უხდება საშემოდგომო ინტერიერს.

სეზონური ხილი და დეკორაციები
დეკორაცია ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის მეშვეობითაც სახლი ესთეტიკურად სასიამოვნო და უფრო მყუდრო ხდება. სხვადასხვა ზომისა და ფერის შემოდგომის ნობათი შეგიძლიათ განათავსოთ როგორც სამზარეულოში, ასევე მისაღებსა და საძინებელში. შეავსეთ თასი სეზონური ხილით როგორიცაა ვაშლი, ბროწეული, მსხალი, კარალიოკი და დადგით ის გამოსაჩენ ადგილას. ფერადი ხილი და ბოსტნეული თქვენ ინტერიერს მეტად მიწიერს, ფერადსა და მყუდროს გახდის.

როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
რატომ ირჩევენ დიდ დიღომს? - უბნის მთავარი უპირატესობები და მომავლის პოტენციალი
რატომ გახდა დიდი დიღომი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება? გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს უბანს, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე
როგორ მოაქვს შეკვეთილის უძრავ ქონებას სტაბილური შემოსავალი?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.